Home რუბრიკები ბლოგი „ დიდი ქურთისტანი“ მითი თუ რეალობა

„ დიდი ქურთისტანი“ მითი თუ რეალობა

1770

რამოდენიმე დღის წინ  ისრაელის  იუსტიციის მინისტრმა აილეტ შეკედმა, ისრაელის ხელისუფლების  სახელით,  მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას, რათა  მხარი დაუჭირონ ქურთების სწრაფვას თვითგამორკვევისკენ და  რათა მათ ახლო აღმოსავლეთში შექმნან სახელმწიფო, რომელიც ერთის მხრივ ესაზღვრებოდეს თურქეთს მეორე მხრივ ერაყს.  

ეს პირველი სახელმწიფო მოღვაწე არ არის რომელმაც ეს აზრი გააჟღერა. ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა გააკეთა განცხადება , რომ „ქურთული სახელმწიფოს შექმნა -ეს ახლო პერსპექტივაა“.  მართალია ეს განცხადება გადამეტებულად მიიჩნიეს, მაგრამ სულ რაღაც ორ დღეში  ახლო აღმოსავლეთის  პრესაში გავრცელდა ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ლიდერის მასუდ ბარზანის  მიერ გაცემული განკარგულება , სადაც თავისი პარტიის წევრებს რომელიც მაშინ ქურთისტანის ავტონომიის მმართველ პარტიას წარმოადგენდა, მომზადებულიყვნენ  რეფერენდუმისკენ, რომელზეც  ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი იქნებოდა დასმული .  ამავდროულად გახდა ცნობილი, რომ  მასუდ ბაზანიმ  გადაწყვეტილება  რეფერენდუმის გამართვის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში შეათანხმა  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხემძღვანელობასთან და მისგან თანხმობაც მიიღო.

 რა თქმა  უნდა ისიც ნათელია, რეფერენდუმის გამართვის ინიციატივის  რეალიზაციას და ამ ინიციატივის  ირგვლივ ქურთისტანის ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანების მოლაპარაკებების   დაწყებას , აშშ-ს ადმინისტრაციის მითითების გარეშე , ამერიკელების ხელდასმული ბაზანი  ვერ დაიწყებდა.  ეს ამოცანა არც ისე ადვილი გადასაწყვეტია, რადგან ქურთული საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ გამოსულა ტომობრივ-კლასობრივი მოწყობისგან, ის ძალიან არაერთგვაროვანია, მითუმეტეს დამოუკიდებელი  ქურთული სახელმწიფოს შექმნის საკითხში.   

შეგახსენებთ რომ დღეს ერაყის ქურთისტანი  ერაყში  ავტონომიური ერთეულის სტატუსით არის  , მაგრამ  ამავდროულად აქვს საკუთარი პარლამენტი,  მთავრობა,შეიარაღებული ძალები  (რომლის რაოდენობა  80 ათასს აღწევს) , უშიშროების სამსახური  და  სრულყოფილი   სახელმწიფოსთვის  დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი .  ამ პირობების გათვალისწინებით  უმეტესი  ქურთი პოლიტიკოსი, პოლიტიკური დამოუკიდებლობის დიდი მომხრე არ არის, რადგან  მისი ფორმალურად გამოცხადება გამოიწვევს  მრავალ პრობლემას რომელსაც აქამდე  გვერდს უვლიდნენ.

 სინამდვილეში სიტუაცია სავსებით ნათელია, დამოუკიდებელი ქურთისთანი  ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე , მისი ინიციატორების აზრით   გახდება ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი სირიის , ირანის და თურქეთის ქურთებით დასახლებული ტერიტორიებისთვის. რომელთა  გაერთიანებაც    შემდგომში გახდება ე.წ.   „დიდი ქურთისტანის“ , ტერიტორიით დაახლოებით 200 000 კვ კმ , მოსახლეობით 20-25 მილიონი ადამიანით დასწყისი .

რა თქმა უნდა ანკარა , თეირანი , დამასკო ამ ინიციატივივის კატეგორიული წინააღმდეგ წავლენ რაც  გახდება სისხლისმღვრელი, სასტიკი(რეგიონისთვის დამახასიათებელი) პროვოცირებული ომის დასაწყისი.  ეს ომი დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ  წინა საუკუნის 90-იან წლებში , როდესაც აშშ შეიჭრა ერაყში, ჩამოაგდო სადამ ხუსეინი და ერაყელ ქურთებს მიანიჭა ფართო ავტონომია.  თუ თავიდან ბევრი,  შიგა და გარე  ფაქტორი არ უწყობდა ხელს შექმნათ თავისუფალი ქურთისტანი , დღეს სიტუაცია კორდინალურად შეცვლილია.

 სირიის და ერაყის ტერიტორიაზე  შექმნილი ე. წ. „ ისლამური ხალიფატი“ აწარმოებს ქურთების წინააღმდეგ შეურიგებელ ომს . არანაკლებ სისიხლისმღვრელია ომი განახლდა თურქეთში, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტიის რაზმები საბოლოოდ დარწმუნდნენ რა თურქეთის ისლამისტურად განწყობილი ხელისუფლების თვალთმაქცობასა და სივერაგეში, ორწლიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ  ხელში აიღეს იარაღი და ბრძოლა განაახლეს. თურქეთია არმიამ და ჟანდარმერიამ ამას სისხლიანი „წმენდითი“ ოპერაციებით უპასუხეს. რამაც  გენოციდის ნიშნების  სახე მიიღო .

მაგრამ დღევანდელ  ქურთულ-თურქულ დაპირისპირებას თურქეთის შიგნით  აქვს  ერთი მთავარი ნუანსი რომელიც აქამდე არ ახასიათებდა და გამოიხატება იმაში, რომ პირველად  მრავალი წლის შემდეგ, თურქეთში მნაცხოვრებელი  ქურთების ბრძოლა გამოვიდა „მარგინალური“ , თურქების მიერ გამოცხადებული „ტერორისტულ“ პარტიზანული მოძრაობის საზღვრიდან და  მიიღო ისეთი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა როგორიცაა „ხალხთა დემოკრატიული პარტია“რომელსაც თურქეთის პარლამენტში 80 მანდატი აქვს . ეს კი თურქეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის უფრო სახიფათოა ვიდრე ის პარტიზანული ბრძოლა რასაც აქამდე ანხორციელებდა ქურთისტანის გამანთავისუფლებელი მოძრაობა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ხემძღვანელობით .

რაც არ უნდა იყოს , მდგომარეობა თურქეთში, „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებები სირიასა და ერაყში, მთელი კასკადი  ქმედებების რეგიონში რომელიც არაბეთ-ირანის (სუნიტ-შიიტების )დაპირისპირებით გამოიხატა, უბიძგებს ქურთ ლიდერებს,გინდაც განსხვავებული მსოფმხედველობის  და გინდაც განსხვავებული ტომობრივი წარმომავლობის, დააჩქარონ დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების პროცესი. რადგან  ამ სიტუაციაში მხოლოდ საკუთარ  სახელმწიფოს შეუძლია  უზრუნველყოს  ქურთი ხალხის უსაფრთხოება .

ზოგიერთი რეგიონსგარე დიდი მოთამაშეები ასე თუ ისე დადებითად აფასებენ ქურთული სახემწიფოს იდეას, ყოველ შემთხვევაში ერაყის ქურთისტანის მიმართებით მაინც. მაგალითად ევრო გაერთიანების მიერ ავტონომიის დედაქალაქ ერბილში  წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება მსოფლიო საზოგადოებამ სრულყოფილი   დამოუკუდებლობის აღიარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ასევე    დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების მხარდაჭერად  შეფასდა ერბელში რუსეთის გენერალური კონსულის ვიქტორ სიმაკოვის მიერ ქურთისტანის ტელევიზიით გაკეთებულმა განცხადებამ სადაც ქურთისტანის შესაძლო დამოუკიდებლობის გამოცხადების მხარდაჭერაზე  სასმულ კითხვაზე უპასუხა :   “რუსეთი  ყოველთვის მხარს უჭერდა ქურთ ხალხს  და საჭიროა რომ ყველა კომპონენტი რომელებიც ცხოვრობენ ერაყში თვითონ გადაწყვიტონ თავიათი საკითხი , ჩვენ დაუჭერთ ყველა ამ გადაწყვეტილებას თუ ის გარე ჩარევის გარეშე იქნება მიღეული…… გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ნათლად  წერია , რომ ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება  და ჩემი აზრიც ესეთია რომ დამოუკიდებლობა  –  ეს ყველას  ხალხის უფლებაა“.

იმის გათვალისწინებით თუ რა ახლო  დამოკიდებულება აქვს ერაყის ქურთისტანის ხელისუფლებას აშშ-სთან განსაკუთრებით აქტუალურია კითხვა, რა პოზიციაზეა ოფიციალური ვაშინგტონი  დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს გამოცხადებაზე? როგორც ცნობილია ბოლო დრომდე ოფიციალური ვაშინგტონი ცდილობდა არ დაეჩქარებინა ქურთისტანის სუვერენიტეტის გამოცხადების იურიდიულად აღიარების  საკითხი, თავისი ნატოელი მოკავშირის თურქეთის პოზიციის გამო. მაგრამ როგორც ზევით ავღნიშნე მწვანე  შუქი აუნთო  და რატომ ?  ჯერ ერთი თურქეთი ჩაერთო  რუსეთთან დაპირისპირებაში და გარკვეულწილად ამით უკვე დამოკიდებული  გახდა ვაშინგტონზე . მეორე რუსეთის წარმატებები სირიის ფრონტზე აშკარაა. მან შეძლო ბაშარ ასადის სახმელეთო ჯარებთან ერთად განეხორციელებინა  წარმატებული შეტევები , გენთავისუფლებინა რამდენიმე სტრატეგიული ქალაქი და სიმაღლე, რითაც საკმაოდ შეარყია ჯიხადისტთა ძალები. რამაც ფრონტის  დასტაბილურება  გამოიწვია, ამით კი პირველ რიგში „დაასტოპა“აშშ-ს მიერ მთელ მსოფლიოში პროვოცირებული  არაბული (და სხვა) გაზაფხულების სერია. რაც რა თქმა უნდა არ სიამოვნებს სახემწიფო დეპარტამენტის „ბოსებს“. ამიტომ სჭირდებათ  ახალი დასაყრდები ძალა რეგიონში ქურთების სახით რათა „გლობალური ქაოსის„ თეორია მუდმივი,ამავ დროს მართული  და რეგიონის რღვევა შეუქცევადი გახადოს.

ამის გარდა, რადგან  „დიდი ქურთისტანის“ ძირითად ბირთვად  ერაყის ავტონომია მოიაზრება, რომელიც მყარად პროამერიკულ კურსს ატარებს ყველა დანარჩენი ქურთული ტერიტორიებიც ავტომატურად ვაშინგტონის გავლენის ქვეშ მოექცევა. ეს სხვათა შორის უკვე მიმდინარეობს – ამერიკელები იმის გარდა რომ სრულიად აკონტრიოლებენ , აფინანსებენ  და აიარაღებენ ერაყის პეშმარგას რაზმებს(ქურთული სამხედრო შენაერთი ), ასევე სირიელ ქურთებსაც ეხმარებიან .  გასათვალისწინებელია ისიც რომ  რუსულ-თურქული დაპირისპირების მიუხედავად, რომლის  ესკალაციის შემდეგ  ანკარა როგორც ადრე ავღნიშნე  გარკვეულწილად დამოკიდებული გახდა ნატოზე, ვაშინგტონი   მაინც ვეღარ დაეყრდნობა ანკარას რადგან ის დრო როდესაც თურქეთში ხელისუფლებაში სამხედროები იყვნენ და აქედან გამომდინარე ანკარა მყარად იდგა ნატოს ფორპოსტად საბჭოთა კავშირის სამხრეთ საზღვრებზე  გავიდა. ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო ქემილ ათათურქის მიერ  შექმნილი  სეკულარული სახელმწიფო წყობის რღვევის პროცესი.  დღევანდელი  თურქეთის ხელისუფლება ერდოგანის ხემძღვანელობით  რომლებიც  სათავეში მოსვლის დროს თავიანთ  თავს  „ზომიერ ისლამისტებს “ უწოდებდნენ  ,   აშკარა რადიკალ-ისლამიზმისკენ  მიემართებიან   და თურქეთი კი  ნელ ნელა უფრო შუასაუკუნეების ოტომანის იმპერიის ემსგავსება. ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამ ნათლად წარმოაჩინა თურქეთის მმართველი  ელიტის და პირადად ერდოგანის პოლიტიკური აზროვნება. ხოლო დღევანდელი იძულებითი (რუსული თვითფრინავის ჩამოგდების შემდეგ)მცდელობები სიტუაცია გამოასწოროს რამეს თუ შეცვლის. ზუსტად აქედან გამომდინარე გააკეთა ისრაელის მთავრობამ, იუსტიციის მინისტრ აილეტ შეკედის სახელით  განცხადება, ქურთული სახელმწიფოს შექმნის მხარდასაჭერად.

ქურთულ გარემოში რადიკალური ისლამიზმი და  სახვადასხვა რადიკალური რელიგიური მიმართულებები არასდროს პოპულარული არ ყოფილა და არ არის. წამყვანი პოლიტიკური პარტიები როგორიც არის ერაყში- ქურთისტანის დემოკრატიული პარტია , თურქეთის- ხალხთა დემოკრატიული პარტია, დემოკრატიული საზოგადოების კონგრესი (კონტროლირებადი ქუთისტანის მუშათა პარტიის მიერ) თავიანთი იდეოლოგიით სეკულარულებია. ამიტომ , კულუარულად ბევრი ყვირილის და რეკლამის გარეშე ქურთული ავტონომიის მხარდაჭერით და ამით ანკარის  აშკარა  გაწირვით აშშ ბევრი არაფრით რისკავს.

 ასევე გასათვალისწინებია ის ფაქტიც,  რომ ერაყის ქურთისტანის ლიდერის მასუდ ბარზანის მმართველობის ვადა 2015 წლის 20 აგვისტოს ამოიწურა . მაგრამ გადადგომა არ ისურვა, ქუჩებში მისი მხარდამჭერი   რამდენიმე ათეული ბრონიტექნიკის და შეიარაღებული „პეშმერგას“რაზმების გამოყვანის   შემდეგ, ქურთისტანის რეგიონალურმა პარლამენტმა 2 წლით გაუგრძელა უფლებამოსილების ვადა. რითაც მოგვცა იმის  წინასწარმეტყველების  საშუალება რომ  ერაყის ქურთისთანის დამოუკიდებლობის გამოცხადევის თარიღი სადღაც ამ  ორი  წლის   ლაბირინთებში  იმალება.

ვიქტორ ცაავა

1 COMMENT

  1. ეს იდეა ვაჟა ადამიამ ჯერ კიდევ 90 იანი წლების დასაწყისში გაახმოვანა თუ გაასაჯაროვა,ეტყობა სტატტს ავტორი ახალგაზრდაა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here