Home რუბრიკები პოლიტიკა კახა კალაძე: რა ტრაგედიასაც ე.წ. ექსპერტები ხატავენ “გაზპრომის” შესახებ, არის მარაზმი და...

კახა კალაძე: რა ტრაგედიასაც ე.წ. ექსპერტები ხატავენ “გაზპრომის” შესახებ, არის მარაზმი და არასწორი

467

ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებები ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან ხაზი გაუსვა, რომ არა ერთი წელია, საქართველოს “გაზპრომთან” ურთიერთობა აქვს და ხელშეკრულების გადახედვა ყოველწლიურად ხდება.

 “ამ შემთხვევაში მოთხოვნაა, შეიცვალოს ხელშეკრულების პირობები _ გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე, ანუ ჩვენ მიერ გატარებული 10-პროცენტიანი მოცულობის მაგივრად გადაგვიხადონ თანხა. დიდი ხანია, ეს მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს. რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ გაუგებარ განცხადებებს ე.წ. ექსპერტების მხრიდან. თუ ვინმეს მართლა აქვს სურვილი, შეიტყოს დეტალები, ენერგეტიკის სამინისტრო, პირადად მე, მზად ვართ, ამ ადამიანებს შევხვდეთ – მოვიდნენ და მივაწვდით ყველა ინფორმაციას, თუმცა შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული. სამუშაო შეხვედრების შემდეგ, რომლებიც რამდენიმეჯერ გაიმართა, შედეგი არ დამდგარა. როდესაც შეთანხმებას მივაღწევთ, ყველასთვის იქნება ცნობილი”, _ აღნიშნა ვიცეპრემიერმა და დასძინა, რომ საუბარია “გაზპრომთან” ახალ, 1-წლიან ხელშეკრულებაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here