Home რუბრიკები სამართალი მარილის ფალსიფიკატორებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ

მარილის ფალსიფიკატორებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ

625

ბრალდებულები აფასოებდნენ არაიოდიზებულ მარილს და ბაზარში ასაღებდნენ, როგორც იოდიზებულს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის გამო სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიებით დაადგენილია, რომ მეწარმეები _ თეიმურაზ თავაძე, გიორგი ნადირაძე და ზვიად ხუბულური, რეგულარულად ეწეოდნენ ფალსიფიცირებული მარილის რეალიზაციას. კერძოდ, აფასოებდნენ არაიოდიზებულ მარილს და საცალო ბაზარზე ასაღებდნენ, როგორც იოდიზებულს. სამივე მოქალაქეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here