Home რუბრიკები პოლიტიკა ფინეთისა და შვედეთის პრემიერმინისტრები ნატოში გაერთიანების წინააღმდეგ გამოვიდნენ

ფინეთისა და შვედეთის პრემიერმინისტრები ნატოში გაერთიანების წინააღმდეგ გამოვიდნენ

608

 “ფინეთი და შვედეთი არ უნდა შევიდნენ რომელიმე სამხედრო ალიანსში”, _ ნათქვამია ორი ქვეყნის პრემიერმინისტრების _ იუჰა სიპილიასა და სტეფან ლევენის _ ერთობლივ სტატიაში.

პრემიერთა აზრით, ლტოლვილთა ნაკადმა, ტერაქტებმა საფრანგეთში, საომარმა მოქმედებებმა უკრაინაში, სამხედრო აქტივობებმა ბალტიისპირეთში ევროპაში ვითარება გაამწვავა.

“არც ფინეთი და არც შვედეთი რომელიმე სამხედრო ალიანსში გაერთიანებული არ არის. ვთვლით, რომ მან კარგი სამსახური გაგვიწია და ეს არის გამოცდილება, რომელსაც საფრთხის შეფასებისას ვითვალისწინებთ. ეს, აგრეთვე, ხელს უწყობს ევროპის ჩრდილოეთში სტაბილურობასა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. ჩვენ არ ვირჩევთ იზოლაციის გზას და ვთანამშრომლობთ ევროკავშირის ქვეყნებთან, ბალტიისპირეთთან, გაეროსთან, აგრეთვე, ნატოსთან, მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ ამ სამხედრო ბლოკის წევრები”, _ ნათქვამია ფინეთისა და შვედეთის პრემიერების ერთობლივ წერილში.

აღსანიშნავია, რომ შარშან ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციურმა პარტია “ცენტრმა”, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფინეთის გაწევრების წინააღმდეგია. ფინეთის თავდაცვის მინისტრმა იური ნიინისტემ კი ფინეთისა და შვედეთის ერთობლივი სამხედრო ქვედანაყოფების შექმნით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ალტერნატივის შესახებ განაცხადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here