საახალწლო სექსნადირობა გერმანელ ქალებზე
კელნში ათასობით მიგრანტმა გერმანელ ქალებსა და გოგონებზე იძალადა
ახალი წლის ღამეს გერმანიის ქალაქ კელნში, დომის მოედანზე, ტაძრის წინ და რკინიგზის ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან 1000-მდე აგრესიულად განწყობილი მიგრანტი მამაკაცი თავს დაესხა გამვლელ ქალებსა და არასრულწლოვან გოგონებს. მოძალადეები ქალებს უსირცხვილოდ უფათურებდნენ ხელებს მკერდსა და ფეხებზე, ახევდნენ ტანსაცმელს, საცვლებს, აიძულებდნენ ორალურ სექსს, აუპატიურებდნენ, ძარცვავდნენ, შემდეგ კი აბუჩად იქგებდნენ _ ესროდნენ პეტარდებს. ეს ყველაფერი კი ხდებოდა ასობით პოლიციელის თვალწინ, რომლებმაც წესრიგი ვერ დაიცვეს, რადგან მოძალადეთა რიცხობრივი უპირატესობის შეეშინდათ.
ანალოგიური რამ, ოღონდ ნაკლები მასშტაბით, მოხდა გერმანიის სხვა ქალაქებშიც _ ჰამბურგსა და შტუტგარტში, ამიტომ 2015 წლის საახალწლო ღამეს, ათობით გაუპატიურებული გერმანელი ქალის გამო, “გრძელი ხელების ღამე” უწოდეს.
პოლიციაში შესული უამრავი განცხადების მიუხედავად, გერმანიის ხელისუფლება 4 იანვრამდე ცდილობდა მომხდარის მიჩქმალვას, მაგრამ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა და უკიდურესად აღშფოთებული გერმანელები პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდნენ. ისინი რადიკალური ზომების გატარებას მოითხოვდნენ ხელისუფლებისგან. ბევრს ხელში ეჭირა პლაკატები წარწერით: “ფრაუ მერკელ, სად ხარ?!”.
მერკელის რეაქციამაც არ დააყოვნა _ გერმანიის კანცლერმა მოითხოვა, მკაცრი ზომები გაეტარებინათ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მასობრივ სექსუალურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. კელნის მერმა კი გერმანელ ქალებს ურჩია:
*დაიცვან დისტანცია (გაშვერილი ხელის მანძილზე);
*საკუთარი ინიციატივით არ მივიდნენ უცხო ადამიანებთან;
*ქუჩაში იარონ ჯგუფებად.
ცნობისათვის:
2015 წელს გერმანიამ მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღო, მათ შორის:
*სირიიდან _ 428,5 ათასი;
*ავღანეთიდან _ 154 ათასი;
* ერაყიდან _ 122 ათასი.
კრიზისი მძაფრდება: გერმანელები ლტოლვილებს დიდ საშიშროებად მიიჩნევენ (ხელისუფლება ამის შესახებ საჯაროდ არაფერს იტყვის, მით უმეტეს _ უახლოეს ხანში), ლტოლვილები კი, თავის მხრივ, თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობენ გერმანიის მიწაზე, რადგან დიდია მათ მიმართ სიძულვილი.
როგორც ჩანს, გერმანიამ ამდენი ლტოლვილის მიღებით იმაზე მეტი იტვირთა, ვიდრე შეეძლო. ცხადია, რომ ლტოლვილებისა და თავიანთი თავის უსაფრთხოების უზრუნველყობა გერმანელებს არ შეუძლიათ. და, ვიდრე გერმანიის ხელისუფლება დუმს, ვიდრე ეშინია შეცდომის აღიარების, ზარალდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები და ლტოლვილი ქალები და ბავშვები.
მაგრამ მიგრაციულ პოლიტიკაზე უარის თქმა გერმანიას არ სურს, გერმანიას ხომ არაფერი ეშლება, ისევე, როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნებს?!
კონფლიქტი კი თავისით არ მოგვარდება…
P.S. 8 იანვარს გერმანელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ვაილ–ამ–რაინში დააკავეს ორი სირიელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ახალი წლის ღამეს 14 და 15 წლის ორი გოგონას გაუპატიურებაში.
შობას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 27 ამერიკელი დაიღუპა
აშშ–ში შობას 27 ადამიანი დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 63 _ დაიჭრა, 2-მა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს მონაცემები, რომლებიც ორგანიზაცია Gun Violence Arcghive–მა მოიპოვა, გაზეთმა “ვაშინგტონ პოსტმა” გამოაქვეყნა.
გამოცემის ექსპერტის აზრით, ეს ვითარება არის “პირქუში შეხსენება იმისა, რომ აშშ-ში ძალადობას არდადეგები არ აქვს”. სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ ერთ დღეს _ შობას _ აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიღუპა იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე წლის განმავლობაში იღუპება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ავსტრიაში, ნორვეგიაში, ახალ ზელანდიაში, სლოვენიაში, ესტონეთში, ჰონგკონგში, ისლანდიასა და ბერმუდის კუნძულებზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სულ დაიღუპა 27 მოქალაქე _ რამდენიც მხოლოდ შობა დღეს აშშ-ში.
ორ შემთხვევაში, რომელიც საზეიმო დღეს მოხდა, მასობრივი სროლა ატყდა, შედეგად დაიღუპა 4-ზე მეტი ადამიანი.
Gun Violence Arcghive -ის მონაცემებით, აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოველდღიურად საშუალოდ 36 ადამიანი იღუპება, და 2015 წლის შობას მომხდარი წესია და არა გამონაკლისი.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა
ასეა ამ ბარბაროსებმა მსოფლიოს მიერ საშველად გაწვდილი ხელი უარყვეს აღვირახსნილი მოქმედებით, ამიტო ყველა სახელმწიფომ უკან უნდა გაყარონ. ვინ იცის კიდევ რამდენი ტერორისტია მათ შორის და დროს ელოდება.