Home რუბრიკები ბლოგი ამერიკელი პოლიტოლოგი: „ანტირუსული სიცრუის მანქანა არასოდეს ჩერდება“

ამერიკელი პოლიტოლოგი: „ანტირუსული სიცრუის მანქანა არასოდეს ჩერდება“

709

ამერიკელი პოლიტოლოგი ჩიკაგოდან, სტივენ ლენდმანი, თავის სტატიაში „ ანტირუსული სიცრუის მანქანა მოქმედებაში“ , მოგვითხრობს დასავლეთის პროპაგანდისტური კამპანიის შესახებ, რომელიც სირიაში რუსეთის ოპერაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

„სიცრუის მანქანა“ არასდროს ისვენებს, ამჟამად პიკზეა კამპანია რუსეთის ოპერაციის წინააღმდეგ სირიაში, რომელსაც ის აწარმოებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსული და ამერიკული თვითმფრინავები ერთსა და იმავე ტერიტორიას ბომბავენ, ოღონდ სრულიად სხვადასხვა მიზეზებით: თუ მოსკოვის მოქმედებები მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ანუ ბოროტების აღსაკვეთად, ვაშინგტონი თავის მხრივ აქტიურად  მხარს  უჭერს  „ისლამურ სახელმწიფოს“, ანადგურებს სირიის არმიის პოზიციებს და ამავდროულად  ფარისევლურად საწინააღმდეგოს  ამტკიცებს.

აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის უწყებებმა, აკრიტიკებენ რა მოსკოვს,  მკვეთრად  გააფართოვეს სიცრუის ნაკადი, რომელიც რუსეთის მისამართით ისედაც საკმაოდ მიედინებოდა, იმის მაგივრად აქტიურად ებრძოლონ  სირიაში მოპარპაშე ტერორისტებს.

თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი აცხადებს, რომ რუსული ავიადარტყმები „ცეცხლზე ნავთის დასხმის“ ტოლფასია.

„ ჩვენ მხარს არა ასადს, არამედ ოპოზიციას უნდა ვუჭერდეთ, რომელიც პოლიტიკური ცვლილებებისკენ მიისწაფვის, რაც ასადის  წასვლაში უნდა გამოიხატოს. აი, რატომ არ უნდა ვუჭერდეთ მხარს რუსეთის ოპერაციას სირიაში“,- ასკვნის მინისტრი.

კარტერი და აშშ-ის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები შიშობენ, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში  შესაძლებელია წარმატებით დასრულდეს, რაც ვაშინგტონის იმპერიულ სტრატეგიას ძირს გამოუთხრის.

 მოსკოვის თხოვნის მიუხადავად,  გაათავისუფლონ სირიის საჰაერო სივრცე, რუსულ და ამერიკულ ავიაციას შორის შემთხვევითი საჰაერო ინციდენტების აღკვეთის მიზნით, ჯონ კერი აცხადებს, რომ ეგრეთწოდებული „კოალიციის“ დარტყმები კვლავ გაგრძელდება.

„ისლამურ სახელმწიფოსთვის“ ამერიკის მხრიდან ომის გამოცხადება  სრულ ფიქციას წარმოადგენს. ამავე დროს რუსეთი ტერორისტებს რეალურად ებრძვის და სწორედ ამიტომ ობამას ადმინისტრაცია შეშფოთებულია რუსეთის ჩარევით, რომელიც სრულად პასუხობს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

სირიის ხელისუფლება გასაგებად აცხადებს, რომ „რუსეთი სამხედრო-საჰაერო ძალების გაგზავნას კანონიერად  ახორციელებს – სირიის სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე“. სწორედ ეს გაახმოვანა ვლადიმირ პუტინისადმი გაგზავნილ  წერილში სირიის კანონიერად არჩეულმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა, რომელიც გარკვეული ამბიციური მიზეზების გამო  ამერიკის „ხუშტურებს“ მსხვეპლად უნდათ შეწირონ.

გაეროს უშიშროების საბჭოს სესიაზე, რომელზეც ტერორიზმთან ბრძოლას განიხილავდნენ, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ-მუალემმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ვაშინგტონის სამხედრო მანქანის, ევროკავშირელ თანამონაწილეებთან ერთად  გასაჩერებლად, გაეროს ჯერ არაფერი გაუკეთებია. ისინი კვლავ აგრძელებენ „ისლამური სახელმწიფოსთვის“ იარაღის მიყიდვას და აფინანსებენ ტერორისტებს.

 ამჟამად, მოსკოვი ყველანაირად ეწინააღმდეგება კოალიციის მხრიდან მომდინარე აგრესიას. შეგახსენებთ, რომ კოალიციაში აშშ-ს გარდა შედიან: ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა და ავსტრალია, თურქეთთან, საუდის არაბეთთან, ყატართან, სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან და იორდანიასთან ერთად.

მუალემმა, სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარების აღმოჩენისთვის,
ვლადიმირ პუტინს მალდობა გადაუხადა. იქნება თუ არა ეს დახმარება საკმარისი რეგიონში  ძალთა თანაფარდობის შესაცვლელად, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, თითქოს რუსულ ავიადარტყმებს  მშვიდობიანი მოსახლეობა  შეეწირა, ეს ყველაფერი სპეციალურადაა შემოგდებული იმისათვის, რომ მოსკოვის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე ძალის კანონიერად გამოყენების დისკრედიტაცია მოახდინონ.

განცვიფრებას იწვევს სოციალური მედიის მიერ მიწოდებული გაყალბებული მტკიცებულებების მაშტაბი და სისწრაფე, მათ შორის „სავარაუდო მსხვერპლის გაყალბებული ფოტოები“. ყოველივე ეს ამერიკული იმპერიული პროპაგანდის ნიმუშს წარმოადგენს.    

მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ, ფოტო, რომელზეც გოგონაა გამოსახული სისხლმდენი ჭრილობებით, ფოტოს ახლავს წარწერა  „რუსეთმა ჰომსზე დარტყმა განახორციელა, მოკლულია 33 სამოქალაქო პირი, მათ შორის 3 ბავშვი“, რაც აშკარა სიცრუეა, აღნიშნული ბავშვი სინამდვილეში 25 სექტემბერსაა დაჭრილი, ანუ 5 დღით ადრე, ვიდრე რუსეთი საჰაერო კამპანიას დაიწყებდა. არანაირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მსხვერპლზე სამოქალაქო მოსახლეობას შორის  დღესდღეობით არ არსებობს.

დასავლური მედია ერთხმად გამოდის რუსეთის კამპანიის წინააღმდეგ სირიაში.

გაზეთი  New York– ამერიკული პროპაგანდისტური სტატიის ტიპიური დასახელება: „რუსები ბომბავენ სირიას და  არა „ისლამურ სახელმწიფოს“. წყარო: ამერიკელი მაღალჩინოსნები- ცნობილი მატყუარები.

The Washington Post რუსეთის კამპანიას „ რუსეთის აგრესიას…ობამას  შეურაცხყოფას… დაძაბულობის ზრდას“ უწოდებს.

The Wall Street Journal  აქვეყნებს სტატიას სათაურით: რუსული თვითმფრინავები ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მხარდაჭერილ მეამბოხეებს ბომბავენ სირიაში- გვიამბობენ ამერიკელი მაღალჩინოსნები“. სინამდვილეში კი,  ეს „მეამბოხეები“ არიან სწორედ ის ტერორისტები, რომლებიც შედიან „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში და სხვა ისლამურ ტერორისტულ დაჯგუფებებში.

ზომიერი „მეამბოხეები“ უბრალოდ არ არსებობენ, იმდენად მაინც ზომიერი, რომ მათთან საუბარი შეიძლებოდეს. გენერალი ლლოიდ ოსტინი აღიარებს, რომ აშშ მილიონობით დოლარს ხარჯავს ამ ე.წ. „მეამბოხეების“ მოსამზადებლად.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის საკუთრებაში მყოფი არხი BBC სვამს კითხვას:  „რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ ანადგურებს, თუ პრეზიდენტ ასადს მფარველობს. ობიექტები რომლებზეც დარტყმები განხორციელდა არ ეკუთვნის „ისლამურ სახელმწიფოს“.

CNN აცხადებს: „აშშ-ს აქვს შეკითხვა: „რუსეთი ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის, თუ….“

Fox News ასე ასათაურებს თავის მასალას: „ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ მხარი დაუჭირა მეამბოხეებს, რომლებიც გახდნენ რუსული ავიადარტყმების სამიზნე“.

 საერთოდ, დასავლური მედიასაშუალებები პოლიტიკური თემატიკის ყველა ძირითადი მიმართულებით, რეალური ინფორმაციის ნაცვლად, სახელისუფლებო პროპაგანდას ავრცელებენ, რითაც მეტად შეურაცხყოფენ თავის მკითხველს.

 ეჭვგარეშეა,  სირიის მოვლენებში მოსკოვის მონაწილეობა ვაშინგტონის ჰეგემონიის პირველ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

ამავდროულად, ანტირუსული პროპაგანდა ვერ შეცვლის რეალურ სიტუაციას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: „ისლამური სახელმწიფო“ სერიოზულ მოწინააღმდეგეს გადაეყარა, ხოლო ვაშინგტონელი მაღალჩინოსნები, რომლებიც ამას ვერ ან არ ხვდებიან მთვარეულებს მაგონებენ.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here