მთავარი პოლიტიკა ფრანგი დეპუტატი: მას შემდეგ, რაც თურქეთმა Су-24 ჩამოაგდო, ამ ქვეყანასთან ევროკავშირმა მოლაპარაკებები...

ფრანგი დეპუტატი: მას შემდეგ, რაც თურქეთმა Су-24 ჩამოაგდო, ამ ქვეყანასთან ევროკავშირმა მოლაპარაკებები არ უნდა აწარმოოს

493
გააზიარეთ

“გარდა იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას ხალხებთან კონსულტაციის გარეშე აპირებენ, ეს ხდება იმ მომენტში, როდესაც თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო და ეს ქვეყანა კვლავაც განაგრძობს ორმაგ თამაშს “ისლამურ სახელმწიფოსთან! ეს კარგი ჯილდოა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ბომბავს ჩვენს უმნიშვნელოვანეს მოკავშირეს “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში.ეს ყველაფერი ხდება საფრანგეთის მთავრობის თანხმობით, რომელიც არ ეწინააღმდეგება ევროკომისიის თავმჯდომარის _ ჟან კლოდ იუნკერის დიქტატს.

“ევროკავშირის იდეა თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ უპასუხისმგებლოა, ხოლო მოლაპარაკებების განახლება ამ ქვეყნის შესვლაზე ევროკავშირში _ აღმაშფოთებელი”. _ განაცხადა საფრანგეთის ეროვნული საკრებულოს დეპუტატმა ნიკოლა დიუპონ-ენიანმა.

“ევროკავშირმა არ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ვიზების ლიბერალიზაციაზე თურქეთთან მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანამ რუსული თვითმფრინავი Су-24 ჩამოაგდო”, _ ასეთია საფრანგეთის ეროვნული საკრებულოს დეპუტატის, პარტია “აღსდეგ, საფრანგეთოს” ლიდერის _ ნიკოლა დიუპონ-ენიანის თვალსაზრისი ევროკავშირის ხელმძღვანელთა განზრახვაზე, რომ თურქეთს 3 მლრდ ევრო გამოუყონ ევროპაში შესვლის მსურველი მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად, აგრეთვე, თურქეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციაზე.

“გარდა იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას ხალხებთან (ევროკავშირის _ რედ.) კონსულტაციის გარეშე აპირებენ, ეს ხდება იმ მომენტში, როდესაც თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო და ეს ქვეყანა კვლავაც განაგრძობს ორმაგ თამაშს “ისლამურ სახელმწიფოსთან! ეს კარგი ჯილდოა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ბომბავს ჩვენს უმნიშვნელოვანეს მოკავშირეს “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში. ეს ყველაფერი ხდება საფრანგეთის მთავრობის თანხმობით, რომელიც არ ეწინააღმდეგება ევროკომისიის თავმჯდომარის _ ჟან კლოდ იუნკერის დიქტატს. ეს უნდა დასრულდეს. საფრანგეთმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს თურქეთთან მოლაპარაკეების დაუყოვნებლივ შეჩერება და შეწყვეტა მილიარდერის გადარიცხვისა ქვეყნისთვის, რომელიც მალულად გვებრძვი”, _ განაცხადა დიუპონ-ენიანმა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here