Home რუბრიკები საზოგადოება რომის პაპი: ეს შობა შესაძლოა, უკანასკნელი იყოს

რომის პაპი: ეს შობა შესაძლოა, უკანასკნელი იყოს

641

რომის პაპმა ფრანცისკმა რამდენიმე დღის წინათ წმიდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხის წინაშე განაცხადა, რომ წლევანდელი შობა, შესაძლოა, უკანასკნელი გახდეს კაცობრიობისთვის

რომის პაპმა თავის პირქუშ ქადაგებაში  თქვა, რომ მსოფლიოს დღევანდელი ქაოსური მდგომარეობა “ჟამთა აღსასრულის” დასაწყისზე მიანიშნებს და, რომ მომავალ წელს მსოფლიო რადიკალურად შეიცვლება. ადრე ფრანცისკი მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე ლაპარაკობდა. პონტიფიკმა თავისი მოსაზრება კიდევ უფრო განავითარა. მან მოედანზე შეკრებილ ხალხს განუცხადა: “იმ დროს, როდესაც მსოფლიო შიმშილობს, იწვის და ქაოსში ეფლობა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, ამ წელს შობის დღესასწაულობა შეიძლება უკანასკნელი გახდეს”. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here