Home რუბრიკები ბლოგი “საბჭოთა კომუნისტური” წერილი “პატრიოტ კაპიტალისტებს”

“საბჭოთა კომუნისტური” წერილი “პატრიოტ კაპიტალისტებს”

1141

რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნებოდა, ეს საგაზეთო პუბლიკაცია .. ღიმილაკებით დამეწყომაგრამ, ერთი ის, რომინტერნეტჩეთშიარ ვარ და მეორეც, არც მთლად ეგრე სასაცილოდ გვაქვს საქმეიმთავითვე იოლად რომ გაერკვეს მკითხველი, მოვიყვან ნიმუშს, თუ როგორი ტიპის აზროვნება, ანუ რა სახის ლოგიკური კრიტერიუმი მკვიდრდება დღეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.

დღეს ქართველი საზოგადოების ე.წ. მოაზროვნე ნაწილი შემდეგნაირად აზროვნებს:

ფრაზები _ “მე ჩემი საკუთარი აზრი გამოვთქვი” ან “განსხვავებული აზრის მოსმენის კულტურა უნდა გაგაჩნდეთ” _ “მოდურ” გამოთქმებად გადაიქცა და არ გაგიკვირდეთ, თუ ვინმე ასეთ რამესაც განაცხადებს: “ჩემი აზრით, ბაკურ სვანიძე გაქანებული ლოთი და გამოუსწორებელი ნარკომანია”.

რა თქმა უნდა, ნორმალურ ადამიანს უჩნდება კითხვა _ საიდან იცით ეს?

და რა გგონიათ, პასუხი პრობლემაა?

ინებეთ:

“ეს ჩემი პირადი აზრია. რა იყო, არ მაქვს უფლება, ჩემი აზრი მქონდეს?”

შეუვალი ლოგიკაა! რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს აზრი, რომ დღისით დედამიწას, მზის კი არა, მთვარის სხივები ეცემა! მერე რა, რომ, თუ დღისით დედამიწიდან მზე ჩანს და ღამით მთვარე, ასტრონომიული აქსიომაა?

ასეთ ადამიანებს მაინც “აქვთ უფლება, საკუთარი აზრი გააჩნდეთ”!

მეტიც _ შეიძლება, ბაკურ სვანიძეც წაიყვანონ შესაბამის ექსპერტიზაზე, რომელიც დაადგენს, რომ “ბაკურ სვანიძის ორგანიზმში არ არის არც ერთ მილიგრამი ნარკოტიკული ნივთიერება და არც ერთი პროცენტი ალკოჰოლი”.

ამ დროს თუ კითხვას დაუსვამთ თანამედროვე ქართველ “მოაზროვნეს” _ ა, ბატონო ექსპერტიზის დასკვნა, ბაკურ სვანიძე ლოთი და ნარკომანი არ არის და ახლა რაღას იტყვიო, _ გგონიათ, წარბს შეიხრის?

არა! მას მზად აქვს “ყველაფერზე რომ მიდის”, ისეთი პასუხი:

მე ჩემი განსხვავებული აზრი გამოვთქვი იმის შესახებ, რომ ბაკურ სვანიძე ნარკომანია! მე ხომ არ მითქვამს, რომ ეს ექსპერტის დასკვნაა? ის, რომ ბაკურ სვანიძე არის ლოთი და ნარკომანი, ჩემი პირადი აზრია და საერთოდ, დროა, მიეჩვიოთ განსხვავებული აზრის მოსმენას! ეს ევროპული ღირებულებაა და, თუ არ შეეგუებით განხვავებულ აზროვნებას, ევროპაში არ შეგვიშვებენ! ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა გამოხვიდეთ ამ საბჭოთა და კომუნისტური აზროვნების ტყვეობიდან?”

რაო, მკითხველო, თავბრუ დაგესხათ, ხო? დიახ! სწორედ ასეთი თავბრუდამხვევი ლოგიკა აქვთ დღეს კლასიკურ “ქართველ მოაზროვნეებს”, რომელთაგან განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან მდედრობითი სქესის აქტიური “ინწილეკტუალკები” თვალებზე მხოლოდ “ჭკვიანი სახის მიღების” მიზნით წამოსკუპებული სათვალით, თანაც ისე არაბუნებრივად, რომ სათვალემ, ლამისაა, იყვიროს: მე აქ რა მესაქმება?”

აი, სწორედ ამ კატეგორიის ადამიანთა საყვარელი “კლიშეა” ის, რაც ამ თავბრუდამხვევი ფრაზის ბოლოს ვახსენეთ _ საბჭოთა და კომუნისტური აზროვნება და მენტალიტეტი _ ეს ფრაზა უკვე გარდაუვალ აუცილებლობად იქცა ნებისმიერ თემაზე ძალიან “ინწილეკტუალნი” კამათისას.

მაგალითები? ინებეთ:

* “დღეს მარიხუანის ლეგალიზების წინააღმდეგ გამოდიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძველი და უხარისხო საბჭოთა დიპლომები”;

* “დღემდე შემორჩათ ადამიანებს საბჭოთა აზროვნება, რომ გოგო, რომელიც სიგარეტს ეწევა, ბოზია”;

* “კომუნისტური მენტალიტეტის მქონე ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს არ უნდა მიეცეთ ქორწინების უფლება”;

* “პარლამენტში ქალებისა და მამაკაცების კვოტის გათანაბრებას კომუნისტური მენტალიტეტის ადამიანები ეწინააღმდეგებიან”.

და სხვა მსგავსი ბევრი “სიბრძნის” მოსმენა-წაკითხვა შეგიძლიათ, თუკი თანამედროვე ქართველ “მოაზროვნეთა” გვერდებს ეწვევით სოციალურ ქსელებში ან ტელევიზიით მოუსმენთ მათ.

საქმე და საფიქრალიც ესაა! მედიასაშუალებები და განსაკუთრებით _ ტელევიზიები სწორედ, აი, ამ ადამიანებს იწვევენ ნებისმიერი საჭირბოროტო თემის განსახილველად ეთერში და ისინიც მიედმოედებიან, რა თემაზეც უნდა იყოს საუბარი _ დაწყებული რომელიმე რაიონში მოსავლის აღების სიძნელეებით, ორბიტულ სადგურზე კოსმოსური ქარიშხლის მიერ წარმოქმნილი გრავიტაციული ღრუბლების ხვედრითი წონის განსაზღვრის მეთოდებით დამთავრებული. მათთვის არ არსებობს თემა, რომელზეც არ ისაუბრებენ.

მართლაც და, რა მნიშვნელობა აქვს მათთვის თემას? მაინც ის უნდა თქვან, რომ კომუნისტური მენტალიტეტი აღმოსაფხვრელია და საბჭოთა აზროვნებაში ჩარჩენილი ადამიანები ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას”. და ამ დაზეპირებულ ფრაზას რასთან დაკავშირებით იტყვი, რა მნიშვნელობა აქვს?

არის კიდევ ერთი განსაკუთრებული რამ, რაზე ხაზგასმაც, როგორც ჩანს, სპეციალურ დავალებად აქვთ მიღებული ასეთ “მოაზროვნეებს” _ ეს არის საბჭოთა პერიოდში მიღებული განათლება.

ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ჩამოშორდნენ ნებისმიერ მაღალ თუ საშუალო თანამდებობას ის ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა პერიოდის განათლება აქვთ მიღებული, რადგან ისინი ვერასოდეს გამოვლენ მონის ფსიქოლოგიიდან და მათი განათლების ხარისხიც ძალიან საეჭვოა. ეს ადამიანები ჩემზე გაუნათლებლის შთაბეჭდილებას ტოვებენ”, _ ეს ერთმა მართლაც ძალიან საეჭვო განათლების მქონე ქალბატონმა განაცხადა ტელეეთერში. მოგვიანებით კი, როდესაც სოციალურ ქსელებში გამოვეხმაურეთ, თავისი “განათლებულობის” დამადასტურებელ არგუმენტად საბჭოთა სკოლაში აღებული “ოქროს მედალი” დაგვისახელა.

ამ მხრივ მდგომარეობა მართლა კომიკურია, მეტად დამაფიქრებელიც რომ არ იყოს!

ჯერ ის რად ღირს, რომ მონურ ფსიქოლოგიაზესაუბრობენ ადამიანები, რომლებიც იმასაც კი, კერძო ტელევიზიაში რომელ მეწილეს რამდენი წილი უნდა გაუფორმდეს, კონკრეტული ქვეყნის საელჩოსთან ათანხმებენ

საზოგადოდ, დაწყებული ახალგამოჩეკილი “ტელესახეებიდან” და დასრულებული ცნობილი ჟურნალისტებით, ყოველი მათგანი იმას, რაც უსიამოვნოა “მუდამ კარღია” ჩვენი ოკეანისგაღმელი ე.წ. პარტნიორებისთვის, “საბჭოთა მენტალიტეტად” ასაღებს და “კომუნისტური” სიბნელიდან ამოსვლისკენ მოგვიწოდებს.

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიმართ გამოთქმული სავსებით სამართლიანი პრეტენზიებიც კი ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა მისი ოპონენეტებისკომუნისტურ და საბჭოთა აზროვნებასმიაწერახაზს ვუსვამ _ “პრორუსულ განწყობებსკი არა, კომუნისტურ, საბჭოთა მენტალობას!

ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს ცნობილ პოლიტოლოგებად, ცნობილ ექსპერტებად, ცნობილ ჟურნალისტებად იწოდებიან, რუსეთი მისი, როგორც სახელმწიფოს, დაარსების პირველივე დღიდან კომუნისტური და საბჭოთა ჰგონიათ. მათი ასეთი ყოვლად უაზროკლიშეებიან მათ სრულ უვიცობაზე მიუთითებს, ან მიზანმიმართულ დემაგოგიაზე, ან ორივეზე ერთად.

პრინციპში, ისიც ხომ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სიტყვა “პრორუსული”, რიგი მიზეზების გამო, ისე “ეფექტურად” უარყოფითად ვეღარ მოქმედებს საქართველოს მოსახლეობაზე და ამიტომ ხდება მისი ასეთი ტოტალური და სრულიად არაადეკვატური ჩანაცვლება საბჭოთათი ან კომუნისტურით?

თუ არადა, დავიჯეროთ, ამ ხალხმა არ იცის, რომ რუსეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში კომუნისტურს და საბჭოთას მხოლოდ 70 წელი უჭირავს და დანარჩენ საუკუნეებში ის ჩვეულებრივი ბატონყმური, შემდგომ კი ფეოდალური სახელმწიფო იყო?! ამ მოაზროვნეთაგანბევრმა, მგონი, ისიც კი არ იცის, რომ საქართველორუსეთისმოკავშირეობისმთელი ისტორიის განმავლობაში საქართველოს ყველაზე უკეთესი სტატუსი სწორედ საბჭოთა კავშირის პერიოდში ჰქონდა. როგორც მათი ნააზრევიდან გამოდის, როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე აფრქვევენ ხოლმე “სიბრძნეებს”, ბევრ მათგანს ჰგონია, თბილისში რუსეთის მეფისნაცვალი რომ იჯდა, ის “საქართველოში” იყო მოვლინებული. სინამდვილეში კი, ის მეფისნაცვალი კავკასიაში იყო მოვლინებული და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ჩვენი ქვეყანა “საქართველოდ” არც კი იწოდებოდა.

მაშ, რატომ არის “საბჭოთა კავშირი” ჩვენთვის უფრო საშიში და მიუღებელი რამ, ვიდრე “მეფის რუსეთი”?

მაგრამ რა გინდა, ელაპარაკო ადამიანებს, რომლებსაც საბჭოთა ზნეობრივი მენტალიტეტი მაშინდელი მსოფლიოს ზოგადი მენტალიტეტისგან განსხვავებული ჰგონიათ!

* რა, განა მეოცე საუკუნის 20-იან და 30-იან წლებშისიგარეტის მწეველი ქალისსახე ძალიან ზნეობრივ და ჩვეულებრივ, მისაღებ ტიპად ითვლებოდა ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში ან სხვა ევროპულ ქვეყნებში?

* რა, განა ცხრაასიანი წლების გარიჟრაჟზე, უცხოეთში სადმე ძალიან სწყალობდნენ ჰომოსექსუალებს და ისინი მხოლოდ საბჭოთა კავშირში იჩაგრებოდნენ?

* რაც შეეხება ქალთა უფლებების დაცვასა და მათ უფლებრივ გათანასწორებას მამაკაცებთან _ ეს მსოფლიოში პირველმა სწორედ საბჭოთა კავშირმა გააკეთა და ვიდრე ვინმე რასიზმზე საუბარს დაიწყებს, ჯერ ის გაიგოს, რომ, როდესაც ევროპაამერიკაში შავკანიანი, ყვითელკანიანი და თეთრკანიანი ერთსა და იმავე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ ადიოდნენ, საბჭოთა კავშირში რასობრივი დისკრიმინაცია დანაშაულის რანგში იყო აყვანილი!

ასე რომ, ქალთა უფლებებისა და ქსენოფობიის საკითხების განხილვისას ვინმეს მიერ საბჭოთა მენტალობის წამოძახება სასაცილომდე მისული სრული უვიცობაა!

სასაცილოა ისიც, როდესაც მავანი თუნდაც 1937 წლის მოვლენებს ოცდამეერთე საუკუნის “ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციების” კვალობაზე განიხილავს და აფასებს… რა, იმავე წლებში მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებს დახვრეტით, ჩამოხრჩობითა და გილიოტიონით არ უსწორდებოდა ევროპა? კიდევ გავიმეორებ _ ეს შეუგნებელი უგუნურებაა თუ შეგნებული მოქმედება, ამის დადგენა ძნელია…

არ მგონია, შემთხვევითი იყოს ასეთი მიზანმიმართული შეტევა, განსაკუთრებით საბჭოთა დიპლომიანების წინააღმდეგ.

რატომ უტევენ ეს ადამიანები ასე შეთანხმებულად საბჭოთა დიპლომებს?

დასკვნა შეიძლება ერთადერთი გამოვიტანოთ: ჩანს, მათივე მშობლებს, მათ დედმამას მართლა არ ჰქონდათ სათანადო გონებრივი შესაძლებლობები და საბჭოთა განათლების სისტემამ მართლა არ მისცა მათ უმაღლესი განათლების დიპლომებიამიტომაც არიან ახლა მათი შთამომავლები გამწარებულებგაბოროტებულები და სურთ, დაამტკიცონ, რომ ამის მიზეზისაბჭოთა განათლების სისტემისუვარგისობა იყო და არა მათი მშობლების ინტელექტუალური მონაცემების სიმწირე!

სამაგიეროდ, ახლა ყველა შტერი ორორი დიპლომით დააბიჯებს ამაყად და ვერ გამიგია, 1990-იანი წლებიდან ყოველ სადარბაზოსა და სარდაფში გახსნილიუნივერსიტეტებისდიპლომები რატომ და რით შეიძლება სჯობდეს საბჭოთა დიპლომებს?

დასასრულ _ ვითომ ღირს კი ჩამოთვლა იმ ბუმბერაზი ადამიანებისა, რომლებიც სწორედ საბჭოთა დიპლომებით ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და თავის სფეროში მსოფლოში საუკეთესოდაც იყო აღიარებული?

არა მგონია… როდესაც ადამიანების ტვინები ასეთი უკურნებელი სენით არის შეპყრობილნი, არა მგონია, მათზე ვინმემ ან რამემ იმოქმედოს!

ბაკურ სვანიძე

8 COMMENTS

  1. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომქვეყნის მათვაში,საზოგადოების აზრის ჩამოყალიბების მცდელობაში არაპროფენიოლაზმის ბუმია, საბჭოთა დიპლომების დამწუნებელნი, საეჭვო დიპლომების და განათლების პატრონები თავისი განათლების დონით ანქიქებენ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ხალხის აზრს, ტელევიზიებიც, მათ შორის ისეთებიც რომლებიც ნორმალურები არიან და საზოგადოების პატივისცემას იმსახურებენ,უთმობენ ეთერს ისეთ გაუნათლებელ არარაობებს, რათა მათ თავისი უტვინო თავის ნააზრევი, როგორც ჭეშმარიტება მიაწოდოს მსმენელს, გული ძალიან მტკივა მაგრამ ეს ასეა!

  2. უვიცების, გულგრილების და მოღალატე არაკაცებო და არაქალებო ექსპერტებო: იქნებ
    მე მარსიანული ცივილიზაციის და დემოკრატიის მომხრე ვარ, რა პრომარსიანელი ვარ?
    ვაი, თქვენს პატრონს, თქვე სულგაყიდულებო!

  3. აგაშენა ღმერმა ბაკური! რა კარგად გაქვს ყველაფერი ჩამოყალიბებული! ცამდე მართალი ხარ! პირადად მე საბჭოთა დიპლომები მაქვს მაგრამ ასე ფულის გადახდით კიარა არამედ უმაღლესი ნიშნებით ჩარიცხვითა და სწავლის პერიოდში ფრიადოსანთა დაფებით. მაგრამ ამათ ვერ გააგებინებ და \\\”ბრიყვს თუ ბაზარს გაუბამ მესამე პირი იმისნაირად ჩაგთვლისო\\\” და ვარ ასე გაჩუმებული. შენ კი გაგვს ასპარეზი და გთხოვ არ შეარჩინო არავის არცერთი სიტყვა

  4. ამ განვითარების ხანაში მარტო საქართველოში დებილდება ხალხი?! მართალს წერს ეს კაცი… კულტურა-სიტყვის მნიშვნელობა ბევრმა არც იცის, უცოდინარობის პიკში არიან და სხვას ასწავლიან რამეს… ნამეტანი გასაწმენდია საზოგადოების შეგნებაც და თვითონ საზოგადოებაც…

  5. სწორი განმარტებაა, მრავლად არიან ყეყეჩი და დეგრადირებული აზროვნების არსებები მედია სივრცეში და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მათ არ აინტერესებთ გაიგონ საბჭოთა კომუნისტური სისტემის ავკარგიანობა და სამუდამოდ ღრუტუნას სალაფავში თავჩაყოფილნი დარჩებიან!

  6. შენ გაიხარე ესენი ყველა იმ სისტემაში დაფრთიანდნენ , მაგრამ სხვები ჯობდნენ ცოდნით და ეხლა იყრიან ჯავრს მატზე თითის გაშვერით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here