Home რუბრიკები ისტორია სტალინი და თანამედროვე მსოფლიო

სტალინი და თანამედროვე მსოფლიო

801

1927 წლის 28 ივლისს გაზეთპრავდის” 169- ნომერში გამოქვეყნდა სტალინის სტატია: “შენიშვნები თანამედროვე თემებზე”. პირველი თემა, რომელსაც სტალინი საგაზეთო სტატიაში განიხილავდა, იყოომის საფრთხის შესახებ”. სწორედ ამ თემაზე უნდა ავაგო ჩემი საავტორო გვერდის დღევანდელი მასალა, რომელიც ინტერესმოკლებული არ იქნება მკითხველისთვის.

კოლონიური მონობისგან თავდახსნილმა დიდმა თუ პატარა ქვეყნებმა სწრაფი აღმავლობა დაიწყეს, როგორც კულტურის სფეროში, ისე ეკონომიკაში. ინგლისელი (იგულისხმეთ ამერიკა _ გრ. ონიანი) კოლონიზატორები, რომლებიც წლების განმავლობაში ძარცვავდნენ და აპარტახებდნენ კაცობრიობის კულტურის აკვანს _ შუამდინარეთს, ერაყელმა და ავღანელმა ხალხებმა ცხვრებივით გარეკეს თავიანთი ქვეყნებიდან, ამავე პერიოდში უდაბნოებში გაფანტული გაველურებული ლიბიელი ხალხი გაერთიანდა და ცხოველური ყოფიდან ადამიანურ სივრცეში გადაინაცვლა. მონობიდან თავი იხსნა ეგვიპტემ და სირიამ. ამ პერიოდში დაიმსხვრა მსოფლიო კოლონიალიზმი და ხალხმაც თითქოს ამოისუნთქა, მაგრამ კაცმა თუ ბუნების ძალამ მსოფლიოს ხალხებს მიწაზე დაშვებული ღმერთი მოუკლა და ქვეყანაც აირია.

ზღვისა და ხმელეთის მეკობრემ, ატლანტიკისგაღმელმა მგელმა _ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა _ იყნოსა რა ნავთობის სუნი, საერთაშორისო კანონების ფეხქვეშ გათელვით ჯოჯოხეთი დაატრიალა შუამდინარეთში: მოსპო ანტიკური ცივილიზაცია, გაწყვიტა მოსახლეობა, ქვეყნის მეთაურ სადამ ჰუსეინს ჯერ შვილები დაუხოცა, შემდეგ კი მთელი მსოფლიოს დასანახავად დიდ მოედანზე სახრჩობელაზე ჩამოკიდა. წარმატებით თავბრუდახვეული მგელი ლიბიაში შეიჭრა და ყელი გამოსჭრა ყველას, ვინც კი ნავთობის სარეწებთან დაინახა. ქვეყნის მეთაური მუამარ კადაფი კი სარით გააუპატიურა და შემდეგ ბრბოს სახალხოდ ჩააქოლინა. ეგვიპტელი ხალხისა და მთელი ისლამური სამყაროს თავკაცსა და სახალხო ბელადს _ ჰოსნი მუბარაქს ჯერ სახელმწიფო დაუშალა, ხალხი დაუხოცა და ბოლოს, ღრმა მოხუცებულს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

რა ძალამ იხსნა ირანელი ხალხი და ირანის ნავთობსარეწები მოსალოდნელი კატასტროფისგან, ჯერ კიდევ კვლევის საგანია. გმირულად იცავს გმირი სირიელი ხალხი თავის ბუნებრივ წიაღისეულსა და სახელმწიფოს წარმატებულ მეთაურს _ ბაშარ ასადს, მაგრამ როდემდის? ამერიკის შეერთებული შტატები და მას მიტმასნილი მორალურად და ზნეობრივად დაცემული “გამოჩერჩეტებული და ბებერი ევროპა” ხოცავენ, იმონებენ და ძარცვავენ პლანეტის მოსახლეობას.

მათ არათუ ისლამური სამყაროს გადაყლაპვა მოინდომეს, არამედ მისი ფუძემდებელი და შემქმნელი ბრძენი მუჰამედიც მოჯამაგირედ, სურთ, გაიხადონ და სქესი შეუცვალონ, მაგრამ უნდა იცოდეს ამერიკამაც და მისმა სატელიტებმაც, რომჯერ კიდევ შორს არის დასასრული ისლამისა”.

ახლა კი მივყვეთ სტალინის წინასწარმეტყველებას და განვიხილოთ გაზეთ “პრავდაში” 90 წლის წინათ ჩამოყალიბებული მისი თვალსაზრისი კაპიტალისტების მგლური მადისა და შედეგების შესახებ.

ომის საფრთხის შესახებ

“ვფიქრობ, საეჭვო არ უნდა იყოს, რომ თანამედროვეობის ძირითად საკითხს წარმოადგენს ახალი იმპერიალისტური ომის საფრთხე. საქმე ეხება არა რომელიღაც გაურკვეველ და უსხეულო საფრთხეს, არმედ საერთოდ, ახალი ომის, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის, რეალურ და ნამდვილ საფრთხეს”.

შენიშვნა:

სტალინის მიერ 88 წლის წინათ ნათქვამ ამ ფრაზაშისაბჭოთა კავშირისნაცვლად ჩასვითრუსეთიდა ნახავთ, რომ აზრი არ შეიცვლება.

“მსოფლიოში გავლენის სფეროების გადანაწილება, რაც უკანასკნელი იმპერიალისტური ომის შედეგად მოხდა, უკვე “მოძველდა”. დაწინაურდა ზოგიერთი ახალი ქვეყანა (ამერიკა, იაპონია). ჩამორჩა ზოგიერთი ძველი ქვეყანა (ინგლისი). ცოცხლდება და იზრდება, სულ უფრო ძლიერდება კაპიტალისტური გერმანია, რომელიც ვერსალში კინაღამ დაასამარეს. მაღლა მიძვრება ბურჟუაზიული იტალია, რომელიც შურით შეჰყურებს საფრანგეთს.

წარმოებს გააფთრებული ბრძოლა გასაღების ბაზრებისათვის, კაპიტალის გასატანი ბაზრებისათვის, ამ ბაზრების საზღვაო და სახმელეთო გზებისათვის, მსოფლიოს ახალი გადანაწილებისათვის. იზრდება წინააღმდეგობანი ამერიკასა და ინგლისს შორის, იაპონიასა და ამერიკას შორის, ინგლისსა და საფრანგეთს შორის, იტალიასა და საფრანგეთს შორის. იზრდება წინააღმდეგობა კაპიტალისტური ქვეყნების შიგნით, რაც დროდადრო იფეთქებს ხოლმე პროლეტარიატის აშკარა რევოლუციური გამოსვლების სახით (ინგლისი, ავსტრია).

იზრდება წინააღმდეგობა იმპერიალისტურ სამყაროსა და დამოუკიდებულ ქვეყნებს შორის, რაც ხშირად გადმოხეთქავს ხოლმე აშკარა კონფლიქტებისა და რევოლუციური აფეთქების სახით (ჩინეთი, ინდონეზია, ჩრდილოეთი აფრიკა, სამხრეთი ამერიკა).

მაგრამ ყველა ამ წინააღმდეგობის ზრდა ნიშნავს, რომ იზრდება მსოფლიო კაპიტალიზმის კრიზისი, მიუხედავად სტაბილიზაციისა, კრიზისი, რომელიც შეუდარებლად უფრო ღრმაა, ვიდრე ის კრიზისი, უკანასკნელი იმპერიალისტური ომის წინ რომ იყო. სსრ კავშირის (აქაც და ქვემოთ სსრ კავშირის ნაცვლად იგულისხმეთ რუსეთი _ გრ. ონიანი) _ პროლეტარიატის დიქტატურის ქვეყნის არსებობა და წარმატება მხოლოდ აღრმავებს და ამწვავებს ამ კრიზისს.

საკვირველი არ არის, რომ იმპერიალიზმი ემზადება ახალი ომისთვის, რომელშიც ამ კრიზისის გადაჭრის ერთადერთ გზას ხედავს. შეიარაღების უმაგალითო ზრდა, ბურჟუაზიულ მთავრობათა საერთო გეზი “მმართველობის” ფაშისტური მეთოდებისკენ, ჯვაროსნული ლაშქრობა კომუნისტების წინააღმდეგ, სსრ კავშირის გააფთრებული დევნა, პირდაპირი ინტერვენცია ჩინეთში _ ყოველივე ეს სხვადასხვა მხარეა ერთი და იმავე მოვლენისა _ მსოფლიოს ახალი გადანაწილებისათვის ახალი ომის გასაჩაღებლად მზადებისა.

ისინი, იმპერიალისტები, დიდი ხანია, წაიჩხუბებოდნენ, რომ არ იყვნენ კომუნისტური პარტიები, რომლებიც გადამწყვეტ ბრძოლას ეწევიან იმპერიალისტების წინააღმდეგ, რომ არ იყოს სსრ კავშირი, რომლის სამშვიდობო პოლიტიკა ხელ-ფეხს უბოჭავს ახალი ომის გამჩაღებლებს, რომ არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ ერთმანეთს დაასუსტებენ და ამით გააადვილებენ იმპერიალისტური ფრონტის ახალ გარღვევას.

ვფიქრობ, ბოლო გარემოება, ე.ი. იმის შიში, რომ ერთმანეთს დაასუსტებენ და ამით გააადვილებენ იმპერიალისტური ფრონტის ახალ გარღვევას, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ჯერჯერობით ატარებს ურთიერთშორის ჩხუბისადმი მისწრაფებას”.

შენიშვნა:

ნუ დავიბრმავებთ თვალს, ნუ დავიხშობთ გონებას! ნუთუ ასეთი ძნელი მისახვედრია, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგია დღედღეზე მოსალოდნელი მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა, რომელიც დაასრულებს ცივილიზაციის არსებობას?! ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ხომ ძაღლიშვილია იმ კაპიტალისტებისა, რომლებმაც თავიანთი გამდიდრებისა და სხვების დაბეჩავების ეს რთული, მაგრამ ადვილად გასაგები მანქანა გამოიგონა?!

“აქედან წარმოდგება “ბუნებრივი” მისწრაფება იმპერიალისტთა გარკვეული წრეებისა _ გვერდზე გადადონ წინააღმდეგობანი თავიანთ ბანაკში, დროებით მიჩქმალონ ისინი, შექმნან იმპერილისტთა ერთიანი ფრონტი და გაილაშქრონ სსრ კავშირის წინააღმდეგ, რათა თუნდაც ნაწილობრივ, თუნდაც დროებით გადაჭრან სსრ კავშირის ხარჯზე კაპიტალიზმის კრიზისი, რომელიც თანდათან ღრმავდება.

ის, რომ სსრ კავშირის წინააღმდეგ იმპერიალისტთა ერთიანი ფრონტის შექმნის საქმეში, ინიციატივა იკისრეს ინგლისის (ამერიკის _ გრ. ონიანი) ბურჟუაზიამ და მისმა მებრძოლმა შტაბმა, კონსერვატორთა პარტიამ, ჩვენთვის მოულოდნელობა არ უნდა იყოს. ინგლისური კაპიტალიზმი მუდამ იყო, არის და იქნება სახალხო რევოლუციების ყველაზე ბოროტი ჩამხშობი. XVIII საუკუნის დამლევს საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციით დაწყებული და ჩინეთის ახლანდელი რევოლუციით დამთავრებული, ინგლისის ბურჟუაზია მუდამ იდგა და დგას კაცობრიობის განმათავისუფლებელი მოძრაობის დამრბევთა მოწინავე რიგებში. საბჭოთა ადამიანები არასოდეს დაივიწყებენ იმ ძალადობას, ძარცვასა და სამხედრო შემოსევებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ რამდენიმე წლის წინათ განიცადა ინგლისელ კაპიტალისტთა წყალობით. მაშ, რა გასაკვირია, თუ ინგლისის კაპიტალი კვლავ ცდილობს, სათავეში ჩაუდგეს ომს მსოფლიოს პროლეტარული რევოლუციის წინააღმდეგ, სსრ კავშირის წინააღმდეგ.

მაგრამ ინგლისის (ამერიკის _ გრ.ონიანი) ბურჟუაზიას არ უყვარს ომი საკუთარი ხელით. იგი მუდამ ამჯობინებდა სხვისი ხელით ომის წარმოებას. და ზოგჯერ ახერხებდა და პოულობდა სულელებს, რომლებიც მზად იყვნენ, მისთვის ეგლიჯათ ნარი.

ასე იყო საქმე საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის დროს, როცა ინგლისის ბურჟუაზიამ მოახერხა რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ ევროპის სახელმწიფოთა კავშირის შექმნა.

ასე იყო საქმე ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სსრ კავშირში, როცა ინგლისის ბურჟუაზია, თავს დაესხა რა სსრ კავშირს, შეეცადა, შეექმნა “თოთხმეტი სახელმწიფოს კავშირი” და, მიუხედავად ამისა, კინწისკვრით იქნა გაგდებული სსრ კავშირის ფარგლებიდან. ასეთივე ვითარებაა ახლა ჩინეთში, სადაც ინგლისის ბურჟუაზია ცდილობს, შექმნას ერთიანი ფრონტი ჩინეთის რევოლუციის წინააღმდეგ.

გასაგებია, რომ კონსერვატორთა პარტია ემზადება რა სსრ კავშირთან ომისთვის, უკვე რამდენიმე წელიწადია, ეწევა მოსამზადებელ სამუშაოებს სსრ კავშირის წინააღმდეგ დიდი და მცირე სახელმწიფოების “საღვთო კავშირის” შესაქმნელად.

თუ წინათ კონსერვატორთა (ამერიკელთა) ეს მოსამზადებელი მუშაობა ასე თუ ისე ფარულად წარმოებდა, ახლა, ბოლო ხანს, ისინი “პირდაპირ მოქმედებაზე” გადავიდნენ, აშკარა დარტყმებს მიმართავენ სსრ კავშირის წინააღმდეგ და ცდილობენ ყველას თვალწინ შეაკოწიწონ ყბადაღებული “საღვთო კავშირი”.

შენიშვნა:

ყბადაღებულისაღვთო კავშირის” “ტყუპისცალიორგანიზაცია შექმნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერ ბინ ლადენისალ ქაიდასსახით, რაც მათ უკან ბუმერანგივით მოუბრუნდათ _ ამერიკელების მიერ გაწვრთნილმა ტერორისტებმა მანჰეტენზე ძირს დასცეს ტყუპი ცათამბჯენი, ახლა კი ანალოგიურად მოქმედებენისლამური სახელმწიფოსმიმართაც _ ცალი ხელით ვითომ ებრძვიან ამ ტერორისტულ დაჯგუფებას, მეორე ხელით კი იარაღითა და ფულით ამარაგებენ.

“პირველი აშკარა დარტყმა მოგვაყენა ინგლისის კონსერვატიულმა მთავრობამ პეკინში საბჭოთა სრულუფლებიან წარმომადგენლობაზე თავდასხმისას. ამ თავდასხმის მიზანი იყო ორი: მას უნდა აღმოეჩინა სსრ კავშირის “დამანგრეველი” მუშაობის “საშინელი” დოკუმენტები, რომლებსაც უნდა შეექმნათ საერთო აღშფოთების ატმოსფერო და შეემზადებინათ ნიადაგი სსრ კავშირის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტისთვის, შეექმნა სამხედრო კონფლიქტი პეკინის მთავრობასთან და ჩაება სსრ კავშირი ჩინეთთან ომში.

ეს დარტყმა, როგორც ცნობილია, ჩაიფუშა”.

შენიშვნა:

პირველი აშკარა დარტყმა რუსეთს ამერიკამ ჯერ კიდევ მაშინ მიაყენა, როდესაც შუაგულ ევროპაში ნატოს ჯარები მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდნენ; როდესაც ევროპის ერთერთ ქვეყანას, ეკონომიკურად და პოლიტიკურად გამართულ იუგოსლავიას, ნაწილნაწილ შლიდნენ და კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებდნენ. ამერიკამ იმხანად ვერ შეძლო, ომში ჩაეთრია ჯერ კიდევ ჭაობში მყვინთავი გველეშაპი.

“მეორე აშკარა დარტყმა იყო ლონდონში თავდასხმისა და სსრ კავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის დროს. ამ დარტყმის მიზანი იყო სსრ კავშირის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნა სსრ კავშირის წინააღმდეგ დიპლომატიური ბლოკადის დაწყება ევროპაში და საბჭოთა კავშირთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაწყვეტის პროვოცირება.

ეს დარტყმაც, როგრც ცნობილია, ჩაიფუშა”.

შენიშვნა:

მეორე აშკარა დარტყმა რუსეთს ამერიკამ მაშინ მიაყენა, როდესაც რუსებით დასახლებულ უკრაინას ათასი ჯურისბოევიკიშეუსია, მათ ძმათამკვლელი ომი გააჩაღებინა და ფაშისტების დროშა აფრიალებინა დიდ სამამულო ომში დაღუპული გმირი მამულიშვილების საფლავებზე. ვერც ამ ომში ჩაითრია ამერიკამ რუსეთი, სწორედ ამიტომ დასჭირდა მას უხილავი ომის გამოცხადება ფინანსური სანქციების შემოღების გზით, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო.

“მესამე აშკარა დარტყმა მოგვაყენეს ვარშავაში ვოიკოვის მოკვლის მოწყობის გზით. ვოიკოვის მკვლელობას, რომელიც კონსერვატორული პარტიის აგენტებმა მოაწყეს, უნდა შეესრულებინა, მისი ავტორების განზრახვით, სარაევოში მომხდარი მკვლელობის როლი, ჩაება სსრ კავშირი პოლონეთთან სამხედრო კონფლიქტში.

ეს დარტყმაც, თითქოს, ჩაიფუშა”.

შენიშვნა:

მესამე და ყველაზე პროვოკაციული დარტყმა რუსეთს ამერიკამ სირიის ტერიტორიაზე მოუწყო: ობამას წაქეზებითა და ერდოღანის განკარგულებით, სირიის ტერიტორიაზე რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს ვითომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო. ამით ამერიკას გათვლილი ჰქონდა რუსეთთურქეთის ომის პროვოცირება, რომლითაც მომაკვდავი ამერიკული კაპიტალიზმი ახალ სისხლს გადაისხამდა და რუსეთთურქეთის ომით, რომელიც გაერთიანებულ ევროპულ და ისლამურ ომად გადაიქცეოდა, კიდევ ერთხელ გააცოცხლებდა მსოფლიოს ხალხების სისხლით გამოკვებილ ამერიკულ ეკონომიკას.

ჯერჯერობით ეს ამერიკული ხაფანგიც უმსხვერპლოდ დაიკეცა.

“რით უნდა აიხსნას, რომ ამ დარტყმებს ჯერჯერობით არ მოჰყოლია ის ეფექტი, რომელსაც მათგან კონსერვატორები (ამერიკელები _ გრ. ონიანი) მოელოდნენ? სხვადასხვა ბურჟუაზიული სახელმწიფოს საწინააღმდეგო ინტერესებით, რომელთაგან ბევრი დაინტერესებულია, რომ სსრ კავშირთან ეკონომიური კავშირი შეინარჩუნოს. სსრ კავშირის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკით, რომელსაც მტკიცედ და ურყევად ატარებს საბჭოთა მთავრობა.

იმით, რომ ინგლისზე (ამერიკაზე _ გრ.ონიანი) დამოკიდებულ სახელმწიფოებს, _ სულერთია, ლაპარაკია ჩჟან ძო ლინის სახელმწიფოსა თუ პილსუდსკის სახელმწიფოზე, _ არ სურთ, იყვენენ კონსერვატორთა უსიტყვო იარაღი თავიანთი ინტერესების საზიანოდ.

დარბაისელ ლორდებს, ჩანს, არ სურთ, შეიგნონ, რომ ყოველ სახელმწიფოს, თუნდაც იგი უმნიშვნელო იყოს, მიდრეკილება აქვს თავი მიაჩნდეს ერთგვარ ერთეულად, რომელიც ცდილობს ცხოვრობდეს საკუთარი ცხოვრებით და არ სურს საფრთხეში ჩააგდოს თავისის არსებობა კონსერვატორთა (ამერიკელთა _ გრ. ონიანი) ლამაზი თვალებისთვის.

განა ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი დარტყმები აღარ იქნება? _ არა, პირიქით _ ეს იმას ნიშნავს, რომ დარტყმები ახალი ძალით განმეორდება…

ამჯამინდელი საერთაშორისო ვითარება, ყველა ფაქტი სსრ კავშირის წინააღმდეგ ინგლისის (ამერიკის _ გრ. ონიანი) მთავრობის “ოპერაციების” სფეროდან, ისიც, რომ იგი აწყობს სსრ კავშირის ფინანსურ ბლოკადას, ისიც, რომ იგი საიდუმლო საუბრებს აწარმოებს სახელმწიფოებთან სსრ კავშირის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის შესახებ, ისიც, რომ იგი სუბსიდიებს აძლევს უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ემიგრანტულ “მთავრობებს” სსრ კავშირის ამ ქვეყნებში აჯანყების მოსაწყობად, ისიც, რომ იგი აფინანსებს ჯაშუშურ-ტერორისტულ ჯგუფებს, რომლებიც აფეთქებენ ხიდებს, ცეცხლს უკიდებენ ფაბრიკებსა და ტერორში აყენებენ სსრ კავშირის სრულუფლებიან წარმომადგენლებს _ ყოველივე ეს მიგვითითებს, რომ ინგლისის (ამერიკის _ გრ. ონიანი) მთავრობა მტკიცედ და გადაჭრით დაადგა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის მოწყობის გზას. ამასთანავე, არ შეიძლება გამორიცხულად ჩაითვალოს, რომ კონსერვატორებს გარკვეულ პირობებში შეუძლიათ, შეაკოწიწონ ესა თუ ის სამხედრო ბლოკი სსრ კავშირის წინააღმდეგ.

როგორია ჩვენი ამოცანები?

ამოცანა არის ის, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში ავტეხოთ განგაში ახალი ომის შესახებ, გავაძლიეროთ კაპიტალისტური ქვეყნების მუშათა და ჯარისკაცთა სიფხიზლე და ვამზადოთ, განუწყვეტლივ ვამზადოთ მასები იმისათვის, რომ მზად შეხვდნენ ბურჟუაზიული მთავრობების ყველა და ყოველგვარ ცდას _ მოაწყონ ახალი ომი…

ამოცანა არის ის, რომ საბჭოთა მთავრობა კვლავაც მტკიცედ ეწეოდეს მშვიდობის პოლიტიკას, მშვიდობიანი ურთიერთობის პოლიტიკას, მიუხედავად ჩვენი მტრების პროვოკაციული გამოსვლებისა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ შელახონ ჩვენი პრესტიჟი.

ჩვენ გვაგულისებენ და კვლავაც გაგვაგულისებენ პროვოკატორები მტრული ბანაკიდან იმის მტკიცებით, რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა აიხსნება ჩვენი სისუსტით, ჩვენი არმიის სისუსტით. ზოგჯერ ეს აღაშფოთებს ზოგიერთ ჩვენს ამხანაგს, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ, აჰყვნენ პროვოკაციას და მოითხოვენმტკიცეზომების მიღებას. ეს ნერვების სისუსტეა. Eეს სიმტკიცის უქონლობაა. ჩვენ არ შეგვიძლია, ავყვეთ და არ უნდა ავყვეთ ჩვენი მოწინააღმდეგეების სტვირის ხმას. ჩვენ უნდა ვიაროთ ჩვენი გზით.

დავიცვათ მშვიდობის საქმე, ცხადვყოთ ჩვენი მისწაფება მშვიდობისკენ, ვამხილოთ ჩვენი მტრების მძარცველური ზრახვები და გამოვამჟღავნოთ ისინი, როგორც ომის ამტეხნი…

რაც შეეხება ჩვენსსისუსტესან ჩვენი არმიისსისუსტეს”, ჩვენს მტრებს პირველად როდი მოსდით შეცდომა ამ მხრივ. რვა წლის წინათ, როცა ინგლისის ბურჟუაზიამ ინტერვენცია წამოიწყო სსრ კავშირის წინააღმდეგ, ხოლო ჩერჩილითოთხმეტი სახელმწიფოსლაშქრობით იმუქრებოდა, ბურჟუაზიული პრესა მაშინაც გაჰყვიროდა ჩვენი არმიისსისუსტეზე”, მაგრამ მსოფლიომ იცის, რომ ინგლისელი ინტერვენტები და მათი მოკავშირეებიც სირცხვილნაჭამი განდევნილ იქნენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებიდან ჩვენი ძლევამოსილი არმიის მიერ. ცუდი არ იქნებოდა, რომ ეს ახსოვდეთ ახალი ომის გამჩაღებლებს.

ამოცანა არის ის, რომ გავაძლიეროთ ჩევნი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, განვავითაროთ სახალხო მეურნეობა, გავაუმჯობესოთ სამხედრო და არასამხედრო მრეწველობა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის მუშების, გლეხებისა და წითელარმიელების სიფხიზლე…

ამოცანა არის ის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ზურგი და გავწმინდოთ იგი სიბილწისგან, არ მოვერიდოთ ტერორისტებთან და ჩვენი ფაბრიკებისა და ქარხნებისთვის ცეცხლის წამკიდებლებთან ანგარიშის გასწორებას, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის თავდაცვა შეუძლებელია, თუ მტკიცე ზურგი არ გვექნება.

ამას წინათ მიღებულ იქნა ინგლისის მუშათა მოძრაობის ცნობილი მოღვაწეების _ ლენსბერის, მაქსტონისა და ბროკუეის _ პროტესტი იმ ოცი ტერორისტისა და ცეცხლისწამკიდებლის დახვრეტის გამო, რომლებიც რუსეთის თავადაზნაურობის რიგებს ეკუთვნოდნენ. მე არ შემიძლია ინგლისის მუშათა მოძრაობის ეს მოღვაწეები სსრ კავშირის მტრებად ჩავთვალო, მაგრამ ისინი მტრებზე უარესნი არიან.

ისინი მტრებზე უარესი არიან, ვინაიდან თავიანთ თავს სსრ კავშირის მეგობრებს რომ უწოდებენ, ისინი, ამასთანავე, თავიანთი პროტესტით უადვილებენ რუს მემამულეებსა და ინგლისელ მაძებრებს, კვლავაც მოაწყონ სსრ კავშირის წარმომადგენელთა მკვლელობები…

ტყუილად კი არ არის ნათქვამი, ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მეგობრებისგან, მტრებს კი ჩვენ თვითონ გავუმკლავდებითო.

რაც შეეხება ოცი “უბრწყინვალესის” დახვრეტას, დაე, იცოდნენ სსრ კავშირის მტრებმა, როგორც შინაურმა, ისე გარეშე მტრებმა, რომ პროლეტარული დიქტატურა სსრ კავშირში (რუსეთი) ცოცხლობს და მისი ხელი მტკიცეა.

რა უნდა ვთქვათ ყოველივე ამის შემდეგ ჩვენს ბედუკუღმართ ოპოზიციაზე? ნუთუ ოპოზიცია იმის წინააღმდეგია, რომ სსრ კავშირმა გაიმარჯვოს იმპერიალიზმთან მომავალ ბრძოლებში, იმის წინააღმდეგია, რომ გაძლიერდეს საბჭოთა კავშირის თავდაცვისუნარიანობა, იმის წინააღმდეგია, რომ განმტკიცდეს ჩვენი ზურგი? ან, იქნებ, ეს სიმხდალეა ახალი სიძნელეების წინაშე, დეზერტირობა, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდების სურვილია, რომელსაც მემარცხენე ფრაზების რახარუხით ფარავენ?..”

შენიშვნა:

ძნელია, ეჭვი არ შეიტანო იმ ადამიანების ფსიქიკის ნორმალურობაში, რომლებიც ევროპას მოუწოდებენ ამერიკასთან გაერთიანებისა და რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისკენ. ამ ადამიანებს არ ესმით, რომ ამ ომში არავინ იქნება გამარჯვებული, რადგან, როდესაც პლანეტაზე ბურუსი გაიფანტება, ამბის მთხრობელიც კი არავინ იქნება დარჩენილი. და, თუ მოხდება სასწაული და ვინმე ცოცხალი გადარჩება, ეს იქნება მხოლოდ რუსი, რადგანრუსი ომს არ იწყებს, იგი ომს ამთავრებს და ამთავრებს გამარჯვებით”.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here