Home რუბრიკები საზოგადოება ტყემლიანი ბარკალი ელისოს, ანუ ბიძინასთან საიდუმლო შეკრების დეტალები

ტყემლიანი ბარკალი ელისოს, ანუ ბიძინასთან საიდუმლო შეკრების დეტალები

ექსკლუზიური ინფორმაციით, საგურამოში უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. უამრავი სავარაუდო ვერსია გავრცელდა, თუ რატომ დაიბარა ყოფილმა პრემიერმა მისი მოწაფეები. ჩვენმა წყაროს პირას ჩასაფრებულმა ჩიტმა ინფორმაცია სტენოგრაფიული სიზუსტით მოგვაწოდა.

მაშ ასე, რა მოხდა იმ დღეს?

საღამოა. 19 საათი. ეკა ბესელია ტელეფონზე მიიღო შეტყობინება ტექსტით: ბნ ბძ გიბარებთ (ანუ ბატონი ბიძინა გიბარებთ).

ეკა სასწრაფოდ რეკავს მანანასთან და ავალებს, თანაგუნდელები საქმის კურსში ჩააყენოს. ამასთანავე, იცვამს სასწრაფოდ და გარბის სალონში თმისა და ფრჩხილების მოსაწესრიგებლად.

19:15. ეკა, ფაქტობრივად, მზად არის და სიტუაციის გადასამოწმებლად ურეკავს მანანას.

მანანა ამ დროს თაფლის აბაზანებს იღებს, თან მღერის ძველ ფრანგულ სიმღერას.

იწყება სატელეფონო დიალოგი:

ეკა: _ მანჩო!

მანანა: _ ხო, ჯიგარო, რას შვები, აბა?

ეკა: _ მიიღე მესიჯი?

მანანა: _ კი, თერაპიაზე ვარ და მალე გამოვალ.

ეკა: _ ოკ, კავშირამდე.

ეკა ამდროს სტარბაქსის ჭიქიდან ყავას წრუპავს და თან “ფეისბუქზე” ამოწმებს ინფორმაციას.

მანანა სწრაფი მოძრაობით იცვამს შუბას, იკეთებს კოლიეს და ურეკავს მძღოლს.

19:45. კოხტად გამოწყობილი მანანა რეკავს გუგულისთან.

გუგული ფამილარული ტონით პასუხობს: _ ხო, მანი!

მანანა: _ აბა, ჯიგარო, რა ხდება მზად ხარ?

გუგული: _ კი ჩემმა მზემ, ეხლა დავურეკე მძღოლს და წამი წამზე აქ იქნება.

მანანა: _ ოკ.

20:00. საპარლამენტო უმრავლესობა სრულ მზადყოფნაშია, საერთო შეკრების ადგილად მშვიდობის ხიდი დასახელდა, როგორც ცნობილია, სწორედ იქ ჩამოდგა ოცნების კორპორატიული ავტობუსი, რომელმაც დეპუტატები საგურამოში გააქცია.

ამ დროს ეკას, გუგულისა და მანანას შორის ტრიალოგი იმართება.

მანანა: _ გოგო, ცოტა ვნერვიულობ, ხო იცი.

ეკა: _ კაი, არ ვიმჩნევთ, მანო. ხო იცი, რამდენი ბოზი გვყავს შემოგზავნილი, დარწმუნებული ვარ, ელოს ჩიტი აქ სადმე იჯდება.

მანანა: _ ჰო, მართალი ხარ (და ხალხის დასანახავად ხმამაღლა გადაიკისკისა, შესანიღბავად).

და აი, “ოცნების” ავტობუსი პიპინ-პიპინით შეგრიალდა საგურამოს აგარაკის ეზოში.

ბიძინა ივანიშვილიც იქვე მოუთმენლად ელოდა სტუმრებს.

უცნაური და მოულოდნელია, მაგრამ სუფრის თამადად ბიძინა ივანიშვილი აურჩევიათ.

შეზარხოშებულ ბიძინას ეკა გამოუწვევია ტანგოს საცეკვაოდ და ყურში ჩაუჩურჩულებია, შენ მაგაზე არ იდარდოო, და ჯიბეში კონვერტი ჩაუდვია, თან უთქვამს, სანამ შინ არ მიხვალ, არ გახსნაო.

ეკაც ღიმილ-ღიმილით მიბრუნებულა სუფრასთან და ცოტათი დამშვიდებულს მესიჯი მიუწერია გუგულისთვის და მანანასთვის, ქალების ტუალეტთან დამელოდეთ, საქმე მაქვსო.

სად იყო და სად არა, იქვე ყოფილა კამუფლიაჟში ჩაცმული ელისო კილაძეც, რომელიც ყვავილის დეკორაციაში გახვეულა და სტუმრების ნადიმს მშვიდად იწერდა, თანაც, ცინიკური ტონით გულში ამბობდა, ამ კვირაშიც კარგად გავყიდი გაზეთს და ვალებსაც გავისტუმრებო.

22:45. ეკა, მანანა და გუგული ქალების ტუალეტთან შეიკრიბნენ. როგორც ჩანს, ეკამ ვერ მოითმინა და გადაწყვიტა, ბიძინას კონვერტი დროზე ადრე გაეხსნა და განცდები დაქალებისთვის გაეზიარებინა.

აბა, გოგონებო, ერთი, ორი და სამი, ვხსნით. გახსნეს კონვერტი და მოულოდნელად ბიძინას ხმა ჩაესმა: “მე ხომ გითხარი, სახლში მისვლამდე არ გახსნა-მეთქი!”, თქვენ დაარღვიეთ ჩემი ცნება და ამიტომაც მომავალ საპარლამენტო სიაში აღარ იქნებით არც ერთი!

ამ ამბის გაგონებაზე ელისო კილაძეს ემოციები ვერ შეუკავებია და ხმამაღლა აღმოხდენიაიეეეს!”, ეკა, მანანა და გუგული ჟურნალისტის დასაჭერად გაემართნენ.

ბევრი კი ურბენია ელისოს და გადაღლილი იქვე წიწვნარს შეფარებია.

მართალია, მანანას, ეკასა და გუგულის ამ ეტაპზე ხელიდან დაუსხლტათ ელისო, მაგრამ, როგორც წყარო ამბობს, ქალბატონები მას თურმე ძალიან ემტერებიან და იმუქრებიან, მაგის სისხლს დავლევთო.

დაქანცულები შენობაში შებრუნებულან და ბიძინას მაგიდას მისხდომიან. ბესელიას საწყალი ქალის მზერა მიუღია და ერთი შანსის მიცემაც უთხოვია, მე ვიყო ხათუნა გოგორიშვილი, თუ კონვერტი სახლში მისვლამდე გავხსნაო.

ყოფილ პრემიერს უთქვამს, შენი ბედი, რომ კარგ ხასიათზე ვარ და ერთ შანსს კიდევ მოგცემო. აჰა, კონვერტი და სახლში მისვლამდე აღარ გახსნაო.

ახლა კი გადადით იქით მაგიდაზე, ხო ხედავთ, აქ რომ გხედავენ, ყველას ჩემთან უნდა მოსვლა და ეგრე აღარ გამოვა ეგ ამბავიო, და საწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას.

00:02. სუფრა დასასრულისკენ წასულა და სტუმრებიც ჰარიჰარალოს შეძახილით გამოსულან გარეთ.

გახარებულ ეკას მშიერი ელისოსთვის ტყემალში ამოწობილი ქათმის ბარკალი მიუცია და უთქვამს: “ჭამე, გოგო, ჭამე! მე ისევ იქ ვარ, სადაც ვიყავი, და შენ, რამდენიც გინდა, ილაპარაკე”.

ელიკო სილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here