Home რუბრიკები პოლიტიკა პოლ კრეიგ რობერტსი: ვაშინგტონს მსოფლიო არმაგედონისკენ მიჰყავს, ევროპა კი ინსტრუმენტია

პოლ კრეიგ რობერტსი: ვაშინგტონს მსოფლიო არმაგედონისკენ მიჰყავს, ევროპა კი ინსტრუმენტია

492

თუ რუსეთი ვერ შეძლებს ევროპის გაღვიძებას, ომი გარდაუვალია

ცნობილი ამერიკელი ეკონომისტისა და პუბლიცისტის _ პოლ კრეიგ რობერტსის აზრით, რუსეთის განზრახვა, ომი თავიდან აიცილოს, საერთაშორისო ვითარებას ძაბავს.

“28 სექტემბერს, გაეროს 70 წლისთავის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აღარ მოითმენს მსოფლიოში შექმნილ ვითარებას. ორი დღის შემდეგ კი, სირიის მთავრობის მოწვევით, რუსეთმა დაიწყო ომი დაიშის (დაიში _ ად დაულია ალ-ისლამია ფილ ირაკ უა აშ-შამ, ანუ “ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფო”. შამი _ არაბული სახელწოდებაა ლევანტის, ტერიტორიისა, რომელიც აერთიანებს სირიას, ლიბანსა და პალესტინას. დაიში _ ეს არის იგივე “ისლამური სახელმწიფო”) წინააღმდეგ. რუსეთმა წარმატებას მიაღწია “ისლამური სახელმწიფოს” ბაზების განადგურების საქმეში და დაეხმარა სირიის არმიას, დაებრუნებინა “ბოევიკების” მიერ მიტაცებული რაიონები. რუსეთმა გაანადგურა ათასობით ბენზინმზიდი, რომელთა დახმარებითაც “ისლამურ სახელმწიფოს” მოპარული სირიული ნავთობი თურქეთში გადაჰქონდა იმ განგსტერის ოჯახისთვის, რომელიც ამჟამად თურქეთს მართავს.

რუსეთის გაბედული მოქმედება მოულოდნელი იყო ვაშინგტონისთვის. იმის შიშით, რომ რუსეთის სწრაფი წარმატება ხელს შეუშლის ამერიკისა და ნატოს ვასალებს ასადის წინააღმდეგ ომის წარმოებაში, ხოლო მარიონეტულ მთავრობას კიევში რუსეთისთვის ბორბლებში ჯოხის გაჩხერაში, ვაშინგტონმა თურქეთის ხელით მოაწყო რუსეთის ბომბდამშენის ჩამოგდება. ეს მოხდა რუსეთისა და ნატოს შეთანხმების მიუხედავად, რომლის მიხედვით თავიდან უნდა ყოფილიყო აცილებული ინციდენტი რუსეთის ავიაციის მოქმედების ზონაში.

უარყო რა თავისი მონაწილეობა, ვაშინგტონმა ისარგებლა თვითმფრინავის ჩამოგდებაზე რუსეთის თავშეკავებული რეაქციით, ხოლო თურქეთმა არც კი მოიბოდიშა და დაიწყო ევროპის დარწმუნება, რომ რუსეთი ქაღალდის ვეფხვია და რომ რუსეთზე ზემოქმედება ახლო აღმოსავლეთის, უკრაინის, საქართველოს, ჩერნოგორისა და ა.შ. საკითხებზე რისკის შემცველი არ არის. ამერიკელთა რამდენიმე დღის წინანდელი შეტევა ასადის მეომრებზე სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ გაემყარებინა თვალსაზრისი: რუსეთის საქციელი, რომელიც პასუხისმგებლობის გაცნობიერებიდან გამომდინარეობს და ომის აცილებისკენ არის მიმართული, შიშისა და სისუსტის ნიშანია.

რუსეთის თავშეკავებული პასუხი პროვოკაციებზე მათ მომწყობებს კიდევ უფრო მეტი პროვოკაციის ჩადენისკენ აქეზებს. ვაშინგტონმა და მისმა გულუბრყვილო ვასალებმა კაცობრიობა მიიყვანეს ძალიან საშიში ვითარების ზღვარზე, როდესაც რუსეთი და ჩინეთი არჩევანის წინაშე დააყენეს: დათანხმდნენ ამერიკის ვასალობას ან მოემზადონ ომისთვის.

რუსეთის მთავრობამ ფსონი დიპლომატიურ მიდგომაზე დადო და ევროპის ქვეყნების მთავრობებს მიმართა. კრემლს იმედი ჰქონდა, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობები გააცნობიერებდნენ, რომ მათი ინტერესები სულ უფრო შორდება აშშ-ის ინტერესებს, მაგრამ ამ პოლიტიკამ საკუთარი თავი ამოწურა.

ახლა მსოფლიო პარადოქსული ვითარების მომსწრეა: რუსეთის გაბედული გადაწყვეტილება, თავიდან აიცილოს ომი, მას (და არამხოლოდ) სწორედ ომისკენ უბიძგებს.

ეჭვგარეშეა, რომ ვაშინგტონს მსოფლიო არმაგედონისკენ მიჰყავს, ევროპა კი ამ საქმეში მხოლოდ ინსტრუმენტია. თუ რუსეთი ვერ შეძლებს ევროპის გაღვიძებას, ომი გარდაუვალია”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here