საწოლში მასწავლებელთან
2015 წლის 2 ივლისს ფლორიდის (აშშ) სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მასწავლებელი ქალის _ ჯენიფერ ფიხტერის მიმართ, რომელიც დამნაშავედ ცნო სამ არასრუწლოვან მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში. ფიხტერს 22 წლით აღუკვეთეს თავისუფლება (ამ ამბის შესახებ “საქართველო და მსოფლიო” წერდა ამა წლის 44-ე ნომერში), მან ერთი წლით ნაკლები უნდა გაატაროს ციხეში, ვიდრე ანდრეს ბრეივიკმა, რომელმაც ნორვეგიაში 77 უდანაშაულო ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.
გარყვნილი სადისტი
61 წლის მარკ ბრენდტი ლოს ანჯელესის ერთ–ერთ სკოლაში (Miramonte Shool) 30 წლის განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად. ის 2012 წელს მოსწავლეების მიმართ სადისტური დამოკიდებულებისა და სექსუალური ძალადობის გამო დააპატიმრეს. როგორც გაირკვა, მასწავლებელი მოსწავლეებს თვალებს უხვევდა და სახეზე ტარაკნებს ასვამდა. მარკ ბრენტს, აგრეთვე, ბრალი დაედო 7-დან 10 წლამდე 23 მოსწავლესთან (ბიჭებსა და გოგონებთან) სექსუალური აქტის გამო.
ბრიანა ალტისის ვნებანი
ამა წლის 10 ივლისს კი აშშ–ში ახალი სკანდალი მოხდა. სასამართლომ ქალაქ კეისვილის (იუტას შტატი) მკვიდრი, ინგლისური ენის მასწავლებელი, 35 წლის ბრიანა ალტისი დამნაშავედ ცნო სამი მოსწავლის გარყვნაში.
ამერიკული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიანა ალტისი იმ ერთ-ერთი მოსწავლის ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს, რომელთანაც ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა. მოზარდმა ზუსტად აღწერა ალტისის სხეულზე ტატუები და ოთახების განლაგება სახლში, სადაც ჰქონდათ სექსი. მასწავლებელი ქალისა და მოსწავლის ურთიერთობა კი დაიწყო 2013 წელს, როდესაც მოზარდი 15 წლის იყო.
სასამართლოს პროცესზე ბრიანა ალტისმა აღიარა დანაშაული და მოუბოდიშა მოსწავლეებს. “მე ადამიანი ვარ და ჩემი ცხოვრების რთულ პერიოდში შეცდომები დავუშვი”, _ თქვა ქალმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრიანა ალტისი ციხეში 2 წელს გაატარებს, შემდეგ კი მას მიეცემა უფლება, გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართოს სასამართლოს და, თუკი გაათავისუფლებენ, ეს იქნება პირობითი თავისუფლება 28 წლის ვადით.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა, ბრიანა ალტისის ქმარმა განქორწინება და მათი საერთო შვილის მეურვეობა მოითხოვა. ამას გარდა, მასწავლებელი ქალი სკოლიდან დაითხოვეს.
სექსი 14 წლის მოზარდთან
2013 წელს დააპატიმრეს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ფიტჩბერგის ერთ–ერთი სკოლის სექსუალური განათლებისა და აღზრდის მასწავლებელი, 27 წლის რეიჩელ გენდრონი. მასწავლებელ ქალს ბრალი დასდეს 14 წლის მოსწავლესთან სექსუალურ ურთიერთობაში. რეიჩელ გენდრონს 2 წლითა და 6 თვით აღუკვეთეს თავისუფლება.
სექსი თუ შექსპირის სონეტები?!
ამერიკელ კოლეგებს არ ჩამორჩა 32 წლის ბრიტანელი სანდრინ ბრაუნი. ქალაქ უორიკის (უორკშირის საგრაფო) სკოლის მასწავლებელი იმ მომენტში დააპატიმრეს, როდესაც თავის 14-15 წლის 2 მოსწავლე გოგონასთან ერთად საწოლში განცხრომას ეძლეოდა. მიუხედავად ამისა, ქალაქის პროკურორის განცხადებით, “ბრალდების მხარეს აქვს მტკიცებულება, რომ ეს სამი საწოლში ერთად იწვნენ, მაგრამ არ აქვს მტკიცებულება, რომ სექსით იყვნენ დაკავებულნი”, _ ნუუ, რა თქმა უნდა, ისინი შექსპირის სონეტებს კითხულობდნენ!
ჯგუფური სექსი მოსწავლესთან
2014 წლის ოქტომბერში საინფორმაციო სააგენტო Associated Press–მა გამაოგნებელი ინფორმაცია გაავრცელა: ლუიზიანის შტატის ქალაქ კენერის სკოლა Destrehan High School–ის ორ მასწავლებელ ქალს _ 32 წლის შელი დიუფრენსესა და 24 წლის რეიჩელ რესპრესს _ ჯგუფური სექსი ჰქონდათ 16 წლის მოსწავლესთან.
იუვენალური სასამართლოს ადგილობრივმა ორგანოებმა მასწავლებელი ქალების დაპატიმრების სანქცია მას შემდეგ გასცეს, როცა “გაუპატიურებულმა” მოსწავლემ თავის თანაკლასელებთან ტრაბახი დაიწყო, რა წარმატებას მიაღწია ქალებში. მასწავლებელ ქალებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე საქმის ხანგრძლივი გარჩევა ელით.
გოგონების გამრყვნელი მასწავლებელი
ლოს ანჯელესის სკოლის მასწავლებელი, 45 წლის ჯორჯ ერნანდესი, სამჯერ დაადანაშაულეს მოსწავლე გოგონებთან სექსუალურ კავშირში.
როდესაც მას ოფიციალურად წაუყენეს ბრალდება, მექსიკაში გაიქცა. სამართალდამცველებმა ერნანდესის ბინაში იპოვეს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია, როგორ ძალადობს მასწავლებელი მეორეკლასელ გოგონაზე.
ჯორჯ ერნანდესი ამჟამად თავისუფალია და მას ჰანტინგტონ-პარკის დეპარტამენტის პოლიცია ეძებს.
მასწავლებელს, რომელსაც სექსი ჰქონდა 5 მოზარდთან, 3 წლით აღუკვეთეს თავისუფლება
კალიფორნიაში სკოლა Centennial–ის მასწავლებელი, 32 წლის სამერ მიშელ ჰანსენი, რომელიც გათხოვილია, 5 მოსწავლესთან სექსუალურ ურთიერთობაში დაანაშაულეს. ჰანსენმა აღიარა დანაშაული და მას სამი წლით აღუკვეთეს თავისუფლება (ემუქრებოდა 13-წლიანი პატიმრობა).