Home რუბრიკები ბლოგი DWN: აშშ, რუსეთის ჯიბრზე, ნებისმიერ ფასად ცდილობს „შეიყვანოს“ უკრაინა და საქართველო...

DWN: აშშ, რუსეთის ჯიბრზე, ნებისმიერ ფასად ცდილობს „შეიყვანოს“ უკრაინა და საქართველო ევროკავშირში

562

ვაშინგტონი,  ნებისმიერ ფასად  ცდილობს არ დაუშვას რუსეთს და უკრაინას შორის ურთიერთობების განახლება,  წერს გერმანული გამოცემა Deutsche Wirtschafts Nachrichten. ამის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს უვიზო რეჟიმის შესაძლო შემოღება ევროკავშირთან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არ ატარებს რეფორმებს და თითქმის მთელი ხელისუფლება კორუმპირებულია.     

საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის, ვიზების შესაძლო გაუქმების საკითხი ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე,  წარმოადგენს „აშშ-ის საჭადრაკო გეოპოლიტიკურ სვლას“. მისი მიზანია ამ ქვეყნების რუსეთისგან მაქსიმალურად იზოლირება და შესაძლო დაახლოების პროცესების ჩაშლა. ამის შესახებ  წერს პოპულარული გერმანული გამოცემა.

„ უკრაინა, ნებისმიერ ფასად უნდათ შეიყვანონ ევროკავშირში, რათა მოახდინონ მისი იზოლირება რუსეთისგან. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ვაშინგტონის „მითითება- დირექტივა“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისამართით, რომელშიც ის ითხოვს ფონდისგან, რომ ამ უკანასკნელმა მოახდინოს საკუთარი განაწესის კორექტირება, რათა გადაარჩინოს „ქვეყანა ბანკროტი“-უკრაინა, იმის გათვალისწინებით, რომ კიევი ვერ იხდის თავის ვალებს მოსკოვის მიმართ“,- განმარტავს სტატიის ავტორი.

გასაოცარია ის ფაქტი, რომ ევროკომისია ცდილობს ვიზების  გაუქმებას  საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისათვის, იმდენად რამდენადაც, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გერმანიაში აცხადებდნენ, რომ კიევმა ვერ მიაღწია ვერანაირ წინსვლას კორუფციასთან ბრძოლაში, ხოლო ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი მოქმედი პრემიერის არსენიი იაცენიუკის გადაყენებასაც კი ითხოვდა, კორუფციულ სკანდალებთან დაკავშირებით, წერს ავტორი.

მოსალოდნელია, რომ 15 დეკემბერს, ევროკომისია წარმოადგენს ანგარიშს კიევის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრამის შესრულების შესახებ.

 ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის აუცილებელი იყო უმაღლეს რადას მიეღო რიგი კანონპროექტებისა, თუმცა  სრულად ისინი არ იქნა მიღებული, ნაწილი მათგანი შესწორებულია და ელოდება ევროკომისიის ექსპერტიზას.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here