Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილი ადეიშვილს: კარგი იქნება დივერსიები ზუგდიდიში, თბილისში, მარნეულში

სააკაშვილი ადეიშვილს: კარგი იქნება დივერსიები ზუგდიდიში, თბილისში, მარნეულში

514

უკრაინული wikileaks.center საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის _ მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის _ ზურაბ ადეიშვილის საუბრის სტენოგრამას ავრცელებს. ჩანაწერში ჩანს, რომ ოდესის ოლქის გუბრანატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციასა და დივერსიებს გეგმავს.

მ.ს: _ მოდი, ზურა! ზრასტი, ძამო, როგორ ხარ?!

ზ.ა: _ მიშა, ძირითადად მოგიყვები, რაც მითხარი, საქართველოს თემებზე!

მ.ს: _ იქ, იცოდე, სიტუაცია უნდა დავძაბოთ. კარგი იქნება დივერსიები ზუგდიდიში, თბილისში, მარნეულში. ბათუმი კიდევ, ნავთობსადენიც კარგი იქნება!

ზ.ა: _ მიშა, მე არ ვუჭერ მაგას მხარს. ხო ნახე, შენი დაგეგმილი რომ გაეკეთებინათ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, მსხვერპლი მოყვებოდა და შედეგიც არ დადგებოდა.

მ.ს: _ შენ, ბიჭო, ძაან ჭკვიანი ნუ გეგონება თავი. მე რომ არ ჩავრეულიყავი, დავკარგავდით „რუსთავს“ და წაიღებდა პინგვინა.

ზ.ა: _ იცი რა, ეგ საკითხი საერთაშორისო ზეწოლამ გადაწყვიტა, როგორც გეუბნებოდი. მაკკეინმა და ელჩმა გადაარჩინეს სიტუაცია. თორე ის, რაც სუს-ს ჩანაწერები ჰქონდა ბოკერია და სხვებზე, ჩვენ დროს ყველა ციხეში იჯდებოდა უკვე. მე არ მინდა მაგ ოპერციაში ჩარევა, კვლევებს მივცემ და დაავალე იქ გიგა და კეზერას, ხალხი მიხედავენ მაგას.

მ.ს: _ რა წუწუნა ხარ შეჩემა, შენ არ გეხება ეგ საკითხი. მაგათ აქვთ დავალებული და მთავარია, რუსებს გადავაბრალოთ ყველაფერი, რა.

ზ.ა: _ ეგ თემაც, თუ ძალიან გინდათ, ისე უნდა გაკეთდეს, თავისი მსხვერპლით და პიარით, რომ ესე ითქვას, მიშა არჩევნებს იგებს და პუტინს უნდა, რომ ხელი შეუშალოს და საქართველოს აფეთქებსო! იქვე კადრები გავა, დაღუპულების ოჯახები რომ იყვირებენ, მიშა, მოგვხედე, გვიშველე, დაგვიცავი, უშველე საქართველოს! აი, ეს უნდა იყოს შედეგი!

მ.ს: _ მერე მეც მაგას გეუბნები, რომ მაგ კუთხით დაეხმარე-მეთქი, აბა, შენ ხომ არ შეგაგდებინებ გრანატას ზუგდიდის ბაზარში!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here