Home რუბრიკები პოლიტიკა ედგარს რინკევიჩსი: ნატოს ყველა წევრი არ იქნება თანახმა, საქართველო ალიანსის წევრი 1,...

ედგარს რინკევიჩსი: ნატოს ყველა წევრი არ იქნება თანახმა, საქართველო ალიანსის წევრი 1, 2 ან 3 წელიწადში გახდეს

468

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა,რომ ნატო იცავს გაფართოების პოლიტიკას, თუმცა საქართველოს გაწევრებას გარკვეული დრო დასჭირდება.

“თუ ქვეყანა აკმაყოფილებს ყველა პარამეტრს და თუ ეს შედის ნატოს ინტერესებში, ქვეყანა ხდება ნატოს წევრი. ჩვენ ასევე ყოველთვის ვამბობთ, რომ არ უნდა იყოს ქვეყნები ნატოს გარეთ, რომლებსაც ექნებათ ვეტოს უფლება, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრი არ იქნება თანახმა, თუ შევთავაზებთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი 1, 2 ან 3 წელიწადში. ამ საკითხზე ჩვენ აქამდე არ მიგვიღწევია კონსენსუსს, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი _ ეს არის როგორც თავდაცვისუნარიანობის განვითარება, ასევე პოლიტიკური რეფორმები, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ კარი არავისთვის, მათ შორის, არც საქართველოსთვის, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება”, _ განაცხადა რინკევიჩსმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here