Home რუბრიკები ბლოგი არსებობს თუ არა გლობალური ბირთვული ომის საფრთხე

არსებობს თუ არა გლობალური ბირთვული ომის საფრთხე

1334

რაც უფრო იძაბება სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში , სირია- ერაყის  ტერიტორიის საბრძოლო  პოლიგონზე, მით უფრო იკვეთება გლობალური   ომის დაწყების საშიშროება, მსოფლიოს ძირითადი სამხედრო გიგანტების  რუსეთის, ნატოში შემავალი ქვეყნების  და ჩინეთის მონაწილეობით. ომი რომელიც შეიძლება მომენტალურად ბირთვულ- ბაქტერიოლოგიურ-ქიმიურ ომად გადაიქცეს რაც საბოლოოდ დაუსვავს წერტილს კაცობროიბის არსებობას.

რადგანაც რეგიონში მობილიზირებულია   მსოფლიო 30 ქვეყნის შეიარაღებული ძალები და დღე დღეზე გადაწყდება აშშ მიერ შექმნილი კოალიციის მიერ  სახმელეთო ოპერაციის დაწყება,  მოვლენები შეიძლება უსწრაფესად განვითარდეს და ერთმა გაუაზრებელმა ნაბიჯმაც კი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ომის პროვოცირება მოახდეინოს.

რამდენიმე თვის  წინ აშშ-ს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა  უილიამ პერიმ  Assosiated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა მწუხარება  მსოფლიოში  დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაზე და  გააფრთხილა მსოფლიო საზოგადოება –  შესაძლებლობა  იმისა რომ ყველაზე საშინელი ომი კაცობრიობის ისტორიში შეიძლება ერთი შეცდომის, ერთი არასწორდ გადადგმული ნაბიჯის გამო   დაიწყოს, ძალიან დიდია.

ამიტომ დღევანდელ ბლოგში მინდა შეძლებისდგვრად გავცე რამდენიმე კითხვას პასუხი. პირველი: თუ რა არის და რა შედეგებს მოიტანს მსოფლიო ბირთვული ომი?  მეორე: რომელი ქვეყნები  შედიან ბირთვულ კლუბში?    მესამე :შესაძლებელია თუ არა დაიწყოს გლობალური ბირთვული ომი?

რა არის და რა შედეგს მოიტანს მსოფლიო  ბირთვული ომი ?

რა ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს , ადამიანს გაუმართლებს თუ ის მომენტალურად დაიღუპება ბირთვული აფეთქების დროს. ბირთვული აფეთქება და რადიოაქტიური გამოსხივება მომენტალურად გაანადგურებს ცოცხალ არსებებს, ვინც აფეთქების  ეპიცენტრიდან 30-50 კილომეტრის რადიუსში იმყოფებოდეს იქნება ,  და ვინც ვერ მოასწრებს სპეციალურ სამალავში  დამალვას.  აფეთქების  ტალღის შედებად ასევე დაინგრევა თითქმის ყველა შენობა ნაგებობა აღნიშნულ  რადიუსში.  მაგრამ ეს იქნება მხოლოდ მცირედი რასაც   ბირთვული აფეთქება გამოიწვევს . მასიური დაბომბვა გამოიწვევს ასევე  კლიმატის შეცვლას. აფეთქებისას ელექტრომაგნიტური იმპულსი მთლიანად გაანადგურებს ელექტრო კავშირის  სისტემებს , ელექტრო სადგურებს  და  ელექტრონთან დაკავშირებულ ყველა ობიექტს . ასევე დიდ ზიანს მიაყენებს დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველს(შესაძლებელია გაანადგუროს კიდეც).

დედამიწის ელექტრომაგნიტური ველის განადგუირება კი გამოიწვევს სტიქიური უბედურებებს :ქარბუქებს, ქარიშხლებს, წყალდიდობებს და ა.შ. წყალი და ჰაერი  აიზილება ერთმანეთში, კარგი ამინდი იქნება როდესაც არ იქნება ქარიშხალი . მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება, უარესი დაიწყება მას  მერე, როდესაც ხანძრების შედეგად წარმოქმნილი ფერფლის დიდი მასა, აფეთქების შედეგად წარმოქმნილი მტვერთან    ერთად აიჭრება ჰაერში და დაფარავს მზეს . დედამიწა დაიწყებს გაცივებას და დადგება ბირთვული ზამთარი .  პირველი ბირთვული ზამთრის ბოლოს  მთელს დედამიწაზე, თავის ეკვატორთან ერთად ტემპერატურა -50გრადუსამდე დაეცემა,  ხოლო მეორე ზამთრისთვის -80 გრადუსამდე დაიწევს.  ოკეანეში წყალი  -20 გრადუსამდე გაიყინება  და სქელი ყინულის ფენით დაიფარება.  ხმელეთის, წყალხმელეთა და ხმელეთის მცენარეები პირველსავე ბირთვულ ზამთარს დაიღუპება. ხოლო ოკეანის ცხოველები და მცენარეები მეორე ბირთვულ ზამთარს.  დედამიწაზე დაისადგურებს  შიმშილი.

ადამიანები რომლებიც გადაურჩებიან ბირთვულ აფეთქებას  პირველივე დღიდან  რადიაციის  ზემოქმედებისგად დაიტანჯებიან. სტიქიური მოვლენები გადაიტანენ რადიაციას დედამიწის ნებისმიერ წერტილში. პირველ  ბირთვულ ზამთარს ცხოველებიდან  გადაიტანენ  მხოლოდ  ტარაკნები, ვირთვები. მეორე ბირთვული ზამთრის შემდეგ შვიდი მილიარდი მოსახლეობიდან გადარჩება მხოლოდ მოსახლეობის 0.1-0.2 % .ხოლო ბირთვული ზამთარი გაგრძელდება 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

2. რა არის  ბირთვული კლუბი და მასში შემავალი ქვეყნები?

ოფიციალური მონაცემებით,  დღევანდელ დღეს ბირთვული იარაღი გააჩნია 9 ქვეყანას რომლებიც შედიან ბირთვულ კლუბში. ესენია:

1. აშშ(1945 წლიდან) -7315 ერთეული(ტაქტიკური ბირთვული იარაღის გარეშე, რომელის შეფასებაც სიძნელეს წარმოადგენს)

2.რუსეთი(სსრკ-ს სამართალმემკვიდრე,1949წ.)-8000 ერთეული (ტაქტიკური ბირთვული იარაღის გარეშე)

3.დიდი ბრიტანეთი(1953წ-დან)   225 ერთრეული

4.საფრანგეთი(1960წ-დან)  300 ერთეული

5. ჩინეთი(1964წ-დან)  283 ერთეული

6.ინდოეთი(1974წ-დან)  110 ერთეული

7.პაკისტანი(1998წ-დან)  120 ერტეული

8.კსდრ(2006წ-დან)100 ერთეული

9.ისრაელი(?) 200 ერთეული (ეს ციფრი სავარაუდოა რადგან ისრაელი მკაცრად ასაიდუმლოებს თავის ბირთვულ პოტენციალს)

 ასევე ირანი(ეჭვი არსებობს რომ აქვს)

ამის გარდა ნატოს სამხედრო ბლოკში შემავალი   რამდენიემე სახელმწიფო გერმანია, იტალია,თურქეთი, ჰოლანდია,ბელგია,კანადა, იაპონია და სამხრეთ კორეა სადაც განლაგებულია ამერიკული ბირთვული იარაღი.

1994 წელს ყაზახეთმა და 1996 წელს უკრაინამ და ბელორუსიამ  რომელთა ტეროტორიაზე სადაც განლგებული იყო საბჭოთა კავშირის ბირთვული  არსენალის ნაწილი , ლისაბონის პროტოკოლის  ფარგლებში უარი თქვეს საკუთარი არსენალის ქონაზე რუსეთის სასარგებლოდ. ასევე ამავე პროტოკოლის ფარგლებში თავის ბირთვულ არსენალზე უარი თქვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამაც აპარტეიდის რაჟიმის დემონტაჟის შემდეგ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მხოლოდ  აშშ-ს, რუსეთს,დიდი ბრიტანეთს , საფრანგეთს და ჩინეთს აქვთ ამ კლუბის „ლეგიტიმური“ წევრის სტატუსი  და საერთაშორისო -საკანონდებლო დონეზე „ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება „  აქვთ დადებული.

3. შესაძლებელია თუ არა დაიწყოს  ბირთვული ომი?

ამ კითხვას პასუხი რომ გაეცეს, ჯერ უნდა გავიგოთ თუ   რა პირობებში გამოიყენებენ ქვეყნები ბირთვულ იარაღს . რადგან ბირთვუული იარაღის გამოყება მსოფლიო ისტორიაში მოხდა მხოლოდ ერთხელ და ისიც 70 წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ , უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი გამოყენების ზღვარი ძალიან დიდია. რადგან  ბირთვულ ომს შეუძლია მსოფლიო  კატასტროპამდე მიიყვანოს, არამარტო მისი გამოყენება  იქცა ფაქტობრივად „ტაბუირებულად“ ,არამედ  ბირთვული იარაღის გამოყენების დაშინებაც ასევე  „ტაბუდადებულად“ ითვლება. მაგალითად , რუსეთის სამხედრო დოქტრინის მიხედვით,რუსერთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მასზე და მის მოკავშირეებზე განხორციელდება ბირთვული და სხვა მასიური განადგურების იარაღის -ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური- ან რუსეთზე ჩვეულებრივი შეიარაღებით თავდასხმის დროს , როდესაც საფრთხის ქვეშ დადგება თვითონ სახელმწიფოს არსებობა. დანარჩენი  ბირთვული  სახელმწიფოებიც ანალოგიური მიდგომებით საზღვრავენ.

იმის მაგალითი  რომ ბირთვული იარაღი, ბირთვულმა სახელმწიფოებმა  შეიარაღებული კონფლიქტის დროს არ გამოიყენეს ისტორიაში მრავალია. მაგალითად  ამერიკა -ვიეტნამის ომი1965-73 წლებში,  ჩინეთ- ვიეტნამის ომი 1972 წელს, იომ- ქიფურის ომის  დროს ისრაელსა და არაბებს შორის იყო საშიშროება რომ ისრაელი იხმარდა  ბირთვულ იარაღს მაგრამ წარმატებებმა ბრძოლის ველზე ისრაელს ამის აუცილებლობა დროის წესრიგიდან მოახსნევინა. რაც შეეხება ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ფართომაშტაბიანი ომს  ეს მსოფლიო ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. ძირითადად ბირთვული იარაღის შემაკავებელი ეფექტის გამო.

აქედან გამომდინარე ,შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა რომ დაგეგმილი ბირთვული ომის ალბათობა,  დღევანდელი მონაცემებით და მსოფლიო გამოცდილებით დიდი არ არის.

მაგრამ ყველაფრის ამის გათვალისწინებითაც არ უნდა გამოვრიცხოთ არაგეგმიური დაძაბულობა ორ ბირთვულ სახელმწიფოსა შორის და როგორც უილიამ პერიმ გააფრთხილა ერთმა უაზროდ გადადგმულმა ნაბიჯმა ,ერთმა შეცდომამაც შეიძლებას გლობალური ომის წინაშე დაგვაყენოს , როგოც ეს იყო კარიბის კრიზისის დროს  და ასევე  1983 წელს, როდესაც საბჭოთა წინასწარ გაფრთხილების  სისტემამ მისცა არასწორი  ინფორმაცია.მაგრამ  ამ შემთხვევების  თავიდან ასაცილებლადაც არსებობს სპეციალური პირდაპირი კავშირის ხაზი (მაგ.ამერიკა- რუსეთი, ინდოეთი -პაკისტანი). ასევე დიდი ბირთვული სახელმწიფოები აცხადებენ რომ მათი ბირთვული იარაღი დამიზნებულია დაუსახლებელ ტერიტორიებისკენ რაც თავისთავად ამცირებს შემთხვევითობით გამოწვეულ რისკს.

მაგრამ როდესაც არსებობს ქვეყნები რომლებსაც შეიარაღებაში  ბირთვული იარაღი აქვთ, მისი როდესღაც ამოქმედების  ალბათობის რაღაც პროცენტი, გინდაც მინიმალური, მაინც არსებობს.

საბოლოოდ მგონია რომ თანამედროვე მსოფლიოში ბირთვული ომის საფრთხე  მინიმალურია და ასევე არსებობს მისი გამოყენების შიშით,  გამოწვეული შემაკავებელი,  დადებითი ეფექტიც.

                 ვიქტორ ცაავა 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here