Home რუბრიკები პოლიტიკა გერმანიის იუსტიციის მინისტრი: ლტოლვილებისთვის გერმანიის საზღვრების დახურვა ქაოსს გამოიწვევს

გერმანიის იუსტიციის მინისტრი: ლტოლვილებისთვის გერმანიის საზღვრების დახურვა ქაოსს გამოიწვევს

495

“საზღვრები რომ დავხუროთ, ლტოლვილები გერმანიის ტერიტორიაზე შემოჭრას მხოლოდ საკონტროლო-გამშვები პუნქტებიდან კი არ შეეცდებიან, არამედ სხვა ადგილებიდანაც. ეს კი კიდევ უფრო ქაოსურ ვითარებას შექმნის”, _ განაცხადა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰაიკო მაასმა გაზეთ Welt am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“საზღვრების დახურვა კონტრპროდუქტიული იქნება და ამ ვითარებაში ქაოსის გაგრძელებას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში ლტოლვილები გერმანიის ტერიტორიაზე არა საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან, არამედ სხვა ადგილებიდან შეეცდებიან, რაც კიდევ უფრო ქაოსურ ვითარებას შექმნის და მისი პროგნოზირება რთული საქმე იქნება”. _ განაცხადა გფრ-ს იუსტიციის მინისტრმა.

უფრო ადრე მმართველი პარტიების _ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ექსპერტებმა საშინაო პოლიტიკის საკითხებში წამოაყენეს წინადადება, დროებით შეეჩერებინათ სრულწლოვანი ლტოლვილების მიღება, მაგრამ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უარყო ეს ინიციატივა, თუმცა აღიარა, რომ გერმანიისთვის აუცილებელია ლტოლვილების რაოდენობის შემცირება.

გერმანიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გერმანიისა და სხვა ქვეყნების მხრიდან საზღვრების დახურვა “ბალკანეთის მიმართულებით”, საიდანაც გერმანიაში გადადიან ლტოლვილები, გამოიწვევს “დომინოს ანარქიულ ეფექტს”, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების გამორიცხვაც არ შეიძლება, თუ ევროკავშირის წევრები ერთობლივ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ ამ საკითხზე. “ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებს უკვე შეუძლიათ გააკეთონ პროგნოზი, რომ ევროპაში დაწესდება შეზღუდვები, თუკი კვლავაც გაგრძელდება ამდენი ადამიანის სწრაფად შემოსვლა”,  _ განაცხადა მაასმა.

2015 წელს გერმანიაში რეგისტრირებულია 950 ათასი დევნილი.  მიმდინარე წლის 10 თვეში კი ევროკავშირის ტერიტორიაზე 1,2 მიგრანტი შევიდა. ეს ყველაზე მასშტაბური მიგრაციული პროცესია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here