Home რუბრიკები პოლიტიკა ზურაბ აბაშიძე: მომავალი წლიდან მარტივი მიმოსვლა გვექნება რუსეთთან

ზურაბ აბაშიძე: მომავალი წლიდან მარტივი მიმოსვლა გვექნება რუსეთთან

464

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის _ ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთთან უვიზო მიმოსვლა ან რეჟიმის გამარტივება მომავალი წლიდან დაიწყება.

“მომავალი წლიდან მარტივი მიმოსვლა გვექნება რუსეთთან. მიუხედავად ურთულესი პრობლემებისა, ჩვენ შევძელით შეხების წერტილების პოვნა. რუსეთი გეგმავს სავიზო რეჟიმის მოხსნას ან გამარტივებას. სანაცვლოდ არაფერი მოგვეთხოვება. ჩვენ რაც შეგვეძლო, წლებია, გამარტივებულია ჩვენი მხრიდან. სამი წელია, ამ შეკითხვას მისვამთ და გპასუხობთ, ახლაც ვიტყვი, რომ არ დასმულა  აფხაზეთის რკინიგზის  საკითხი და არც განიხილება”, – განაცხადა აბაშიძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here