Home რუბრიკები პოლიტიკა ზურაბ აბაშიძე: თუ რუსეთი და თურქეთი ვერ მორიგდებიან, შეიძლება ყველა დაზარალდეს

ზურაბ აბაშიძე: თუ რუსეთი და თურქეთი ვერ მორიგდებიან, შეიძლება ყველა დაზარალდეს

510

 “გვაქვს იმედი, რომ განიმუხტება სიტუაცია და პოლიტიკოსები გონივრულად მიუდგებიან ვითარების რეგულირებას. რადგან ყველა შეიძლება დაზარალდეს, ამან შეიძლება რეგიონში სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და არა მხოლოდ რეგიონში

ეს ორი ქვეყანა თუ არ მორიგდა, შეიძლება ამას სერიოზული შედეგები მოჰყვეს. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. პატარ-პატარა ელემენტები უკვე ჩვენც ვიგრძენით, ლარსზე პრობლემები შეიქმნა. ეს, რა თქმა უნდა, ეს ცუდია”, _ განაცხადა პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში _ ზურაბ აბაშიძემ. “ძალიან სახიფათო ვითარებაა. ისტორიული გამოცდილება ასეთია, განსაკუთრებით დიდი მსოფლიო ომების დაწყებისა, ესკალაცია ასე პატარა რაღაციდან იწყება, შემდეგ სადღაც ისვრიან. თვითმფრინავის ჩამოგდება ძალიან სერიოზული ამბავია, მაგრამ ვფიქრობ, ეს სიტუაცია განიმუხტება, რადგან ობიექტურად არავის ინტერესშია, რომ კონფლიქტის გაღრმავების გზით წავიდეს. ამის ელემენტები უკვე შეინიშნება. ორივე მხრიდან, მოსკოვიდანაც და ანკარიდანაც”, _ აღნიშნა აბაშიძემ და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here