Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოკრატიის სახელით

უზნეობა დემოკრატიის სახელით

1010

აკრძალული ხილი მწარეა

.. ახალი გენდერული საზოგადოება ინცესტის დაკანონებას მოითხოვს

ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისა და ჰომოსექსუალი წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანის დაკანონების შემდეგ ევროპაში სერიოზულად დაიწყეს მსჯელობა ინცესტის ლეგალიზებაზე. .. ახალი გენდერული საზოგადოება თვლის, რომ ასეთი ურთიერთობის დაკანონება ახლო მომავალში სრულიად რეალურია შვედეთში, დანიასა და ნორვეგიაში. მეტიც _ მოუწოდებენ, კანონმდებლობით დაისაჯონ ინცესტოფობები _ ნორმალური ადამიანები, რომლთათვისაც სისხლით ნათესავების სექსუალური კავშირი მიუღებელია.

შვედეთში ინცესტის დაკანონებას მოითხოვს მონიკა გრენი _ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, დანიაში _ პოლიტიკოსი პერნილე შკიპერი, გერმანიაში კი ეთიკის საკითხების საბჭოს თავმჯდომარე კრისტიანა ვოპენმა მოუწოდა, გაუქმდეს კანონი, რომელიც კრძალავს სისხლის აღრევას. გერმანია ჯერჯერობით უძლებს ე.წ. ახალი გენდერული საზოგადოების შეტევას. ცოტა ხნის წინათ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა ღვიძლი და-ძმის _ პატრიკ შტიუბინგისა და სუზან კაროლევსკის საქმე, რომლებმაც ოთხი ბავშვი გააჩინეს, მათ შორის, 2 _ ინვალიდი. გერმანიის სასამართლომ ეს კავშირი დანაშაულად ჩათვალა და პატრიკ შტიუბინგს 14 თვით აღუკვეთა თავისუფლება, “ოჯახის დედა” კი ფსიქიკური გადახრების გამო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

შვეიცარიის პარლამენტმა გააუქმა მუხლი, რომელიც ინცესტის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. ბუნება კი საუკუნეების განმავლობაში მიგვითითებდა, რომ ნათესავებს შორის სექსუალური კავშირი დეგრადაციისკენ მიმავალი გზაა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/nefertiti.jpg

ბიძის პისტოლეტი

ცოტა შორიდან დავიწყოთ. ეგვიპტელი ფარაონები მხოლოდ სისხლით ნათესავებზე ქორწინდებოდნენ, რათა “წმინდა სისხლი არ დაებინძურებინათ”. შედეგად ლეგენდარული ქალი-მეფე ნეფერტიტი იძულებული იყო, მაღალი თავსაბურავი ეტარებინა _ მისი კვერცხის მსგავსი თავის ქალა ჩვეულებრივზე 2-ჯერ დიდი იყო. ნეფერტიტის ქმარი ეხნატონი “ცხენისებრი სახით” გამოირჩეოდა, ცნობილ ტუტანხამონს კი, რომელიც 18 წლისა გარდაიცვალა, სხეული, ხერხემლის შუიდან ზემოთ, ძვლოვანი ჰქონდა _ თავს ვერ აბრუნებდა და იძულებული იყო, მთელი ტანით შემობრუნებულიყო.

სისხლის აღრევის გამო ჰაბსბურგების სამეფო დინასტიის ბევრი წარმომადგენელი, რომლებიც ევროპის ბევრ სახელმწიფოს საუკუნეების განმავლობაში მართავდნენ, ინვალიდი და მახინჯი დაიბადა.

მაგალითად, 1661 წლის 6 ნოემბერს ესპანეთის სამეფო ოჯახში დაიბადა დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრე, რომელსაც, 4 წლისაც არ იყო, თავზე გვირგვინი რომ დაადგეს. ამ წლოვანების ბიჭი ვერ ლაპარაკობდა, 8 წლამდე ვერ დადიოდა. ეპილეფსია, დიარეა, სიფილისი, ფსიქიკის პრობლემები _ ეს არ არის სრული ჩამონათვალი პრობლემებისა, რომლებიც ჭაბუკ მონარქს ჰქონდა. კარლ II მოჯადოებულმა ორჯერ იქორწინა, ორივე ქორწინება უნაყოფო აღმოჩნდა. 30 წლის მეფე მოხუცივით გამოიყურებოდა, სიცოცხლის ბოლო წლებში კი საწოლიდან ვერ დგებოდა (სულ 39 წელი იცოცხლა). მახინჯი “ჰაბსბურგული ტუჩი” არაფერია მოღრეცილ ქვედა ყბასთან შედარებით, რომელიც მეფეს საკვების ღეჭვაში ხელს უშლიდა. ეს კი იმის ბრალი იყო, რომ ჰაბსბურგები დეიდაშვილ-ბიძაშვილებზე ქორწინდებოდნენ. სწორედ ასეთი ნათესაური კავშირის შედეგად გაჩნდა კარლ II. მისი სიკვდილის შემდეგ ჰაბსბურგებიდან ტახტის მემკვიდრე აღარავინ დარჩა. 4 დეგენერატი ძმა დაბადებისთანავე დაიღუპა, შედეგად ესპანეთის მეფის ტახტისთვის დაიწყო ომი, რომელმაც ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქვეყანა ძალიან დაასუსტა. ამჟამად ესპანეთი ევროკავშირის წევრია და ვინ იფიქრებდა, რომ ჰაბსბურგების ტახტისთვის გაჩაღებული ხოცვა-ჟლეტიდან 300 წლის შემდეგ, რომელშიც ბევრი ქვეყანა იყო ჩართული, ევროპაში სერიოზულად დაიწყებდნენ მსჯელობას ინცესტის დაკანონებაზე.

აი კიდევ ერთი მაგალითი: ადოლფ ჰიტლერი სისხლის აღრევის შედეგად დაიბადა. მისი მამა ალოის ჰიტლერი დაქორწინებული იყო დეიდაშვილის ქალიშვილზე. იცოდა რა თავისი წარმოშობის შესახებ, ჰიტლერს ეშინოდა ბავშვის გაჩენისა _ შეიძლებოდა მახინჯი დაბადებულიყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა თავისი დის ქალიშვილთან _ ანგელიკა (გელი) რაუბალთან (მაშინაც კი, როდესაც დაიწყო შეხვედრები ევა ბრაუნთან). ეს კავშირი 23 წლის ანგელიკა რაუბალის თვითმკვლელობამდე გრძელდებოდა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/karl-II-mojadoebuli.jpg

ღმერთის სახელით

ევროპელი გარყვნილები არა მხოლოდ არ მალავენ თავიანთ სექსუალურ გადახრებს, არამედ თავის გასამართლებლად ბიბლიას იშველიებენ. აქაოდა, ყველა ადამიანი ადამისა და ევასგან წარმოიშვა და ნათესავებს შორის სექსუალური კავშირები გარდაუვალი იქნებოდაო. არადა, ძველ აღქმაში პირდაპირ არის მითითებული სისხლის აღრევის აკრძალვაზე.

სპეციალისტთა აზრით, ადამიანის გენოფონდი ისეა დაბინძურებული, რომ გარყვნილთაპროგრესულიინიციატივები, სრულ გადაშენებამდე მიგვიყვანს.

ნიკა კორინთელი

მომზადებულია უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით

1 COMMENT

  1. როგორც ჩანს არაჯანსაღი(ინვალიდი) საზოგადოებისგან ბევრი ფულის შოვნა შეუძლიათ, ხომ უნდა უკეთნ მერე 100 000 დოლარიანი ოპერაციები ან უტარონ 500 000 ევროიანი მკურნალობები?? ეს შეგნებულად ხდება როგორც ჩანს– ძაღლის თავს ვხედავ დამარხულს ამ ყველაფერში. აქ ხომ ამოგვხადეს სული ქიმიით გაჭყეპირი საკვები პროდუქტებით და ახალ-ახალი ჯიშის ვირუს-გრიპებით, უაზრო წამლების დანიშვნით და მათ კატასტროფული ფასებით, ეხლა დაბადებიდან ინვალიდები უნდათ ვიღაცეებს – დიდი ფულის საშოვნელად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here