Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

909

ფონდი ბევრია, საბედნიეროდ, მათი დიდი ნაწილი ჩვენთან არაა. ზოგჯერ ანალიტიკოსები ჩივიან, რომ ჩვენი მოსახლეობა ნაკლებადაა ჩართული საბირჟო თამაშში, _ ჩამორჩენილები არიანო. აი, აშშ-ში ყველა თამაშობს. მე კი მგონია, რომ რეალობიდან ვირტუალურობაში გადასვლის სურვილის უქონლობა არის საზოგადოების ჯანმრთელობისა და საღად აზროვნების მაჩვენებელი, რაც ხშირად ერთი და იგივეა. 

აშშში მთელი აბსტრაქტული ვირტუალური ეკონომიკა დგას სამრეწველო დონეზე: იპოთეკა და ბირჟა ერთი და იგივეა. აქციების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები იყვნენ საინვესტიციო ბანკები _ გიგანტები მილიარდიანი კაპიტალით. ისინი თავანთი სახელის შესაბამისად ახორციელებდნენ ინვესტიციებს, ანუ ყიდულობდნენ კომპანიებისა და ბანკების აქციებს ათობით მილიარდის ფასად. შემდეგ უშვებდნენ საკუთარ აქციებს, რომლებიც, გაგეცინებათ, იყიდებოდა ბირჟაზე. მათი ნომინალური ღირებულება რჩებოდა უცვლელი, ხოლო კურსი იზრდებოდა, ამიტომ მათ საკმაოდ უხალისოდ ყიდულობდნენ. ცოტა ხნის წინათ ტელევიზორში ვნახე ერთერთი პატარა იაპონური ქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა მოწყენილი სახეები. თავიანთი მოხუცების საპენსიო დანაზოგები მათ უმსხვილესი ამერიკული ბანკის _ “ლემან ბრაზერსისაქციებში ჩადეს, მაგრამ 2008 წლის ზაფხულში ბანკი უეცრად გაკოტრდა. იაპონელი მოხუცების საპენსიო დანაზოგები მტვრად იქცა. ასეთ დასასრულს არავინ ელოდა. ახლა მუნიციპალები იძულებულნი არიან, ეკონომია გააკეთონ: დადიან მოხუცებთან არა ავტომობილით, არამედ ველოსიპედით, მაგრამ დაკარგულის დასაბრუნებლად პედლების ტრიალი, ალბათ, ორასი წელი დასჭირდებათ.

მოგების სურვილი, სურვილი მივიღოთ ფული დაუძაბავად, უშრომლად, ბირჟაზე სულ ახალ და ახალ მოთამაშეებს ერეკება. ფული ყველას უნდა, ყველა იმედოვნებს, რომ აქციების საკურსო ღირებულება აიწევს.

ბირჟა აზარტული თამაშია, თავისებური კაზინო. ძალიან ხშირად ზუსტად ასეთი მსგავსება მოჰყავთ მაგალითად, მაგრამ იგი ბოლომდე სწორი არ არის. კაზინოსთვის ისევე, როგორც ბირჟისთვის, საჭიროა ორი რამ _ მოთამაშეები და ფული. ადამიანი კაზინოში თვითონ დებს ფსონს, თვითონ ახორციელებს არჩევანს. ხოლო ბირჟაზე მოძრავ აქციათა ნახევარი ეკუთვნის კომპანიებს, რომლებსაც, კომპანიის აქციების გარდა, არაფერი აბადიათ, ანუ ამ შემთხვევაში მოთამაშე თვითონ კი არ მიდის კაზინოში, არამედ ფსონის გაკეთებას რაღაც სტრუქტურას ანდობს, ხელზე კი ფულის მიღების შესახებ ისეთი ხელწერილი რჩება, როგორიც აქციაა. შემდეგ კი იწყება ნამდვილი მხიარულება. ეს სტუქტურაც ასევე არ მიდის კაზინოში, ანდობს თამაშს სხვა კომპანიას, ყიდულობს მის აქციებს. შედეგად ფსონს კაზინოში აკეთებს მეათე შუამავალი, ხოლო მისი ფსონის შედეგზე დამოკიდებულია არა ის და მისი ახლობლები, არამედ თითქმის მთელი ეკონომიკა, იმიტომ, რომ მათ ერთმანეთს აბსტრაქტული ქაღალდები მიჰყიდეს. ხოლო როდესაც ერთი აბსტრაქცია ირღვევა, იგი ჩაითრევს ყველა დანარჩენსაც და ვირტუალური ბინდიდან კრიზისი ჩვენს რეალურ სამყაროში გადმოდის.

რომელ ქვეყანაშია ყველაზე მეტად განვითარებული ეს აბსურდის სამეფო? _ აშშში. იქ მთელი მოსახლეობა ბირჟის მოთამაშეები არიან, ყველა ყიდის ფასიან ქაღალდებს. დაჰაერისყოველი გადაყიდვისას იზრდება შეერთებული შტატების მშპ. როდესაც ექსპერტები, რომლებსაც ესმით ამგვარი სიტუაციის უაზრობა, საუბრობენ ამერიკული ეკონომიკის გარდაუვალ კრახზე, ლიბერალები იღიმიან. აშშის ეკონომიკა, ამბობენ ისინი, მსოფლიო ეკონომიკის 20%-ია. მართლაც ასეა, მაგრამ ბატონებს ერთი რამის დაზუსტება ავიწყდებათ _ ეს 20% მხოლოდ ფულად გამოსახულებაშია და არა ნატურალურში. თუ ქაღალდის ნაგავს გადავყრით, რომლის უკანაც არაფერი დგას, რეალობა არც ისე შთამბეჭდავი იქნება. თანამედროვე ფინანსური მსოფლიოს მრუდე სარკეში ყველაფერი უკუღმა აისახება. მაგალითად, თუ გესესხეთ 100 დოლარი, თქვენ კი სანაცვლოდ მომეცით აქცია (ხელწერილი), ხოლო შემდეგ გამომართვით იგივე 100 დოლარი ჩემივე ხელწერილით (აქციით), სინამდვილეში ეკონომიკაში არაფერი მოხდება. ფულის რაოდენობა არ გაზრდილა, მაგრამ ეს ნორმალურ ცხოვრებაში, ხოლო ფინანსურ რეალობაში ბევრი მოვლენა განხორციელდა: ბაზარზე გაჩნდა ორი ფასიანი ქაღალდი, აშშის მშპ გაიზარდა 20 დოლარით. აი, ზუსტად ამგვარი ცომისგანაა მოზელილი მათი უპირატესობა ეკონომიკურ განვითარებაში. მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ციფრები, რომლებიც სქელტანიან ცნობარებში წერია, არაფერს ნიშნავს, მათ არაფერი აქვს საერთო ცხოვრებასთან. ამერიკის რეალური ეკონომიკური ძალა, უდავოდ, დიდია, მაგრამ რამდენიმეჯერ არ აღემატება სხვა ქვეყნების ეკონომიკას. მათი ქარხნები და ფაბრიკები ხომ, უკვე დიდი ხანია, ინდონეზიაში, ჩინეთსა და ტაივანში გადაიტანეს

ნუთუ ბირჟის მოთამაშეებისთვის, ისევე, როგორც იპოთეკური სააგენტოების თანამშრომლებისთვის, ცხადი არ არის, რომ აქტივების გაძვირება შეუძლებელია დაუსრულებლად, რომ ზრდა ყოველთვის იცვლება დაცემით? რა თქმა უნდა, ცხადია. მეტიც, ყოველი ავტორიტეტული ბირჟის ანალიტიკოსი – მოთამაშე დაგიდასტურებთ ამას. იგივეა აღწერილი ბირჟის შესახებ წიგნებში. ავიღოთ ნებისმიერი, მაგალითად, “პიტერ ლინჩის მეთოდი” (ინგლისური სახელწოდება One Up on Wall Street). ავტორი, რომელმაც საკუთარი სახელი დაარქვა მეთოდს, პიტერ ლინჩი, უნიკალური ფიგურაა, საბირჟო თამაშის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მცოდნე. მის კალამს ეკუთვნის სამი წიგნი ინვესტიციების შესახებ. პიტერ ლინჩის თანაავტორის _ ჯონ რიტშილდის გვარმა არ შეიძლება, შთაბეჭდილება არ მოახდინოს. ერთი სიტყვით, წიგნი კი არა, მომავალი სპეკულანტის “ბიბლიაა”, ბოდიში, ინვესტორის.

საკუთარ მეთოდს პიტერ ლინჩი დაწვრილებით გადმოგვცემს:

1. გააკეთეთ ივესტიცია იმაში, რაც იცით.

2. გამოიკვლიეთ ბაზარირეალურგარემოში.

3. აირჩიეთ საწარმო, რომლის მართვაც ყოველ სულელს შეეძლება, იმიტომ, რომ, ადრე თუ გვიან, შესაძლებელია, მას ასეთი ხელმძღვანელი ჩაუდგეს სათავეში.

4. მზად იყავით დანაკარგებისთვის.

5. აქციები, ისევე, როგორც ბავშვები, უნდა იქონიოთ იმ რაოდენობით, რამდენსაც გააკონტროლებთ.

6. არ ღირს, ფულის სწრაფად შოვნისკენ იყოთ მომართული.

7. პორტფელის ფორმირება სჯობს ისე, რომ მისი საფუძველი შეადგინოს სანდო აქციებმა, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, სტაბილურ და არა ზე მაღალ შემოსავალს უზრუნველყოფს.

პირველი შვიდი წესი საღი აზრია, შემდეგ კი ყველაზე საინტერესო იწყება:

1. თქვენ ყოველთვის ვერ მოიგებთ.

2. საპროცენტო განაკვეთების, ეკონომიკის პერსპექტივისა და საფონდო ბაზრის დინამიკის წინასწარმეტყველება შეუძლებელია.

3. ნუ ჩადებთ ფულს იმაში, რაც ხელში მოგყვებათ.

აი, ასე. მაშ, რატომ ტირიან საინვესტიციო ბანკების, საპაიო ფონდების მუშაკები და უბრალო “ინვესტორები”? შავით თეთრზე წერია ყველაფერი: ყოველთვის მოგება შეუძლებელია. ასეა ცხოვრებაშიც და “ბირჟაზეც” სხვანაირად არ ხდება. ნუ ყიდულობთ ყველანაირ საინვესტიციო პროდუქტს იმიტომ, რომ სანდო რეიტინგის ლამაზი შეფუთვის უკან შეიძლება ნული აღმოჩნდეს. არ დაიჯეროთ, რომ ბირჟაზე არის ლოგიკა და საღი აზრი. პირიქით, _ არ არის ისევე, როგორც მსოფლიო ეკონომიკის მთელ თანამედროვე ფინანსურ მოდელში. არაფრის წინასწარმეტყველება არ შეიძლება. რა არის წინასწარმეტყველება? _ ესაა ფაქტებისა და შესაძლო შედეგების მოდელირების ანალიზი. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ფაქტი ყოველთვის იწვევს შედეგს. თუ თქვენ ფეხები დაგისველდათ, დიდი ალბათობით, ხვალ ყელი აგტკივდებათ. თუ წითელ შუქზე გადახვალთ, ავარიაში მოყვებით. ჩვეულებრივ ცხოვრებაში წინასწარმეტყველება შეიძლება: ივლი წესების დარღვევით – სასაფლაოზე, ინვალიდის ეტლში ან ციხეში აღმოჩნდები, როდესაც ვინმეს უნებურად გადაუვლი.

ხოლო ფინანსურ ვირტუალურ სამყაროში წინასწარმეტყველება წარმოუდგენელია. ცდასაც არ აქვს აზრი. შესაძლოა, საწარმო მშვენივრად მუშაობდეს, მაგრამ მისი აქციები ეცემოდეს. ფირმა, რომელსაც აქვს რეალური აქტივები, ბირჟაზე უფრო იაფად კვოტირდება, ვიდრე საინვესტიციო ბანკი, რომლის ბალანსზეც მხოლოდ საოფისე ავეჯი და სხვადასხვა პირისა და ორგანიზაციის მილიარდობით ვალია. ბირჟასა და აქციებს არანაირი კავშირი არ აქვთ ეკონომიკასთან.

ისეც ხდება, რომ კომპანიის საბაზრო შეფასება, ანუ მისი აქციების ფასის ჯამი გამოდის ნაკლები, ვიდრე ფულადი სახსრები, რომლებიც მის ანგარიშებზეა! საუბარია არა აბსტრაქტულ ფირმებზე, რომლებიც “ჰაერით” ან მომსახურებით ვაჭრობენ.

ცოტა ხნის წინათ ამგვარ სიტუაციაში აღმოჩნდა რუსული კომპანია “სურგუტნავთობგაზი”. 2008 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა მისი მე-3 კვარტლის ანგარიში: “ფულადი სახსრები “სურგუტნავთობგაზის” ანგარიშებზე ფასდება 20,5 მილიარდ დოლარად…”, ხოლო კომპანიის კაპიტალიზაცია ვაჭრობის დახურვისას (2008 წლის 28 ოქტომბერს) შეადგენდა 35 725 994 705 ცალ ჩვეულებრივ აქციას 0,499 დოლარად + 7 701 998 235 ცალ პრივილეგირებულ აქციას 0,173 დოლარად = 19,16 მილიარდ დოლარს.

საინტერესოა: ფული, “ცოცხალი” ფული შეიძლება ვიყიდოთ ნაკლებ რეალურ ფულად. ხოლო “სურგუტნავთობგაზს” კიდევ აქვს შენობები და ბურღები, კომპიუტერები და სკამები, ავტომანქანები და მუშათა სასადილოები და ბევრი სხვა რამ, მაგრამ, თუ საბაზრო შეფასებას ვენდობით, ეს ყველაფერი ცენტიც არ ღირს, ყველაფერი უფასო და უსარგებლოა.

სახალისო შემთხვევაა. ანალიტიკოსებიც კი წერდნენ ამ საინტერესო ფაქტზე, მაგალითად, საინვესტიციო კომპანია “ველეს კაპიტალის” ანალიტიკოსი დიმიტრი ლუტიაგინი: “ასეთი რამ შეუძლებელია, რადგან “სურგუტნავთობგაზის” ბალანსის აქტივები “ცოცხალი” ფულია” .

შეუძლებელია, მაგრამ ასეა…

ბროკერებმა და ინვესტორებმა იციან, სად დებენ საკუთარ და სხვის ფულს. იციან, რომ შეიძლება დაკარგონ, მაგრამ მაინც მიაქვთლიკვიდურობაბირჟაზე. რატომ? როგორც საეჭვო პიროვნებებისთვის იპოთეკური კრედიტების გაცემის შემთხვევაში, ბროკერებს იმედი აქვთ, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში ვარდნა არ იქნება გრძელვადიანი. ფასი ოდნავ დაეცემა, მერე გაიზრდება და ისინი გადაიტანენ ამ პერიოდს.

როგორ? _ კრედიტის აღებით!

ისევე, როგორც იპოთეკა, საბირჟო თამაში მსხვილ მასშტაბებში ყოველთვის სესხების ხარჯზე ხდება. მაშინ მცირე მოგება ერთი გარიგებიდან მრავლდება მილიონობით აქციაზე და დიდ მოგებას იძლევა. კარგია, თუ ბაზარი იზრდება ათობით პროცენტით. თუ ფასი პროცენტის მეათედით გაიზრდება, დიდ მოცულობაში, ეს ჰაერიდან მიღებული მილიონობით დოლარია. ამგვარი ცდუნებისგან თავის შეკავება პრაქტიკულად შეუძლებელია.

მოდით, დავსვათ მარტივი შეკითხვა: რატომ იზრდება აქციების ფასი?

გამოვტოვოთ ვაიანალიტიკოსთა გრძელი მოსაზრებანი: აქცია და მისი კურსი ისევე შეესაბამება რეალურ ცხოვრებას, როგორც კომუნიზმის მშენებლის მორალური კოდექსი გვიანი სსრკ-ის რეალიებს.

აქციათა კურსი რომ გაიზარდოს, მათი ყიდვა უნდა სურდეთ.

მაგრამ ესეც არაა მთავარი.

აქციის ღირებულების გაზრდაში მთავარია მისი ყიდვის შესაძლებლობა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბირჟაზე უნდა იყოს ის ორი შემადგენელი ნაწილი: მოთამაშეები და, რაც მთავარია, ფული. ბირჟაზე მუდმივად უნდა მოდიოდნენ ახალი ბურატინოები კუპიურების ახალი დასტით და უზრუნველყოფდნენ აქციათა კურსის ზრდას. თუ არ არიან მყიდველები, არც ფულია ბირჟაზე _ აქციათა კურსი აუცილებლად ეცემა. ყველა საბირჟო ინდექსი, ყველა ეს “ნიკეები”, “დოუ ჯონსები” და “ნასდაკები” რთული ფორმულებით საკმაოდ მარტივ რამეს ასახავს. როდესაც მოთხოვნა, ანუ შესყიდვები აღემატება ან უტოლდება შეთავაზებას, მაშინ აქციების კურსი, ანუ ინდექსიც იზრდება. თუ გაყიდვები მეტია, ვიდრე შესყიდვები, აქციების კურსი ეცემა, ინდექსიც მიჰყვება ქვევით. ყველაფერი ძალიან მარტივია. არ შეიძლება, აქციები უბრალოდ იქნას შესყიდული _ ეს საბირჟო კრიზისის საწყისი წერტილია. როდესაც ბირჟაზე იწყება კრიზისი, იწყება პანიკა. ბროკერები ყიდიან აქციებს. მათი ფასი ეცემა უფრო მეტად, მაგრამ, რაც მთავარია, ნულს არ უტოლდება. კურსის დაცემა ნიშნავს მყიდველთა შემცირებას და არა მათ სრულ არყოფნას. აქციების შესყიდვის მსურველთა სრული არყოფნის შემთხვევაში კურსი ეცემა “მიწაზე დაბლა”, ანუ ცარიელ ქაღალდად.

რატომ ხდება ასე? რატომ მცირდება მყიდველთა რაოდენობა მაშინ, როცა კრიზისი ჯერ არ არის, როდესაც ჯერ კიდევ გუშინ ყველაფერს ფასი ემატებოდა? რატომ? _ იმიტომ, რომ აღარ არიან მყიდველები; იმიტომ, რომ აღარაა ფული აქციების საყიდლად. ფული არ აქვს არა რომელიმე კონკრეტულ ბროკერს, არამედ ყველას ერთად. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ფულის უეცარ გაუჩინარებას ბირჟაზე მივყავართ აქციების ფასის ვარდნამდე. რაც ნაკლებია ფული, მით მეტად ეცემა საბირჟო ბაზარი. ის, ვინც გუშინ ყიდულობდა აქციებს, დღეს ვეღარ შეძლებს ამის გაკეთებას. მას ფული არ აქვს.

ფულის ქონა ან არქონა _ ეს საფონდო ბაზრის ზრდის ან ჩამოქცევის ერთადერთი მიზეზია და იპოთეკისაც.

ფულის არქონა სწორედ ის ცნობილი “ლიკვიდურობის კრიზისია”. არ არის ფული, არ არის ლიკვიდურობა, არ არიან ფულიანი “სულელები”.

მაგრამ შეჩერდით, სად გაქრა ფული? რომელმა ძროხამ მოძოვა იპოთეკის ბაზარსა და საფონდო ბირჟაზე?

ამისთვის უნდა გავიგოთ, საიდან ჩნდება თანამედროვე ეკონომიკაში ფული.

ჩვენი გეზი კვლავ ამერიკისკენ მიდის.

3. ფედერალური სარეზერვოსაბეჭდი მანქანა”. ვინ და რატომ არღვევს უხეშად აშშის კონსტიტუციას?

მართვა ნიშნავს განჭვრეტას.

იმპერატორი ეკატერინე მეორე

განჭვრეტა ნიშნავს მართვას.

პასკალი

რთულია იმსჯელო მაცივრის გაფუჭების მიზეზებზე, თუ ერთხელაც არ შეგიხედავს შიგნით. შეუძლებელია გაიგო, რატომ ჩაქრა ტელევიზორის ეკრანი, რომელიც წლების განმავლობაში გართობდა, თუ არ იცი, როგორაა იგი მოწყობილი და საიდან ჩნდება “ყუთში” ფილმები და გადაცემები. ზუსტად ასეთივე უაზროა ფინანსური კრიზისის მიზეზებში ჩაღრმავება, თუ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორაა თანამედროვე ფინანსური მსოფლიო მოწყობილი.

პირველი შეკითხვა, რომლის დასმაც ღირს: რა არის ფული? ოდესღაც, ცივილიზაციის გარიჟრაჟზე, ეს იყო ყველაზე მოხერხებული მეთოდი ტერიტორიებს, ქვეყნებსა და კონტინენტებს შორის გაცვლა-გამოცვლის ორგანიზებისთვის. საჭირო იყო ფასეულობის ერთიანი საზომი, ფასის ერთიანი შკალა, რომელიც, ამასთან ერთად, უნდა ყოფილიყო კომპაქტური, გარე ფაქტორების მიმართ გამძლე. თავდაპირველმა ფასის საზომებმა საქონლის, ცხოველის ბეწვის ან მარილის სახით საკმაოდ მალე დაუთმო ადგილი ფულს, რომელიც უფრო გამძლე მასალისგან იყო დამზადებული. ბევრი ვარიანტი არც ყოფილა. წყნარი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე ქვის ფული იყო “მიმოქცევაში”, რომლის ადგილიდან ადგილზე გადატანა არც ისე ადვილი იყო, ამიტომ ამ სისტემამ ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა. საბოლოო ჯამში, ლითონი და არა ქვა გახდა ფულის წარმოების მასალა, რომელიც მალე მართლაც საყოველთაო ეკვივალენტად იქცა. დანამდვილებით არის ცნობილი, როდის გაჩნდა იგი. როგორც მიიჩნევენ, პირველი მონეტები ჩინეთსა და ლიდიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით VII საუკუნეში გაჩნდა, კიდევ 200 წლის შემდეგ სპარსეთის მეფე დარიოსმა ეკონომიკური რევოლუცია მოახდინა თავის სამეფოში, როცა მიმოქცევაში მონეტები შემოიღო და მანამდე არსებული ეკონომიკური ბარტერი ჩაანაცვლა. ამან ქვეყანას განვითარების ძლიერი ბიძგი მისცა და, სამხედრო წარმატებებთან ერთად, სპარსეთის იმპერიის გასაოცარი გაფართოების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად იქცა.

ფულადი სისტემის საოცარი ცვლილებები ფულის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში ხდებოდა. ძალიან დიდხანს ლითონის არჩევისას ერთგვაროვანი მიდგომა არ იყო. ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელი წიაღისეულით იყო მდიდარი გარკვეული რეგიონი. ძველ სპარტაში, არისტოტელეს თანახმად, მიმოქცევაში რკინის ფული იყო. არის ცნობები ტყვიისა და კალის ფულზე, მაგრამ ყველა ეს ლითონი კაცობრიობის ისტორიის მსვლელობასთან ერთად სამმა სხვა ლითონმა გამოაძევა. ყველაზე მარტივი, მცირე ზომის ფული სპილენძისგან კეთდებოდა, ყველაზე მეტად მოიხმარდნენ ვერცხლის მონეტას, ხოლო ყველაზე ძვირი ფულის მოსაჭრელად ოქროს იყენებდნენ. მონეტის მოჭრაც ერთბაშად არ დაწყებულა: ჯერ ლითონის ზოდების ჭედვის პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რაც, ალბათ, წონისა და სინჯის გარანტია უნდა ყოფილიყო. გარანტიის ფუნქციას საკუთარ თავზე ხელისუფლება იღებდა, მანვე დაიწყო მონეტების გამოშვება (მოჭრა). რადგან ბევრი სახელმწიფო არსებობდა, ხოლო მონეტები სხვადასხვა წონითა და სისუფთავით _ კიდევ უფრო მეტი, უკვე ძველ სამყაროში გაჩნდნენ პირველი პროფესიონალი ფინანსისტ-გადამცვლელები, რომლებიც საკუთარ თავზე იღებდნენ ფულის გადაცვლას.

სპილენძ-ვერცხლ-ოქროს სახით მსოფლიო ფინანსურმა სისტემამ თითქმის მეოცე საუკუნის დასაწყისამდე იარსება. სპილენძის მონეტა დღესაც არსებობს. ფულის ისტორიის ანალიტიკოსების აზრით, სისტემა იყო ბიმეტალური, ანუ ოქროსთან ერთად მხოლოდ ვერცხლს ჰქონდა საყოველთაო ეკვივალენტის როლი. მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის ქვეყნებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს მონომეტალურ სისტემაზე გადასვლა, რომლითაც დღეს ვცხოვრობთ. ერთიან ეკვივალენტად მხოლოდ ოქრო დარჩა, ხოლო სახელმწიფოთა ვალუტა გახდა ოქრო. გერმანიაში ეს 1871 წელს მოხდა, ჰოლანდიაში _ 1877 წელს, ავსტრალიაში _ 1892 წელს, იაპონიაში _ 1897 წელს, რუსეთში _ 1898 წელს, აშშ-ში _ 1900 წელს.

ლითონის ფულის გამოშვების თავისებურება იყო ის, რომ ნაღდი ფულის საწარმოებლად აუცილებელია ძვირფასი ლითონი. ყველა სახელმწიფო იძულებელი იყო, ეცხოვრა “სახსრების მიხედვით”, ძალაუნებურად იცავდნენ ამ წესს. გარდა ამისა, სხვადასხვა კატაკლიზმის შედეგად ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული მონეტები ცვდებოდა, იკარგებოდა, იძირებოდა. ამ დანაკარგის შესავსებად აუცილებელი იყო მძიმე და ხანგრძლივი შრომა ვერცხლის მაღაროებსა და ოქროს საბადოებზე. შუასაუკუნოვანი სახელმწიფოები, გარკვეულწილად, სირთულეებს განიცდიდნენ სამრეწველო წარმოების განვითარებაში და ვაჭრობაში მოჭრილი ლითონის ფულის არქონის ბანალური მიზეზით. იმდენი ვერცხლი და ოქრო არ მოიპოვებოდა, რამდენი ფინანსური საშუალებაც სჭირდებოდა ეკონომიკის ზრდას. აქედან წამოვიდა ალქიმიის მძაფრი განვითარება, რომლის საშუალებითაც ქიმიური რეაქციებისა და ჯადოქრობის გზით ცდილობდნენ ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების მიღებას. ხსნა ესპანეთის მიერ ახალი ტერიტორიების დაპყრობამ მოიტანა. ინკებისა და აცტეკების ოქროს უზარმაზარი ნაკადი შეიჭრა ევროპაში, რომელმაც უზრუნველყო აღორძინების მომავალი ეპოქა და სამრეწველო ზრდა. იდალგოების კვალდაკვალ, აღმოჩენილ მიწებზე საძარცვად, ასათვისებლად და ახალი ტერიტორიების აღმოსაჩენად პორტუგალიელები, ფრანგები, ინგლისელები და ჰოლანდიელები გაეშურნენ.

პირველი ქაღალდის ფული ძალიან დიდი ხნის წინათ, დაახლოებით VII-VIII საუკუნეში გაჩნდა ჩინეთში. მოგზაური მარკო პოლო ბოღმით წერდა, რომ იმ დროს, როდესაც ევროპელი ალქიმიკოსები ცდილობენ სხვადასხვა ლითონისგან ოქრო შექმნან, ჩინელმა იმპერატორებმა ისწავლეს ჩვეულებრივი ოქროს ქაღალდად ქცევა. მართლაც, XIII საუკუნეში ქაღალდის ფულმა ჩინეთში ფართო გამოყენება ჰპოვა. მათ ოთხკუთხედი ფირფიტების ფორმა ჰქონდა და განსაკუთრებული ნიშნებითა და ბეჭდებით იყო აღჭურვილი. ეს ფული ოსტატურად იყო დამზადებული და სხვადასხვა მსყიდველუნარიანობა ჰქონდა. მათ მიღებაზე უარის თქმა სიკვდილით ისჯებოდა. მათრახის გარდა თაფლაკვერიც იყო _ ქაღალდის კუპიურის ნებისმიერ მფლობელს შეეძლო მისი ოქროზე გაცვლა.

რუსეთში ქაღალდის ფული მარკო პოლოს მიერ ჩინეთის მონახულებიდან მხოლოდ ხუთი საუკუნის შემდეგ შევიდა. 1768 წელს გრაფმა სივერსმა ეკატერინე მეორეს წერილი გადასცა, რომელშიც ამტკიცებდა მათი რუსეთში შემოტანის სარგებლიანობას, და უკვე მომდევნო, 1769 წელს რუსეთში პირველი ასიგნაციები გამოუშვეს. ქაღალდის ფულს ნდობა რომ დაემსახურებინა, აუცილებელი იყო მისი საყოველთაო სახაზინო გადახდის უზრუნველყოფა. ასიგნაციების წარმატების მთავარი პირობა, ისევე, როგორც ჩინეთში, ლითონის “შემადგენლით” უზრუნველყოფა გახდა. ამისათვის სპეციალურად შერჩეულ ბანკში აკუმულირდა გამოშვებული ასიგნაციების ღირებულების შესაბამისი სპილენძის ფული. პირველი ნიმუშის ასიგნაციები რუსეთში ოთხი ნომინალით გამოუშვეს: ჩვენთვის ჩვეული 100, 50 და 25 რუბლი და ეგზოტიკური – 75 რუბლი. ეს უკანასკნელი საკმაოდ მალე გავიდა მოხმარებიდან, რადგანაც მათი გაყალბება 25-მანეთიანზე მიხატვით ადვილი იყო. ყველა კუპიურა ერთი ფერის იყო, რაც ყალბი ფულის მქნელებს საქმეს უმარტივებდა. მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რუსეთში ასეთი ნომინალის ფული აღარასოდეს გამოშვებულა.

მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის ოქროთი უზრუნველყოფილი იყო ყველა ძირითადი მსოფლიო ვალუტა, რომლებიც, დიდი ხანია, გადავიდაქაღალდისფორმატზე. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ოქროს მარაგი შეესაბამებოდა მისი ხაზინის მიერ გამოშვებულ ასიგნაციებს, ხოლო ქაღალდის ბილეთის ყველა მფლობელს შეეძლო ნებისმიერ მომენტში მისი გარკვეული რაოდენობის ოქროზე გადაცვლა. მაგრამ რად გვინდა ოქრო ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასეთ გარანტიას ყველგან თავის თავზე იღებდა სახელმწიფო და ამერიკული დოლარიც და რუსული რუბლიცოქროსიიყო.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here