Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი: კრიზი$ი – როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი: კრიზი$ი – როგორ კეთდება?

818

(გაგრძელება)
სამიზნედ საინვესტიციო ბანკი Knickerbocker Trust-ი აირჩიეს. ეს ბაზარზე მესამე მოთამაშე იყო. მისი სერიოზული პრობლემების შესახებ უეცრად გაჩენილმა ჭორებმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მეანაბრეები ფულის გასატანად დაიძრნენ. Knickerbocker Trust-ის ხელმძღვანელობამ იმხანად წამყვან ბანკირს – ჯონ პირპონტ მორგანს (ჯეი პი) მიმართა, მაგრამ მან დახმარებაზე უარი განაცხადა, მუხედავად იმისა, რომ უბედურებაში ჩავარდნილი ბანკის მფლობელთან მეგობრობდა. ამან პანიკა გამოიწვია, რომლის პიკი 1907 წლის 22 დეკემბერს იყო. ბანკის გახსნიდან და შუადღემდე ინვესტორებმა დაახლოებით 8 მილიონი დოლარი გაიტანეს, რაც დღევანდელ 50 მილიონ დოლარს უდრის. შუადღეს Knickerbocker Trust დაიხურა და ფულის გაცემა შეაჩერა. თავიანთი სახსრების გადასარჩენად მივარდნენ სხვა ფინანსური ორგანიზაციების ინვესტორები. 23 ოქტომბერს დაიწყო პანიკა Trust Co­mpany of America-ში, ქვეყნის სიდიდით მეორე ტრესტში: დღე-ღამეში 60 მილიონი დოლარის აქტივებიდან 13 მილიონი გაიცა. 1907 წლის 24 ოქტომბერს კრიზისი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას გადაედო. ბანკები, საბროკერო ოფისები და ტრესტები (არა მხოლოდ ნიუ-იორკში, არამედ მთელ ქვეყანაში) ერთმანეთის მიყოლებით კოტრდებოდა და იხურებოდა. ამ დღეს 7 ბანკი გაკოტრდა.

და ამ დროს მხსნელად სცენაზე გამოჩნდა… ჯეი პი მორგანი. სწორედ მან, კრიზისის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა, “იხსნა” ამერიკის ეკონომიკა. მორგანმა უარი თქვა პრობლემის მოგვარებაზე საწყის ეტაპზე, მისცა მას გამწვავების საშუალება, ხოლო შემდეგ მის სწრაფ ლიკვიდაციას შეუდგა. სხვა ბანკირებთან ერთად მორგანმა 25 მილიონი დოლარი ჩადო ამერიკის საფინანსო ბაზარში, რამაც სიტუაცია დაასტაბილურა.

მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ ყველა ფინანსური კრიზისი ფულის არარსებობაა. მოდის ფული _ კრიზისი მთავრდება.

ხანძრის ჩაქრობა ყველაზე მეტად იმას უადვილდება, ვინც იგი გააჩინა. ნივთს ბნელ ოთახში ყველაზე ადვილად ის იპოვის, ვინც დამალა.

ბანკებმა სერტიფიკატების _ “ფულის შემცველელების” _ გამოშვება დაიწყეს, რათა ფულის მასა გაეზარდათ. თვითონ მორგანი იძლეოდა გარანტიას ქალაქ ნიუ იორკში ობლიგაციების განთავსებაზე და ამით გადაარჩინა იგი გაკოტრებას. ჯონ პირპონტის ავტორიტეტი ძალიან დიდი იყო, “საყოველთაოდ ცნობილია, რომ მისი სიტყვა ყველანაირ ქაღალდზე სანდოა”.

“სამშობლოს მხსნელი” ჯეი პი საკუთარი “არსობის პურსაც” არ ივიწყებდა. დაღუპვისგან ხსნის მიზეზით მან შეიძინა სარკინიგზო კომპანია Tennessee Coal, Iron and Railroad (TCI)-ი, რომლის მოახლოებულ გაკოტრებას შეეძლო მისი აქციების მქონე ბევრი საბროკერო კომპანიის გაკოტრება გამოეწვია. და, თუმცა პრეზიდენტი რუზველტი მონოპოლიების შექმნის წინააღმდეგი იყო, ამ შთანთქმაზე მან თვალი დახუჭა.

1907 წლის პანიკამ ეკონომიკური მაჩვენებლების დაცემა გამოიწვია. აქციების ბაზარი 37%-ით დაეცა; 25 ბანკი და 17 ტრესტი გაკოტრდა; ნედლეულის ფასი 21%-ით დაეცა; წარმოება წელიწადში 11%-ით შემცირდა, ხოლო უმუშევრობა 2,8%-დან 8%-მდე გაიზარდა. ბევრმა სტრუქტურამ განიცადა დანაკარგი. მორგანი კი კრიზისიდან მოგებით გამოვიდა: რაკი წინასწარ იცოდა მომავალი ჩამოშლის შესახებ, რომელიც თვითონ მოაწყო, მან ძვირად გაყიდა აქციები და შემდეგ იაფად შეიძინა საჭირო კომპანიების აქციები, რომლებიც აკლდა. მოგებულიც დარჩა. მაგრამ ბანკირის მთავარი მოგება საზოგადოებრივი ნდობის კაპიტალი იყო. ყველა დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ მორგანის ჩარევის შედეგად არ იქცა კრიზისი სრულმასშტაბიანად. 1908 წლის ივნისში ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ იწევს. პრინსტონის უნივერსიტეტში “გმირ” ბანკირს აშშ-ის უკვე ახალი პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი ადიდებს: “ჩვენს შეგვეძლო, აგვეცილებინა ყველა პრობლემა, თუ შევქმნიდით ჯეი პი მორგანის მსგავსი ექვსი-შვიდი სახელმწიფო მოხელისგან შემდგარ სპეციალურ კომიტეტს ჩვენი ქვეყნის პრობლემების გადასაჭრელად”.

სიტყვას საქმე მოჰყვა. იმისთვის, რომ გარკვეულიყვნენ უეცრად გაჩენილი კრიზისის მიზეზებში, შეიქმნა ეროვნული ფულადი კომისია (National Monetary Commission). მას დაევალა საბანკო სისტემაში არსებული მდგომარეობის შესწავლა და კონგრესისთვის რეკომენდაციების შემუშავება. რა თქმა უნდა, ძირითადად, კომისია “მხსნელი” მორგანის მეგობრებითა და კოლეგებით იყო დაკომპლექტებული. თავმჯდომარედ სენატორი ნელსონ ოლდრიჩი აირჩიეს. კომისია საქმიანობას შეუდგა. იოლი მისახვედრია, რომ მისი საქმიანობის ძირითადი შედეგი ფინანსური სისტემის მარეგულირებელი სტრუქტურის შექმნის აუცილებლობის “გაცნობიერება” და კრიზისების გამორიცხვა გახდა. შემდეგ შედგა ბანკირთა საიდუმლო შეხვედრა კუნძულ ჯეკილზე, სადაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დადგა ფსს-ის შექმნის მომენტი.

ფედერალური სარეზერვო სისტემა წარმოადგინეს, როგორც ყველა ფინანსური უბედურების პანაცეა. ახალი ორგანო მხოლოდ იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ აკონტროლოს კომერციული ბანკები, თვალყური ადევნოს, რომ ისინი ბირჟაზე თამაშს არ შეყვნენ. მაკონტროლებელი ორგანო უნდა იყოს დამოუკიდებელი

1913 წლის დეკემბერში ნელსონ ოლდრიჩის მიერ ლობირებული კანონპროექტი ფედერალური სარეზერვო სისტემის შესახებ ამერიკული სენატის წევრების წინაშე აღმოჩნდა. იმ კენჭისყრის დამღლელ დეტალებს არ ჩავუღრმავდები, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ერთმა ადამიანმა არ მისცა მას ხმა. “საშინელი” გვარის მქონე სენატორმა გილბერტ მ. ჰიჩკოკმა, რომელიც ფინანსური რეგულატორის შექმნის აუცილებლობას დაეთანხმა, უეცრად შემოიტანა წინადადება კანონში შესწორებების შეტანის შესახებ. იგი სთავაზობდა, შეექმნათ ფედერალური სარეზერვო სისტემა არა როგორც კერძო, არამედ როგორც სახელმწიფო მონოპოლია. ფულის მიმოქცევაში ჩაშვების უფლება კვლავ ფინანსთა სამინისტროს ექნებოდა, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო ჰიჩკოკის შესწორებები არ დაკმაყოფილდა და კანონპროექტი სასწრაფოდ მიიღეს. აშშ-ის პრეზიდენტმა მას იმავე 1913 წელს მოაწერა ხელი, ზუსტად რომ ვთქვათ, წლის ბოლომდე დარჩენილ ერთ კვირაში.

საშობაო ინდაურებთან და მორთულ ნაძვის ხეებთან მიმავალმა სენატორებმა ფინანსური ჭეშმარიტებების შესწავლაზე დიდად თავი არ შეიწუხეს. ისინი კი, ვისაც ესმოდა, როგორ ცვლილებას გამოიწვევდა აქტი ფედერალური რეზერვის შესახებ მსოფლიოს ისტორიაში, არწმუნებდნენ კოლეგებს მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში, ბანკირები კი საერთოდ აღფრთოვანებულები იყვნენ.

“მთლიანობაში, ეს მშვენიერი კანონპროექტია და იგი ბევრს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო საქმე და ფულადი მიმოქცევა გაამყაროს”, – თქვა ედმუნდ დ. გილბერტმა, Merchants Loan and Trust Company-ის ვიცეპრეზიდენტმა.

იგი “მიგვიყვანს ელასტიკურ ფულად მიმოქცევასთან, რომელიც აგვაცილებს ამგვარ პანიკებს”, – უმტკიცებდა კოლეგას ვ. მ. გაბლისტონი, რიჩმონდის პირველი ეროვნული ბანკის თავმჯდომარე.

“ფინანსური კანონის შემოღება დადებითად იმოქმედებს სახელმწიფოზე და ასევე დაეხმარება ვაჭრობას. როგორც ჩანს, იწყება საყოველთაო ეკონომიკური აღორძინების ეპოქა,” – ოპტიმიზმით საუბრობდა ოლივერ ჯ. სენდზი, ამერიკული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

გახსოვთ ხრუშჩოვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ 1980 წელს საბჭოთა ხალხი კომუნიზმში იცხოვრებს? ლამაზად ისმოდა, მაგრამ რეალურად სსრკში არავინ აპირებდა ნამდვილი კომუნიზმის აშენებას. ასევე, როდესაც ფსს-ს შექმნას ხოტბას ასხამდნენ ბანკირები, რეალობასთან კავშირი არ ჰქონდა. ფედერალური სარეზერვო სისტემა იქმნებოდა არა მომავალ ფინანსურ კრიზისებთან საბრძოლველად, არამედ პირიქით _ საჭირო მომენტში მათი ორგანიზებისთვის. ოდესღაც ამერიკა ეევროპელებმა დაიპყრეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ჭედური აბჯრის წყალობით, რომლებსაც ვერ აზიანებდა ინდიელთა შუბები და ისრები. ანალოგიურად, მეოცე საუკუნის დასაწყისში ბანკირებმა მიიღეს ინსტრუმენტი, რომელის დახმარებითაც მათ შეეძლოთ, ჩამოეყალიბებინათ მმართველობა ამ კურთხეულ მიწაზე. როგორც კი დაეპატრონენ კონტროლს დოლარის გამოშვებაზე, ფედერალური სარეზერვოსაბეჭდი მანქანისსაიდუმლო მფლობელებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, მოეყვანათ და შეეცვალათ პრეზიდენტები და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის სრული მანიპულაცია განეხორციელებინათ

რაიმის დამალვის საუკეთესო საშუალება მისი გამოსაჩენ ადგილზე დადებაა. ფსს-ის შესახებ სრული ინფორმაცია ყველასთვის ხელმისწავდომი იყო. არ იყო საჭირო “კონსპიროლოგიური” მასალები _ ქსელში არის ფედერალური სარეზერვო სისტემის ოფიციალური საიტი, უნდა ეწვიოთ, იქ ინგლისურად თეთრზე შავით წერია www. federal­rese­rve.gov.

ადვილია ფსს-ის სასწავლო რესურსის პოვნაც: www.­fede­ralreserve-edu­cation.org.

შედით იქ, იპოვეთ მარცხენა მხარეს ბმული History, დაჭირეთ და დაინახავთ “კერძო კომპანიის” შექმნის ისტორიაა და მისი გმირების პორტრეტებსაც კი: ჯეი პი მორგანისა და ნელსონ ოლდრიჩის. შემდეგ დააწექით ღილაკს Structure, თქვენ შემოგთავაზებენ, გააკეთოთ Structure Tour, ანუ პატარა ვირტუალური მოგზაურობა ფედერალურ რეზერვში. ხმა დინამიკიდან, დუბლირებადი წარწერები, დიქტორთა ჰოლივუდის ფანტასტიკური ფილმებიდან შემახსენებელი ხმები დაიწყებენ ამბის მოყოლას. ნახეთ, მოუსმინეთ. ფსს-ის არსებობა რთულად დასაჯერებელია. რთული წარმოსადგენია, რომ სამყარო ასეა მოწყობილი, მაგრამ ეს ფაქტია. უბრალოდ, უნდა იცოდეთ კითხვა, დანახვა და გაანალიზება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ექსკურსიის მეორე ფრაზა: The FED is mixture of public and private elements (ფსს არის საზოგადოებრივი და კერძო ელემენტების ნაზავი).

თვით ფედერალური რეზერვიც კი არ ამბობს იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურაა. რა თქმა უნდა, მისი ჭეშმარიტი არსი არ იმალება. “ნაზავიდა _ მორჩა. ხოლო როგორია ამ ნაზავშიკერძოსადასახელმწიფოსპროცენტები, არსად წერია

ყველაფერი ბანალური და მარტივია, მიუხედავად ჩახლართული სისტემისა. ფედერალური რეზერვის შექმნამდე დიდი ხნით ადრე ანტიკური პოეტი ვირგილიუსი ამბობდა: “რას არ გააკეთებინებს ხალხის ხარბ სულებს, ოქროს წყურვილო”. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

ახლა კი სხვა რამეზე გადავერთოთ. რთულია ჩვენი პლანეტის მაღალ მატერიებსა და ფინანსურ მწვერვალებზე საუბარი. ისინი შორეულია, ნაკლებად გასაგებია და ძალიან გვაგონებს იაფფასიან დეტექტივს. არის მარტივი, გასაგები და ყველასთვის ცნობილი რაღაცებიც, ისეთი, როგორც მწვანე “ამერიკული” დოლარი. ამ თავის დასაწყისში იგი ყურადღებით დავათვალიერეთ და დავრწმუნდით რომ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. აშშ-ის დოლარი არ ეკუთვნის აშშ-ს, მაგრამ ამით საოცრებები არ მთავრდება. ახლა ამაში თქვენც დარწმუნდებით.

რა თანხის დოლარის კუპიურები იცით?

ჩვეულებრივ ამბობენ: 1, 5, 10, 20, 50, 100.

ყველაფერი სწორია. საქმეში უფრო ჩახედული მომხმარებლები ამატებენ იშვიათ ორდოლარიან კუპიურას. იგი ნუმიზმატურ იშვიათობად ითვლება და, მცოდნე ადამიანის ხელში ჩავარდნისას, მიმოქცევიდან იკარგება.

კიდევ როგორი დოლარის კუპიურები იცით?

ამ კითხვაზე ძალიან ცოტა ახერხებს პასუხის გაცემას. არის ბანკნოტები, რომელთა არსებობის შესახებაც უმრავლესობამ თურმე არაფერი იცის. ესაა 500, 1000, 5000, 10 000 და 100 000-ანი კუპიურები. მათ შესახებ არავინ არაფერი იცის ძალიან მარტივი მიზეზის გამო: მათი გატანა აშშდან ქვეყნის სავალუტო კანონმდებლობით იკრძალება. 100 000 დოლარის ღირებულების ბანკნოტები (1934 წლის გამოშვების ოქროს სერტიფიკატი) არასოდეს ყოფილა ჩვეულებრივ მიმოქცევაში და მათ იყენებდნენ მხოლოდ ფედერალურ სარეზერვო ბანკებს შორის ანგარიშსწორებისთვის. მხოლოდ ერთეულებს უნახავთ იგი.

და იცით რა, უფრო სწორად, ვინაა გამოსახული დოლარის ყველაზე მსხვილ ბანკნოტზე? ვისი პორტრეტია 100 000 დოლარიან კუპიურაზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული არ იქნება, თუ გაიხსენებთ, რომ შეერთებული შტატების ფულს სახელმწიფო არ ბეჭდავს. ფედერალურ სარეზერვო სისტემას თავისი გმირები, ფასეულობათა შკალა, თავისი “საყვარელი ხალხი” ჰყავს ამერიკის ისტორიის “უღრან ტყეში”.

ასი ათასი დოლარის ღირებულების ბანკნოტზე, რომელიც უმაღლეს ნომინალს წარმოადგენს, აშშის 28- პრეზიდენტი ვუდრო ვილსონია გამოსახული. აშშ-ის სწორედ ის პრეზიდენტი, რომელმაც ფედრეზერვის აქტს მოაწერა ხელი და შექმნა ფსს. ფედერალური სარეზერვო “საბეჭდი მანქანის” აზრით, სწორედ ისაა ამერიკის ისტორიის უდიდესი მოღვაწე. განა მხოლოდ ამერიკის! რადგან ვუდრო ვილსონი გამოსახულია ბანკნოტზე, რომელსაც ისტორიაში ყველაზე დიდი ფასი აქვს, იგი ყველა დროისა და ხალხის “ყველაზე ადამიანური ადამიანია”.

აი, ასე – დაიწყებ “საგვარეულო” პორტრეტების შესწავლას და ძალიან საინტერესო აღმოჩენებს გააკეთებ…

გაგრძელება იქნება

1 COMMENT

  1. გამოდის ფული ეშმაკისაა, მამონია, ამერიკას ეშმაკები დაეპატრონნენ და ახლა მსოფლიოს
    იპყრობენ. ამიტომ ებრძვიან ზნეობის ციტადელს-მართლმადიდებლობას. პირველი მტე-
    რი კი რუსეთი იმიტომ არის, რომ უზარმაზარი რესურსების პატრონია, მას კი ფარატინა ქაღალდებით ანუ ეშმაკი ებრძვის. ნუ გიხარიათ ხალხო ეშმაკის გამარჯვება. გონს მოეგეთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here