Home რუბრიკები საზოგადოება 2016 წლის მოდიფიკაციის პარლამენტი _ “ოცნების” სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში!

2016 წლის მოდიფიკაციის პარლამენტი _ “ოცნების” სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში!

622

მოგეხსენებათ, რამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია არჩევნებამდე მთელი 10 თვით ადრე პოლიტიკური კოალიციაქართული ოცნებისსაპარლამენტო სიებმა. უფრო ზუსტად, აჟიოტაჟი იმან გამოიწვია, რა პროფესიის ადამიანები უნდა იყოს სიაში _ იურისტები და მეცნიერები თუ მსახიობები, მომღერლები და ხელოვანები.

როგორც ცნობილია, მთელი ეს გაწამაწია საბოლოოდ “ოცნების” ახლანდელი დეპუტატებისა და, აგრეთვე, პარტიის სხვა წევრების საერთო-სარესტორნო ვახშმით დასრულდა. როგორც ამბობენ, სინამდვილეში ეს, ვახშამი კი არა, გვარიანი ქეიფი იყო ყანწების ტრიალით, ოღონდ კიდევ ის თავისებურება ახლდა, ყანწებთან ერთად მომავალი საპარლამენტო სიაც ატრიალესო.

გამოვიდა ხმები, რომ 2016 წლის პარლამენტში მოსახვედრთა სიაში ის ადამიანები ჩაიწერებოდნენ, რომლებიც ხსენებული სუფრის ყველაზე თვალასაჩინო წარმომადგენელ ბიძინა ივანიშვილის ახლოს იჯდა _ მხარმარჯვნივ, მხარმარცხნივ თუ ცენტრში.

მოკლედ, სუფრა ყოფილა კლასიკურ-ფრანგულ-პარლამენტური თავისი მემარჯვენეებით, მემარცხენეებითა და ცენტრისტებით.

სამწუხაროდ, ამ სუფრაზე შეპარულმა ჩვენმა არც ისე სანდო წყარომ ვერაფერი შეგვატყობინა, რადგან ბიძინასთან ძალიან ახლოს მოუწია ჯდომა და ისეთი მონდომებით შეეტენა მას და განსხვავებულით იმდენჯერ დალია “მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი მილიარდერის” სადღეგრძელო, რომ საშინლად გამოტყვრა და მეორე დღეს აღარაფერი ახსოვდა.

სამაგიეროდ, პახმელიაზე სოლოლაკის შუშის სასახლეში გაეღვიძა და ბორჯომმოყუდებული ბიძინას ხმამაღალი სიტყვებიც საკუთარი ყურით გაიგონა იმ რამდენიმე ბედნიერთან ერთად, რომლებიც ხსენებულ სუფრაზე ბიძინას განსაკუთრებით მოსწონებია, და ჩასციებია _ “აბა, აქედან ახლა ყველანი მივდივართ ჩემთან, დილამდე უნდა ვიქეიფოთ”-ო.

მოკლედ, პირდაპირი გაგებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის, რასაც ახლა გეტყვით, ჩვენმა არც ისე სანდო წყარომ, პახმელიაზე, თვითონ პირველი პირისგან შეიტყო!

“რა იყო, კაცო, ეს, ა? თითქოს რესტორანში ვიყავით, მაგრამ, ამ დროს პარლამენტში მეგონა თავი!” – თვალის გახელის, ბორჯომის ბოთლის მოყუდებისა და პირველი ყლუპის გაკეთებისთანავე დაუწყია ფიქრი ბიძინას.

“მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები… წაიღეს ტვინი! აი, რესტორანში, ზოგიერთი კუპეში რომ იჯდა და ვერ ვხედავდი, ეგ უფრო მომეწონა… ვიდრე ის, ყველა თვალებში რომ მეჩხირებოდა… არა! არა! შესანიშნავი იდეაა! დღესვე უნდა დავიწყოთ პარლამენტის სხდომათა დარბაზის გადაკეთება. იქ რესტორნის სიტუაცია უნდა შევქმნათ და დეპუტატებიც უკეთ იგრძნობენ თავს, არც სხდომებს გააცდენენ მერე და, სპიკერს თუ არ უსმენენ და არ უჯერებენ, თამადას მაინც დაუჯერებენ! აღარც მუსიკოსები იქნება მერე გაუმართლებელი პარლამენტში და აღარც მსახიობები! მორჩა, გამოსავალი ნაპოვნია!” _ წამოიძახა საბოლოოდ ბიძინამ და სიხარულისგან “ბორჯომის” ბოთლი ისეთი ძალით მოისროლა, საცოდავი ზებრა შიშისგან კინაღამ ბოტანიკური ბაღისკენ გადაშვებულ ჩანჩქერში გადაიჩეხა.

დანარჩენი განკარგულებები ბიძინამ ტელეფონით გასცა და ჩვენმა არც ისე სანდო წყარომ საკუთარი ყურით მოისმინა. ეს ყველაფერი გაბოროტებულმა ჩაგვიკაკლა, რადგან თურმე ოთხჯერ უთხოვია, _ “ბორჯომი” დამალევინე, საშინელ “პახმელიაზე” ვარო, მაგრამ ბიძინა ისე ყოფილა თავისი იდეით გატაცებული, ყურადღებაც არ მიუქცევია მისთვის. საბოლოოდ მას “ბორჯომი” რედაქციაში დავალევინეთ და მადლიერმა წყარომ ეს ამბები გაგვიმხილა:

ხვალიდანვე იწყება ქუთაისში საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზის გადაკეთება. კერძოდ, იქ დაიშლება ერთმანეთზე მიჯრილი სკამები და მთელ დარბაზში გაკეთდება ხის მაღალი თეჯირებით ერთმანეთსგან გამოყოფილიკუპეები”. აქ განთავსდება სხვადასხვა საპარლამენტო ფრაქცია და ყველა თავისთვის შეუბერავს. პარლამენტის სპიკერის ადგილზე დაჯდებათამადა”, ხოლო მის გვერდითმერიქიფეებიგანთავსდებიან.

2016 წლის მოდიფიკაციის პარლამენტში გამოყოფილი იქნება დამკვრელების ადგილი, ეს კი პარლამენტში მომღერლების მოხვედრის მოწინააღმდეგეებს საბოლოოდ დააშოშმინებს; ცალკე იქნება სცენაც, სადაც მსახიობები გამოვლენ ხოლმე, ანუ საპარლამენტო სიებში ვეღარც მათ მოხვედრას გაუწევს ვინმე წინააღმდეგობას.

როგორც ჩვენმა “პახმელიაზე” მყოფმა წყარომ გაგვიმხილა, თურმე უკვე ფრაქციების სახელწოდებებიც ცნობილი ყოფილა _ “მოსვლა ჩვენი ნება იყო, წასვლაც ჩვენი ნებაა!”, “დილამდე კი არა, კაი ოთხი წელიწადი არ ვიშლებით!”, “განსხვავებულებს არ ვართ!”, “ალავერდი ჩვენთანა ვარ!” და ა. შ.

მართალია, ტრადიციული ქართული სუფრის “სლოგანები” ცოტა ეგოისტურად არის შეცვლილი, მაგრამ ეს დეპუტატების ბუნებას შეესაბამებაო, _ აცხადებს ჩვენი სანდო წყარო.

სხვათა შორის, თურმე ჩაფიქრებულია ორიგინალური სერვისიც _ “დეპუტატები სახლში მიყვანით!”, რომელიც განსაკუთრებით მაჟრიტარებს შეეხება, რადგან, მოგეხსენებათ, არჩევის შემდეგ, მათ ვერავინ პოულობს ხოლმე

რაც მთავარია, პარლამენტარები უკვე სიამოვნებით ივლიანსხდომებზედა დეპუტატების მიერ სამსახურის გაცდენის შემთხვევებიც ნულამდე დავა.

მასე აბარავა

1 COMMENT

  1. სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი:
    1.კოალიცია-\\\”ოცნება\\\”- მლიქვნელთა დასტა
    2.პარლამენტი- ბიძოს ზოოპარკი
    3.ორპარტიული სისტემა- ორკაკლიანი ქანქარა
    4.კოჰაბიტაცია-უსქესოთა სექსი
    5.საარჩევნო კანონმდებლობა-დააჩმორე და დაიკიდე(ხალხი, რა თქმაუნდა)
    და ა. შ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here