Home რუბრიკები ბლოგი როგორ ეხმარება „ფეიკური“ ახალი ამბები ერდოღანის პროპაგანდას

როგორ ეხმარება „ფეიკური“ ახალი ამბები ერდოღანის პროპაგანდას

565

პორტალი AL-Monitor- ი მუსტაფა აკიოლას ყურადსაღებ მასალას აქვეყნებს, რომელშიც ასახულია როგორ აწარმოებს პროპაგანდას თურქეთი. გაგაცნობთ სტატიის თარგმანს.

თურქეთის პროსახელისუფლებო გამოცემებიდან ერთ-ერთმა, Daily Aksamმა, 18 იანვარს გამოაქვეყნა შემდეგნაირად  დასათაურებული უცნაური სტატია: „ ამერიკამ არ აპატია თავის აკადემიკოსებს“.

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ამერიკული უნივერსიტეტების 75 მეცნიერი, რომლებიც 11 სექტემბრის მოვლენების ალტერნატიულ ვერსიებს გამოთქვამდნენ, თითქოსდა დააპატიმრეს, სენატის მოთხოვნით, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ (ФБР). ფოტოზე, რომელიც სტატიაში იყო გამოქვეყნებული, გამოსახულია ბორკილებდადებული ინტელექტუალი, კორნელ უესტი,  ორი პოლიციელის გარემოცვაში.

მომავალში, ეს ისტორია ტირაჟირებული იყო სხვა პროსახელისუფლებო გამოცემებში. პორტალი Daily Sabah ამ ისტორიის შელამაზებასაც შეეცადა, სტატიაში დაამატეს სიუჟეტი: თუ როგორ მოიწონა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აკადემიკოსების დაპატიმრების იდეა, სენატში, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დისკუსიის მიმდინარეობისას.

შეგახსენებთ, მანამდე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოთქვამდა, თურქეთის ხელისუფლების მიმართ, რომელიც  ქურთების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის წინააღმდეგ განწყობილი მეცნიერებს დევნას აწარმოებდა.

ეს ისტორია ძალიან  თავხედურად იყო შეთხზული, რა თქმა უნდა ზოგ ამერიკელ მეცნიერ-აკადემიკოსს, რომელიც 11 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ჭეშმარიტების დადგენას ცდილობდა, სამსახურში, ამასთან დაკავშირებით გაუჩნდა პრობლემები, მაგრამ გამოძიების ფედერალური ბიუროს მხრიდან არანაირ დაჭერებს ადგილი არ ჰქონია და სენატის კენჭისყრა, ამ საკითხთან დაკავშირებით, არ ჩატარებულა. კორნელ უესტის ფოტო კი დაკავშირებულია საპროტესტო ტალღასთან, რომელიც ქალაქ ფერგიუსონს დაატყდა თავს 2014 წლის ოქტომბერში.

რას მიგვანიშნებს თურქეთის პროსახელისუფლებო მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ეს ფეიკური ისტორია? რა გვამცნობს ის სიტუაციაზე მთლიანად ქვეყანაში?

კონტექსტი, რომელშიც ეს ისტორია გაჩნდა, ყველასათვის ნათელია. მთელი მსოფლიო განიხილავდა პეტიციას სახელწოდებით: „არ გვინდა გავხდეთ გავხდებით ამ დანაშაულის თანამონაწილენი“, რომელსაც ხელი მოაწერა 1200-მა აკადემიკოსმა, ცნობილ ფილოსოფოს ნოამ ჩომსკის ჩათვლით.

პეტიციის ტექსტი, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის მიმდინარეობისას, თურქეთის ხელისუფლებას მხრიდან, ადამიანის უფლებების  მრავალგზის დარღვევაში ადანაშაულებს, შეიძლება გავაკრიტიკოთ იმ მიზეზით, რომ მასში ყურადღება არაა გამახვილებული საკითხის მეორე მხარეზე-ქურთისტანის მუშათა პარტიაის მოქმედებებზე. მაგრამ პრეზიდენტი ერდოღანი პეტიციაზე ხელისმომწერების დემონიზირებას შეუდგა და აიძულა შესაბამისი ორგანოები, აკადემიკოსების სისხლისსამართლებრივი  დევნა დაეწყოთ.

პროკურორებმა დაადანაშაულეს აკადემიკოსები ტერორიზმის პროპაგანდაში, ზოგიერთი მათგანი  დააკავეს კიდეც. პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა  მეცნიერების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყეს, რომლებიც „ტერორისტებად“ და „მოღალატეებად“ შერაცხეს.

აღნიშნული „დაშინების ტალღა“ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს თურქეთის ლიბერალურმა საზოგადოებამ, ევროკავშირმა და აშშ-ის მთავრობამ.

სტატია, გამოცემა  Daily Aksam-ში,წარმოადგენდა საპასუხო რეაქციას ამ კრიტიკაზე. მორალი ამ ისტორიისა შემდეგშია: ნუ დაუჯერებთ ამ დასავლელ ფარისევლებს, რომლებიც ჩვენ გვადანაშაულებენ მოღალატეებთან ურთიერთდაპირისპირებაში;  სინამდვილეში კი ისინი, თავად, ჩვენზე ბევრად მეტად აგრესიულად ექცევიან საკუთარ მოღალატეებს.

 ეს ნარატივი არ წარმოადგენს წუთიერ და წარმავალ თემას, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის  პროპაგანდაში. თავისი არსით, ის დომინირებული გახდა. ერდოღანი, ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისში, ოპოზიციური ჟურნალისტების მიმართ მის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით  კრიტიკას ასე პასუხობდა:

„არც ევროპას, არც ერთ სხვა ქვეყანას, არა აქვთ  პრესის მეტი თავისუფლება, რაც აქვს თურქეთს. ამ ქვეყნებში არა აქვთ უფლება შეუტიონ პრეზიდენტისა თუ პრემიერ-მინისტრის პიროვნებებს.“

კონსტანტინე ჩიკვილაძე

1 COMMENT

  1. თურქეთი არის ჩვენი ისტორიული და იყო არის და იქნება ქართველების დაუძინებელი
    მტერი. ფრთხილად ქართველებო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here