Home რუბრიკები საზოგადოება თბილისში 10-ის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება

თბილისში 10-ის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება

604

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილება, რომლითაც 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. 

პროექტის მიხედვით, თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან პირიქით – გაყოფის ან მუნიციპალიტეტთან სხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიერთების გზით 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება, ხოლო 13 მუნიციპალიტეტის (საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ქალაქ ზუგდიდის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტები) საზღვრები თანხვედრაში იქნება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here