Home რუბრიკები პოლიტიკა ნატო აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონტინგენტს გაზრდის

ნატო აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონტინგენტს გაზრდის

503

 “მიმდინარე წლის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების რეგიონში ნატოს სამხედრო ძალების გასაძლიერებლად 100-მდე ჩეხი ჯარისკაცი გაიგზავნება“, _ განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპნიცკიმ

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის _ პეტრ პაველის განმარტებით კი, ეს ნაბიჯი მიმართული იქნება ნატოს ერთობის დემონსტრირებისკენ და არ გულისხმობს რუსეთის წინააღმდეგ ძალების განლაგებას.

“ნატომ შექმნა სწრაფი რეაგირების ძალები 5 000-იანი შემადგენლობით და სამეთაურო პუნქტებით ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და რუმინეთში. წლეულს ამ ექვს ქვეყანაში განლაგებული ბრიგადებისთვის აშშ დამატებით სამხედრო ტექნიკას გაგზავნის. პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს სურს, რომ მათ ტერიტორიებზე ნატო მუდმივად იყოს მობილიზებული. ნატოს ახალი გეგმის დეტალები უკვე ივლისში ვარშავის სამიტზე გახდება ცნობილი”, _ იუწყება “ევრონიუსი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here