მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში განათლების მინისტრის _ თამარ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ლოცვით ნებისმიერი საქმის დაწყება კარგია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა “ეპიცენტრში” მაყურებლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია გაკვეთილების ლოცვით დაწყება.
„აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია გაკვეთილების ლოცვით დაწყება”, _ ეს თამარ სანიკიძის აზრია.
ქალბატონო თამარ, ლოცვით ნებისმიერი საქმის დაწყება კარგია და განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ეს აბსოლუტურად მიუღებლად და დაუშვებლად მიაჩნიათ!” _ წერს გლურჯიძე.