Home რუბრიკები პოლიტიკა ყველაზე მატყუარა პოლიტიკოსები

ყველაზე მატყუარა პოლიტიკოსები

803

დასავლელი პოლიტიკოსების ერთერთი თვისება ტყუილის თქმაა. მხოლოდ ჰიტლერი რად ღირს, რომელმაც ცრუ თეორიებით გერმანელთა მთელი თაობა გააბრუა და აიძულა, სხვა ადამიანები დაეხოცა. ახლაც იგივე ხდება, ოღონდ _ შეფარულად.

პროპაგანდისტული კამპანია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ  იმისთვის სჭირდებათ, რომ ამ ქვეყნებში წინააღმდეგობის გაუწევად შეიყვანონ ჯარები და დასაჯონ დამნაშავე “დიქტატორები”, დახოცონ მშვიდობიანი მოქალაქეები, გაძარცვონ სახელმწიფოები და დაეპატრონონ მათ სიმდიდრეებს. დასავლელი პოლიტიკოსები ტყუილებით კვებავენ, პირველ რიგში, თავიანთი ქვეყნების მოქალაქეებს, ცდილობენ, დაარწმუნონ ისინი, რომ მათი ხელისუფლება ერთადერთ სწორ პოზიციას იკავებს და აუცილებელია ჯარების გაგზავნა სირიაში. იქ ხომ დიქტატორი და ტერორისტები არიან?!

თუმცა, როგორც გაირკვა, ამ სატყუარას ბევრი არ ყლაპავს.

გერმანულმა გამოცემამ ALLES SCHALL UND RAUCH-მა თავისი მკითხველების საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა საკითხზე _ “ვინ არის წლის მთავარი მატყუარა?”

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, წლის მთავარი მატყუარა არის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი (39%), მეორე ადგილზეა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა (21%), მესამეზე _ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი (18%), მეოთხეზე _ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ (8%), მეხუთეზე _ უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო (7%).

გამოკითხვაში მონაწილეობდა 40 ქვეყნის 3000 მოქალაქე.

“2015 წლის მთავარი მატყუარას” კანდიდატებად გამოცემამ დაასახელა: იაპონიის პრემიერმინისტრი სინძო აბე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, უნგრეთის მთავრობის მეთაური ვიქტორ ორბანი, საბერძნეთის პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, შვეიცარიის პრეზიდენტი სიმონეტა სომორუგა, ავსტრიის კანცლერი ვერნერ ფაიმანი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც პირველი ადგილი დაიმსახურა. ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ ანგელა მერკელი ყველაზე მატყუარა პოლიტიკოსია, ჟურნალმა “თაიმმა” ის “წლის ადამიანად” დაასახელა.

ყველაფერი თავდაყირა დადგა და ყველაფერი ისე ხდება, როგორც ინგლისელი მწერლის _ ჯორჯ ორუელის წიგნებში: “ომი _ ეს არის მშვიდობა, ტყუილი _ ეს არის სიმართლე!”

P.S. საინტერესოა, რომელ ადგილს დაიკავებდა ამ გამოკითხვაში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2008 წელს გვიმტკცებდა, რუსეთთან ომში გავიმარჯვეთო, და ამის აღსანიშნავად ტაშფანდურაც კი გამართა რუსთაველის პროსპექტზე, ახლახან კი კიეველებს უმტკიცებდა, პატიოსნების მეტი არაფერი გამაჩნიაო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here