Home რუბრიკები საზოგადოება კენედი მოკლეს, ბუკა დაჭრეს 3,14დარასტებს ძეგლი დაუდგეს…

კენედი მოკლეს, ბუკა დაჭრეს 3,14დარასტებს ძეგლი დაუდგეს…

698

საბურთალოს სასაფლაოზე ბუკა პეტრიაშვილზე თავდამსხმელი ისეთიშაშუბეშა”, ანუ ელამი აღმოჩნდა, რომ თავში კი დაუმიზნა, მაგრამ კოჭებში გაარტყა

ბუკა-ალექსის თუ ალექსი-ბუკას თანაპარტიელები მოითხოვენ, რომ სისხლის სამართლის მუხლი (რომლითაც გამოძიება დაიწყო) _ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, გადაკვალიფიცირდეს მკველელობის მცდელობად. ეს ერთი. მეორე _ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლია ალასანიამ ბათუმიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისასრუსთავი 2”-ის მიერაწეულ სატოპკეკითხვაზე, ხომ არ არის ეს თავდასხმა ვინმეს მიერ პოლიტიკური დაკვეთაო, ესვინმედააკონკრეტა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ აქვს საფუძველი, შემკვეთად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს.

ანუ ბატონი ირაკლი დარწმუნებულია, რომ ბუკა-ალექსიზე თუ ალექსი-ბუკაზე თავდასხმა დიდი პოლიტიკიდან მოდის, მაგრამ ჯერ საბუთი არ აქვს, რომ ეს “დიდი პოლიტიკა” ბიძინა ივანიშვილია?!

ამაზეა ნათქვამი _ ობოლო, ვის “მოუხნავ” მინდორ-ველებსო და _ ჩემს გამზრდელსო. მეტი გეკუთვნის, ბატონო ბიძინა, მეტი…

თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი ნინო გოგუაძე პირდაპირ ამბობს, რომ ბუკა-ალექსიზე თუ ალექსი-ბუკაზე თავდასხმა პოლიტიკური დაკვეთა იყო და გამოძიებისგან, პირველ რიგში, დამკვეთის გამოვლენას მოითხოვს.

ახლა მავანი დამამუნათებს, _ ბუკა-ალექსია თუ ალექსი-ბუკა, მაინც ადამიანია და, რაც შეემთხვა, იმაზე ქილიკი რა საკადრისიაო?!

არც მე ვარ მხეცი და არც ბუკას ვერჩი _ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ ზღვარგადასულმა, ყოვლად უსაფუძვლო შეფასებებმა, უბრალოდ, ადამიანური თანაგრძნობის სურვილი დამიჩლუნგა…

რომელ შეკვეთილ თავდასხმაზე საუბრობენ, ვინ ბრძანდება ასეთი ბუკაალექსი თუ ალექსიბუკა _ პრეზიდენტი კენედი, ინდირა განდი თუ რომის პაპი, მისი უსახური პერსონის მიმართ პოლიტიკური ტერორი რომ შეუკვეთოს ვინმემ?!

ან რას ნიშნავს განცხადებები და არა მხოლოდ მისი თანაპარტიელების, არამედ მათი იდეოლოგიური ძმების, ნაცების, მხრიდანაც, რომ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიის ლიდერს ამას უკეთებენ, უბრალო ადამიანებმა რაღა ჰქნან.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების აპოლოგეტობას ვერვინ დამწამებს, მაგრამ მათ გამო დამძიმებული კრიმინოგენური ვითარების თეზას ვერასგზით ვერ გავიზიარებ. ასეც რომ იყოს, ლოგიკაში ვერ ჯდება იმის მტკიცება, რომ საერთო მძიმე კრიმინოგენული ვითარების გამო მოხდა ის, რაც მოხდა.

მიუხედავად უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა, ვერაფრით დამცდება ისიც, რომ ნაცების დრო ჯობდა დღევანდელს _ გაიხსენეთ, ხალხო, რა დღეში ვყავდით ამ ნაძირალა სააკაშვილმერაბიშვილადეიშვილახალაიებს 9 წლის განმავლობაში, როცა ნახევარი საქართველო ციხეში იყო, ან ციხისა და სამეგრელოსკასრებისსაშინელი კადრები დაგავიწყდათ?

ქოცებს თავიანთი ცოდვები ეყოფათ, ამ ხელმოცარული, მხოლოდ თანამდებობებისთვის მებრძოლთა უსაფუძვლო ბრალდებებიც რომ არ დავუმატოთ.

შეცდომები, დანაშაულები კი, იცოცხლეთ, ბევრი აქვთ. ივანიშვილის ხელისუფლების უმთავრესი ცოდვები არის ის, რომ: პირველი _ სამართლიანობა არ (დიახ, არ და არა _ ვერ) აღადგინეს; მეორე _ პოლიტიკურად მიცვალებული ნაცები, რომლებსაც მხოლოდ ბალზამირება და მიწის მიყრაღა აკლდათ, გააცოცხლეს და ახლა უნამუსოდ გვიკითხავენ მორალს.

ზემოთ პრეზიდენტი კენედი ვახსენე, რომლის მკვლელობის საქმე, ნახევარ საუკუნეზე მეტია, არ (დიახ, აქაც არ და არა _ ვერ) გამოიძიეს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ლამის დღე არ გავა, ამერიკაში დღისით, მზისით ქუჩაში ვინმე თოფიანი არ გამოვარდეს და ხან სკოლაში, ხან კოლეჯში, ხანაც კაფეში ხოცვაჟლეტა არ მოაწყოს _ განურჩევლად არ დახვრიტოს ბავშვი თუ მოხუცი, ქალი თუ კაცი. მიუხედავად ამისა, ამერიკის მონა პარტიებს განა დასცდებათ აუგი აშშის მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე და იტყვიან, რომ იქ მართლაც არავინ არის დაცული?..

ვფიქრობ, რიტორიკული კითხვაა. ახლა კი კვლავ საბურთალოს სასაფლაოს “ტერაქტს” დავუბრუნდეთ…

ყველაფრიდან ჩანს, რომ ბუკაალექსიზე თუ ალექსიბუკაზე თავდასხმის მოტივაცია პირადულშია საძებნი. მისი მოკვლა რომ სდომოდათ, ფეხებში კი არა, თავში ესროდნენ. რაც შეეხება ამ საქმის გახსნაარ გახსნას, თუ არ გაიხსნა, .. დაზარალებულს არ სურს, რაღაც უხერხული მოტივაციის გამო, თორემ ძნელი წარმოსადგენია, სურვილის შემთხვევაში, როცა ამ საქმის თვითმხილველი მოწმეები არსებობენ თავისუფალი დემოკრატების გენმდივნის ძმაკაცების სახით, ვერ დაადგინონ დამნაშავეთა ვინაობა.

ისე, ძმაკაცობა სხვაგვარად მესმის _ როგორ, ძმაკაცი ჯერ დამიგვებონ და შემდეგ თვალწინ მიკლავდნენ, მე კი ყურებჩამოყრილმა ვუყურო?!

ბუკა-ალექსიზე თუ ალექსი-ბუკაზე მეტად ის მადარდებს, რაც წინამდებარე წერილზე მუშაობისას შევიტყვე: ბათუმში გეების ძეგლი დაუდგამთო, თუმცა გვარწმუნებენ, ძეგლი რომეო და ჯულიეტას ეძღვნებაო. ჯულიეტაში თუ “რუსთავი 2”-ის ჯულიეტოვნაიგულისხმება, მაშინ კი, ბატონო… და მეორე, ეს ნაძირალა ზაზა ბურჭულაძე სულ გათავხედდა _ საკუთარ დედაზე სექსუალური ლტოლვა არ იკმარა და ახლა პატრიარქს გადასწვდა, ვოლიერში უნდა დავამწყვდიოთო.

ღმერთს შენდობას ვთხოვ ამ სიტყვების გამეორებისთვის, მაგრამ ერთი რამ გვახსოვდეს, ქართველნო: თუ ესეც გადავყლაპეთ და მხოლოდ “ფეისბუქის” ლომურ აღშფოთებას დავჯერდით, ღმერთი ნამდვილად აღარ გვაპატიებს.

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ვინ უბედურებაა ზაზა ბურჭულაძე და რას ჩმახავს? არავინ იცნობს მაგას რომ პასუხი გასცეს? სადაა პოლიცია რომ არ აპატიმრებს?

  2. ადრე, თბილისშიდასჯის საშუალება იყო დუნდულოში დაჭრა. ეხლა. ეხლა სისტემა არ ჩამოყალიბებულა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here