Home რუბრიკები საზოგადოება სულხან მოლაშვილი: იცით, უწმინდესმა რამდენი პატიმრის სიცოცხლე გადაარჩინა?!

სულხან მოლაშვილი: იცით, უწმინდესმა რამდენი პატიმრის სიცოცხლე გადაარჩინა?!

487

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე პატიმრების შეწყალების თაობაზე საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის _ ილია მეორის ინიციატივაზე საუბრობს და ამბობს, რომრამდენიც უნდა აუკრძალონ პატრიარქს შეწყალებაში მონაწილეობა, მაინც გააკეთებს თავის გასაკეთებელს”. 

„საპატრიარქო არასდროს შედის  პოლიტიკურ კამათში, ეს თემაც ამიტომ დაიხურა. თეა თუთბერიძე და რამდენიმე რესპუბლიკელი რომ პატრიარქს ებრძვიან, დიდი ხანია, ვიცი, მაგრამ ძალიან გამაკვირვა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ, _ თურმე მსოფლიოში ანალოგი არ მოიძებნება, რომ პატრიარქი მსჯავრდადებულების შეწყალების საკითხებში ერეოდეს. რომ გავიძახით, ევროპას უნდა მივბაძოთო, შეგახსენებთ: როდესაც თურქეთის მოქალაქემ რომის პაპ იოანე-პავლე მეორეზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელა და დაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმე წლის შემდეგ რომის პაპმა თურქი ტერორისტი პირადად მოინახულა, მეტიც, ხელისუფლებას თხოვნით მიმართა და შეიწყალეს. დაინგრა ამით ევროპული მართლმსაჯულების სისტემა?! იცით, უწმინდესმა რამდენი პატიმრის სიცოცხლე გადაარჩინა?! ყველა რელიგიურ დღესასწაულს პატიმრების მონახულებით იწყებდა. მახსოვს, სააღდგომოდ ახალაიამ ე.წ. პერედაჩი აკრძალა, რათა პასკა და კვერცხი არ შეეტანათ ციხეში. არ ვიცი, რა გზებითა და საშუალებებით, მაგრამ, როცა ხალხი ულუკმაპუროდ იყო მიგდებული, ჭიშკარი გაიღო და მისი უწმინდესობა შემობრძანდა ორი დატვირთული მიკროავტობუსის თანხლებით. ამ ემოციების გადმოცემა შეუძლებელია. ეს შეწყალებაზე მეტი იყო! თქვე უბედურებო, რამდენიც უნდა აუკრძალოთ პატრიარქს შეწყალებაში მონაწილეობა, მაინც გააკეთებს თავის გასაკეთებელს. იქნებ ჯერ საკუთარ თვალში დაინახოთ დირე? როცა პარლამენტის თავმჯდომარე ხარ და თავდაცვის მინისტრად გამწესებული შენი ცოლი ანგარიშს გაბარებს, ნეპოტიზმთან ხომ არ გვაქვს საქმე?! გგონიათ, საზოგადოება დაბრმავდა და ვერაფერს ვხედავთ?” _ განაცხადა სულხან მოლაშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here