Home რუბრიკები საზოგადოება მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს!

მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს!

496

2012 წლის 21 ოქტომბერს ახალარჩეული პარლამენტის 147 წევრმა დადო .. ფიცი და ყველამ ერთად, კოლექტიურად (ერთდროულად) წარმოთქვა სიტყვავფიცავ”. ეგრეთ წოდებული იმიტომ, რომ ამ ტექსტში სიტყვავფიცავარ არის ნახსენები და მასში ჩაწერილია სიტყვავაცხადებ”.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით კი, სიტყვები “ვფიცავ” და “ვაცხადებ” სინონიმები არ არის.

მაინტერესებს:

დადეს თუ არა პარლამენტის დარჩენილმა სამმა და ახალარჩეულმა ოთხმა წევრმა .. ფიცი?

და თუ არა, რატომ?

მესმის, რომ კონსტიტუცია არ ითვალისწინებს პარლამენტარების მიერ ფიცის დადებას, მაგრამ რატომ გააკეთა ეს იმ 147 დეპუტატმა?

თუ გავითვალისწინებთ ე.წ. ფიცის შინაარსს, დეპუტატებს უნდა წარმოეთქვათ სიტყვა “ვაცხადებ” და არა “ვფიცავ”, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ტექსტი დეპუტატებს წინასწარ ჰქონდათ დარიგებული და ამის შესახებ მათ სხდომის წამყვანმაც შეახსენა. და, თუ პარლამენტარებმა წინ დადებული ერთი ფურცლის წაკითხვაც არ მოისურვეს ან, თუ წაიკითხეს და აზრი ვერ გამოიტანეს, შიგ რა წერია, მაშინ მათგან რა საკანონმდებლო შემოქმედებას უნდა ველოდოთ?

ცნობისთვის:

1. ლიტვის კონსტიტუციის 53- მუხლი მოითხოვს, რომ: “სეიმის წევრი, რომელიც არ დადებს ფიცს კანონის შესაბამისად, ან ფიცს პირობითად დადებს, კარგავს სეიმის წევრის მანდატს”.

2. ისრაელის კონსტიტუცია: “სხდომის თავმჯდომარის მიერ ფიცის დადების შემდეგ ის ხელახლა უკითხავს ფიცის ტექსტს ქნესეთის წევრს და პარლამენტის ყველა წევრი თანმიმდევრობით დგება და ამბობს სიტყვასვფიცავ”.

2015 წლის 28 ნოემბერს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-მა ჩაატარა გამოკითხვა თემაზე: “იყო თუ არა ადეკვატური თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის _ “სუ-24” ჩამოგდება?”, გამოკითხულთა თითქმის 90%-მა დადებითი პასუხი გასცა. ამით “რუსთავი 2”-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ერთგულება მიხეილ სააკაშვილის იდეებისადმი.

მაგრამ ეს გამოკითხვა ისე ჩატარდა, რომ ტელემაყურებლებისათვის არავის აუხსნია რეალური ვითარება: დაარღვია თუ არა თურქეთის სახელმწიფო საზღვარი რუსულმასუ-24”-მა? ვის ტერიტორიაზე მოხდა ამ თვითმფრინავის დაზიანება და, თუ ეს მოხდა თურქეთის ტერიტორიაზე, მაშინ როგორ აღმოჩნდნენ მფრინავები და თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე, 4 კმის დაშორებით თურქეთსირიის საზღვრიდან?

თვითმფრინავიდან კატაპულტით არ ამოვმხტარვარ, მაგრამ 400-500 კმ-ის სიჩქარით მფრინავი ხომალდიდან კი გადმოვმხტარვარ და ვიცი, რა მანძილით შორდება პარაშუტისტი მფრინავ ხომალდს და ეს მანძილი, პარაშუტისტის წონისა და გამოცდილების გათვალისწინებით, შეადგენს არა უმეტეს 50 მეტრს. ინსტრუქციის თანახმად, მფრინავებმა დაზიანებული ხომალდი უნდა დატოვონ პირველივე წამებში.

დავუშვათ, რომ თვითმფრინავი ნამდვილად დაზიანდა თურქეთის ტერიტორიაზე, მაშინ როგორ აღმოჩნდა ის 4 კმ-ის დაშორებით თურქეთ-სირიის საზღვრიდან, რომლის დასაფარავად ხომალდს დასჭირდებოდა არანაკლებ 30 წამისა? ცეცხლმოდებული თვითმფრინავი კი ჰაერში ნახევარი წუთი ვერ იფრენდა.

აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ “სუ-24”-მა კი არა, თურქეთმა დაარღვია სირიის საჰაერო სივრცე, როდესაც ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი.

მაგრამ ვის აინტერესებდაარჩევანშისიმართლის დადგენა?!

ამ ტელეკომპანიის მიზანი ხომ ყოველთვის არის მოსახლეობის გაბრუება და გამოკვება ტყუილებით, რასაც წარმატებით ახორციელებს კიდეც წლების განმავლობაში.

როგორც ცნობილია, სირიის ტერიტორიაზე თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და მფრინავების დაშვების ადგილს, ძირითადად, კავკასიიდან და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან წასული “ბოევიკები” აკონტროლებენ.

ახლა დავუშვათ, რომ კოალიციის ჯარებმა ისე შეუტიეს “ისლამურ სახელმწიფოს”, რომ მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგეს. მაშინ ხომ აუცილებლად დაიწყება “ბოევიკების” მასობრივი შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, ვინ შეუშლის მათ ხელს? როგორც ჩანს, თურქეთის მთავრობას მაინცდამაინც არ აწუხებს მის გვერდით ტერორისტული ორგანიზაციების არსებობა და შეიძლება, ეს ხელს აძლევს კიდეც. ეს ვარაუდი ხომ “სუ-24”-ის ინციდენტმაც დაადასტურა. მანძილი სირიის ჩრდილოეთიდან ჩვენს საზღვრამდე 500-600 კმ-ია, ერაყის ჩრდილოეთიდან კი _ 300 კმ.

საქართველოს უშიშროების ძალები “ბოევიკების” მასობრივ შემოდინებას ვერ გაუმკლავდებიან, შეიარაღებული ძალები კი მათ შესაკავებლად მზად არ არიან არც პრაქტიკულად, არც ორგანიზაციულად და არც თეორიულად. ამის გამო აღმოვჩნდებით ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ და ეს საფრთხე არც პარლამენტს გაუანალიზებია და შეუფასებია და არც მთავრობას.

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ლარის კურსის გამყარებაზე საუბარი უფრო უადვილდება, ვიდრე თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე მსჯელობა. სხვა კომიტეტებთან შედარებით ეს კომიტეტი ყველაზე სუსტი რგოლია საკანონმდებლო ორგანოში. ან რად ღირს მის მიერ შემუშავებული ორგანული კანონი “ეროვნული უშიშროების საბჭოს” შესახებ და მთავრობის #39 დადგენილება “კრიზისების მართვის საბჭოს შექმნის” შესახებ, რომელმაც კონსტიტუციის 99-ე მუხლს, ფაქტობრივად, ხაზი გადაუსვა, რაც ვერც პარლამენტმა შეამჩნია და ვერც საკონსტიტუციო სასამართლომ.

მოქმედი პარლამენტი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია უუნარონი აღმოჩნდნენ კონსტიტუციის გადამუშავებაში, განსაკუთრებით სუსტი კი _ სამხედრო საკანონმდებლო კანონების შემუშავებაში.

და, ვინაიდან დრო უკვე აღარ ითმენს, მიზანშეწონილი ხომ არ იქნებოდა, ნიმუშად აგვეღო რომელიმე საპარლამენტო რესპუბლიკის ძირითადი კანონი და ქართული ტრადიციების გათვალისწინებით მიგვეღო ახალი კონსტიტუცია?

მიკვირს არასამთავრობოების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ინიციატივა საარჩევნო კანონის გადახედვის თაობაზე. მათ საერთოდ დაავიწყდათ, რომ, პირველ რიგში, ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა საჭირო და არა პარლამენტში მოხვედრის სურვილი.

აშკარად ჩანს, რომ მათი ეს კატეგორიული მოთხოვნა ძირითადად განპირობებულია ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით და არა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე. და ჩვენ (რიგით ადამიანებს) უკვე გამოცდილი და ნანახი გვაქვს, როგორ იქცევიან ისინი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

საზოგადოებრივი მოძრაობასაქართველო მშვიდობისათვის”, უკვე დიდი ხანია, მუშაობს სამხედრო საკანონმდებლო აქტების შემუშავებაგადამუშავებაზე და მათ შორის კონსტიტუციის 50-, 69-, 71-, 73-, 98-, 99- და მე-100 მუხლებზე.

და, თუ თქვენი სურვილიც იქნება, მზადაა დასახმარებლად.

პატივისცემით,

ალექსანდრე ტოლსტოი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here