Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოკრატიის სახელით

უზნეობა დემოკრატიის სახელით

678

ამერიკელ ტრანსვესტიტებს ნებისმიერ ტუალეტში შესვლის ნება დართეს

ვინც მათ შეეწინააღმდეგება, 250 ათასით დააჯარიმებენ

ადამიანის უფლებების დაცვის ნიუ იორკის საქალაქო კომისიამ შეიმუშავა ახალი წესები, რომლებიც ტრანსგენდერების ნაზი ფსიქიკის დაცვისკენ არის მიმართული.

ბინებისა და სახლების მფლობელები, კომპანიების ხელმძღვანელები თუ დამსაქმებლები ამიერიდან ვეღარ გაბედავენ მამაკაცს მამაკაცი უწოდონ, ქალს _ ქალი, თუკი ამ ადამიანებს თავიანთი სქესობრივი იდენტიფიკაციის შესახებ სხვა წარმოდგენა აქვთ. მაგალითად, თუ მამაკაცმა გითხრათ, რომ ის ქალია, არც კი იფიქროთ, რომ მას მიმართოთ სიტყვით “მისტერ”. ამას გარდა, არ შეიძლება სქესის განმასხვავებელი დრეს-კოდის დაწესებაც (ალბათ, იმისათვის, რომ ტრანსგენდერი არ შეშინდეს). მაგალითად, მამაკაცებს აიძულოთ, სამსახურში ჰალსტუხით იარონ, ქალებს კი _ ქვედაკაბით.

ამიერიდან ტრანსგენდერებს უფლება აქვთ, შევიდნენ იმ სქესობრივი ჯგუფის ტუალეტში, საშხაპეში ან გასახდელში, რომელ ჯგუფსაც თავს მიაკუთვნებენ, და ეს მოხდება საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას, სკოლაშიც კი. ამ წესების დარღვევი 125 ათასიდან 250 ათასი დოლარამდე შეიძლება დაჯარიმდეს.

სხვათა შორის, ტრანსგენდერი მხოლოდ სქესშეცვლილი ადამიანი არ არის, სქესობრივი იდენტიფიკაციის პრობლემა ხშირად მათ გონებაშია, ფეხებს შუა კი ყველაფერი ძველებურადაა. ერთი წლის წინათ აშშ-ში ასეთ ადამიანებს ნება დართეს, სქესი შეეცვალათ მხოლოდ დოკუმენტებში, რადგან ძვირად ღირებული ოპერაციის ფული ბევრს არ აქვს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/stingis-qaliSvili.jpg

სტინგის ქალიშვილის ლესბოსური ვნებანი

როკვარსკვლავისა და მსახიობ სტინგისა (გორდონ სამნერი) და მსახიობ ტრუდი სტაილერის 25 წლის ქალიშვილმა აღიარა, რომ უკვე 2 წელიწადია, საყვარელ ქალთან ცხოვრობს. კითხვაზე _ ადრე რატომ არაფერს ამბობდა თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე, სტინგის ქალიშვილმა უპასუხა: “ამის შესახებ არავის არაფერი უკითხავს”.

უკვე 15 წელია, ელიოტ სამნერი როკმუსიკითაა დაკავებული. მას 64 წლის სტინგი ყოველმხრივ ხელს უწყობდა და ეხმარებოდა.

როდესაც ელიოტმა გაზეთ The Evening Standart-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლესბოსელია და ავსტრიელ მოდელ ლუსი ფონ ალტენთან ერთად ლონდონის არისტოკრატიულ რაიონ ბელგრავიაში ცხოვრობს, სტინგმა განაცხადა, რომ შვილის არჩევანს პატივს სცემს, “ეს მისი ცხოვრებაა”.

სტინგს 6 შვილი ჰყავს: 2 _ პირველი ცოლისგან _ მსახიობ ფრანსის ტომელტისგან და 4 _ ტრუდი სტაილერისგან.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/moswavleebis-6-wlis-winande.jpg

მოსწავლეებს 6 წლის წინანდელი ხორცისგან დამზადებული კერძებით კვებავდნენ

ტენესის შტატის (აშშ) ჰოკინსის საგრაფოს საშუალო სკოლის თანამშრომელმა ადგილობრივ სანიტარულჰიგიენურ სამსახურს სკოლაში გაყიდული ხორცპროდუქტების ვარგისიანობაზე საჩივრით მიმართა, რომელსაც კერძების ფოტოებიც ერთვოდა.

სანიტარულ-ჰიგიენური სამსახურის უფროსმა მაიკლ ჰერელმა მოითხოვა, სასწრაფოდ შეემოწმებინათ ის პროდუქტები, რომლებისგანაც მოსწავლეებისათვის კერძებს ამზადებდნენ.

სანიტარული სამსახურის თანამშრომლები გაოგნდნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ მაცივრებში ხორცი 2009 წლიდან ინახებოდა. ეს სკოლის დირექტორმა სტივ სტარნესმაც დაადასტურა. სკოლის მოსწავლეებმა კი აღნიშნეს, რომ სკოლის სასადილოში დამზადებული კერძების საშინელი სუნი მთელ შენობაში ვრცელდებოდა. ამ ინციდენტის შემდეგ ჰოკინსის საგრაფოს სხვა სასწავლო დაწესებულებებიც შეამოწმეს და გაირკვა, რომ იქაც ანალოგიური სიტუაცია იყო _ კერძებს, რომლებითაც მოსწავლეებს კვებავდნენ, ვადაგასული ხორცით ამზადებდნენ. ახლა საგრაფოს პოლიციის თანამშრომლები იმის დადგენას ცდილობენ, ვინ ამარაგებდა სკოლებს უხარისხო პროდუქტით.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/amerikeli-policieli.jpg

ამერიკელმა პოლიციელმა 75 წლის ავადმყოფი ქალი გააუპატიურა

ქალაქ საკრამენტიში (კალიფორნია, აშშ) დასრულდა განხილვა საქმისა, რომელიც აღძრული იყო ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის წინააღმდეგ.

გერი ბეიკერი ცხოვრების დარჩენილ წლებს ციხეში გაატარებს. მან, სამართალდამცველმა, სულ ცოტა, სამჯერ გააუპატიურა 75 წლის ქალი, რომელსაც ინსულტი ჰქონდა გადატანილი. სამართალდამცველებმა მოხუცი ქალბატონის სახლში ვიდეოკამერები დაამონტაჟეს და გაოგნდნენ, როდესაც ჩანაწერებზე აღბეჭდილ მოძალადეში თავიანთი კოლეგა ამოიცნეს.

52 წლის გერი ბეიკერს სამი წლის წინათ დააკისრეს ზედამხედველობა იმ რაიონზე, რომელშიც 75 წლის ქალი ცხოვრობდა. ამ ხნის განმავლობაში, როგორც გამოძიებამ გაარკვია, პოლიციელი არაერთხელ სტუმრობდა ავადმყოფ ქალს და, ისარგებლა რა იმით, რომ ინსულტგადატანილ მოხუცს ნორმალურად ლაპარაკი და სიტუაციის შეფასება არ შეეძლო, რამდენიმეჯერ გააუპატიურა.

სასამართლომ გერი ბეიკერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. არ არის საჭირო ამ სიმახინჯეების დამატებითი ტირაჟირება-პოპულარიზაცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here