Home რუბრიკები პოლიტიკა “კორუფციის კულტურა” აშშ-ში

“კორუფციის კულტურა” აშშ-ში

481

როგორ ხარჯავს გადასახადების გადამხდელთა ფულს აშშის პირველი ოჯახი

ნომერში, რომელშიც დაბინავდა აშშის პირველი ლედი, იყო აბრეშუმის ზეწრები და მარმარილოთი მოპირკეთებული ტუალეტი. ამ ნომერში ცხოვრება დღეღამეში 6 ათასი დოლარი ღირდა. მიშელ ობამასა და მის 9 წლის გოგონას ახლდა მომსახურე პერსონალი და საიდუმლო აგენტები: სპეციალურად დაქირავებული 250 ესპანელი და აშშდან ჩამოყვანილი 8 პირადი მცველი

ბარაკ ობამა, როგორც გაირკვა, არა მხოლოდ სუსტი პრეზიდენტია, არამედ კორუფცირებულიც. კორუფცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან არის, მაგრამ ამ სენს ყველგან თავისი შეფერილობა აქვს. მაგალითად, აშშ-ში კორუფცია ხდება კულტურულად. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება აშშ-ში ახლახან გამოცემული წიგნი “კორუფციის კულტურა (Culture of Corruption), რომლის გარეკანზეც ბარაკ ობამაა გამოსახული. წიგნში მოთხრობილია, როგორ ხარჯავს სახელმწიფოს თანხებს აშშ-ის პრეზიდენტის ცოლი _ მიშელ ობამა.

2010 წლის 4 აგვისტოს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს 49 წელი შეუსრულდა, მისი მეუღლე მიშელი და ქალიშვილი საშა ესპანეთში, მალაგაში, ჩავიდნენ დასასვენებლად. ნომერში, რომელშიც დაბინავდა აშშ-ის პირველი ლედი, იყო აბრეშუმის ზეწრები და მარმარილოთი მოპირკეთებული ტუალეტი. ამ ნომერში ცხოვრება დღე-ღამეში 6 ათასი დოლარი ღირდა. მიშელ ობამასა და მის 9 წლის გოგონას ახლდა მომსახურე პერსონალი და საიდუმლო აგენტები: სპეციალურად დაქირავებული 250 ესპანელი და აშშ-დან ჩამოყვანილი 8 პირადი მცველი.

მიშელ ობამა თავისი ქმრის თვითმფრინავით ჩაფრინდა ესპანეთში. ვაშინგტონიდან მალაგაში და უკან მგზავრობა აშშ-ის ბიუჯეტს 150 ათასი დოლარი დაუჯდა.

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი წელიწადში 2-ჯერ ისვენებს _ ზაფხულში და შობა-ახალი წლის დღეებში. მისი პრეზიდენტობის 7 წლის განმავლობაში აშშ-ის პირველი ოჯახის დასვენება ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს 74 მილიონი დოლარი დაუჯდათ.

2014 წელს, როდესაც ობამას ოჯახმა ჰავაიზე დაისვენა, მხოლოდ დაცვისა და თვითმფრინავის გადაფრენის ხარჯებმა 5,3 მლნ დოლარი შეადგინა. არადა, ეს თანხა სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლად ეყოფოდა ასეულობით ახლო აღმოსავლელ ლტოლვილს, ანუ თუნდაც ამერიკელ გადასახადის გადამხდელს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ მომენტში, როდესაც მიშელ ობამა და მისი ქალიშვილი მალაგაში _ პაბლო პიკასოსა და ანტონიო ბანდერსის მშობლიურ ქალაქში ისვენებდა, 131 ათასი ამერიკელი სამსახურიდან დაითხოვეს, შესაბამისად, მათ საარსებო წყაროც დაკარგეს.

ისე, ქართველებს არ უნდა გაგვკვირვებოდა სააკაშვილის ორგიები, ძვირად ღირებული მასაჟისტების ჩამოყვანა და სახელმწიფო ბიუჯეტის უკონტროლოდ ხარჯვა _ ამერიკელების მიერ “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილი მიშა ხომ უფრო დიდი “დემოკრატიის შუქურისგან” იღებდა მაგალითს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here