Home რუბრიკები პოლიტიკა პოლ კრეიგ რობერტსი: აშშ ვერც პოლიტიკურად გაუმკლავდება რუსეთსა და ჩინეთს და ვერც...

პოლ კრეიგ რობერტსი: აშშ ვერც პოლიტიკურად გაუმკლავდება რუსეთსა და ჩინეთს და ვერც ეკონომიკურად

3394

 “აშშ-ის საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია თაღლითობაზე. ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით აშშ-მა უკვე დაანგრია ავღანეთი, ერაყი, სომალი და ლიბია, დაანგრევდნენ ირანსა და სირიას, ამისთვის  რუსეთის პრეზიდენტს რომ არ შეეშალა ხელი. ამჟამად ვაშინგტონის მძლავრი ალტერნატივა არის მოსალოდნელი ალიანსი რუსეთსა და ჩინეთს შორის, რომელიც დაუძლეველი იქნება აშშ-ისთვის”

რუსეთისა და ჩინეთის მოსალოდნელი სტრატეგიული ალიანსი ვაშინგტონის მძლავრი ალტერნატივა იქნება და აშშ ვერ შეძლებს მისი გავლენისგან თავის დაღწევას, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების როგორც საგარეო პოლიტიკა, ისე ეკონომიკა შორს არის საუკეთესო მდგომარეობისგან, _ ასეთია ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტის _ პოლ კრეიგ რობერტსის თვალსაზრისი.

“აშშ-ის საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია თაღლითობაზე. ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, აშშ-მა უკვე დაანგრია ავღანეთი, ერაყი, სომალი და ლიბია, დაანგრევდნენ ირანსა და სირიას, ამისთვის ხელი რუსეთის პრეზიდენტს რომ არ შეეშალა. ამჟამად ვაშინგტონის მძლავრი ალტერნატივა არის მოსალოდნელი ალიანსი რუსეთსა და ჩინეთს შორის, რომელიც დაუძლეველი იქნება აშშ-ისთვის. სწორედ რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი ძალისხმევით იქნება თავიდან აცილებული მათი უსაფრთხოებისა და ნაციონალური ინტერესების ხელყოფა აშშ-ის მხრიდან და ეს ალიანსი მხარდამჭერ ქვეყნებსაც დაიცავს. მომავალში კი სულ უფრო მეტი ქვეყანა მოისურვებს რუსეთისა და ჩინეთის ფრთებქვეშ ყოფნას. ამასთანავე, აშშ-ს აქვს სერიოზული პრობლემები საშინაო პოლიტიკის სფეროშიც, თვითონ ამერიკა კი ჩაფლავდა ეკონომიკურ ფრონტზე. ეს ვლინდება იმაში, რომ ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ დარჩა თავისუფალი ფინანსური ბაზარი. ასეთ ბაზრებს, ძირითადად, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა და ხაზინა აკონტროლებს.

ამ ყველაფერთან ერთად, ქვეყანაში იზრდება უმუშევრობის დონე, ოფიციალური მონაცემები კი (5%) ძალიან შემცირებულია, რადგან ამერიკელი ახალგაზრდების 50% დამოუკიდებელ ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელიც თითზე ჩამოსათვლელი ბანკების ინტერესების დაცვას ემსახურება, 2004 წლის კრიზისის შემდეგ ეკონომიკური აღორძინების ილუზია შექმნა, როდესაც ტრილიონობით დოლარი დაბეჭდა და ფინანსურ აქტივებში მიმართა და არა _ ეკონომიკაში.

საბოლოოდ კი, აშშ ვერც პოლიტიკურად გაუმკლავდება რუსეთსა და ჩინეთს და ვერც ეკონომიკურად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here