Home რუბრიკები ისტორია გეორგიევსკის ტრაქტატი _ რა ისტორიულ-პოლიტიკურმა მიზეზებმა უბიძგა საქართველოს, ეძებნა მოკავშირე რუსეთის სახით

გეორგიევსკის ტრაქტატი _ რა ისტორიულ-პოლიტიკურმა მიზეზებმა უბიძგა საქართველოს, ეძებნა მოკავშირე რუსეთის სახით

3338

1783 .

უადრეს 1783 წლის 31 იანვრისა. ქუბისა და დერბენდის ფეხტ ალიხანის დესპანის, ასმეთაურ აჯიბეკის წერილი კავკასიის კორპუსის სარდალს გენერალპორუჩიკ .. პოტიომკინს ქართლკახეთის მეფის ერეკლე II- მიერ აზერბაიჯანისა და დაღესტნის სახანოების საშინაო საქმეებში ჩარევის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ

“რუსეთის (სამეფო) კარისთვის ხანის წარდგენას არავითარი რეზოლუცია არ მოჰყოლია სამი თვის შემდეგაც. ფეხტ ალიხანი, ჩემი მბრძანებელი, უმორჩილესად გთხოვთ იშუამდგომლოთ ამის თაობაზე მისი იმპერატორობის დიდებულების წინაშე და თქვენი წარმომადგენლობა (შუამავლობა?) არ მოგვაკლოთ.

საქართველოს მეფის ერეკლეს ბრალია, მის მიერ წაქეზებული დაღესტნის მპყრობელები ავარიისა და კაბიკუმის მფლობელები თავს რომ დაესხნენ ფეხტ ალიხანს და სრულად დაარბიეს ხანის სოფელი.

ერთი წელიწადი იქნება, რაც მეფე ერეკლეს დაძალებით შუშას ხანს იბრაჰიმს ტყვედა ჰყავს განჯელი მაჰმად ხანი.

ასევე, _ ყარადაღილი კიაზიმ ხანის ვაჟიშვილი მუსტაფა, მხოლოდ იმიტომ, რათა ისინი მორჩილებდნენ მას, მეფეს და ხარკს უხდიდნენ მას და არა სხვას. ზემოთ ნახსენებ იბრაგიმხანს და მეფე ერეკლეს ახლო მეგობრობა აკავშირებთ.

თუ მეფე ერეკლე მართლაც ერთგულია სრულიად რუსეთის ტახტის, უნდა დაეხსნას სპარსეთის ხანებს, მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს ისე, როგორც ამას რუსეთი აკეთებს, მით უფრო, რომ მათი შევიწროების დემონსტრირება ერეკლესთვის არაა საჭირო და არც უნდა იყოს.

რუსეთის საიმპერატორო ტახტისადმი კეთილგანწყობის დასადასტურებლად ფეხტ ალიხანი არ შეეხება ერეკლე მეფის სამფლობელოს, მაგრამ თუ იგი, ფეხტ ალიხანი, შუშელ იბრაჰიმ ხანის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მეფე ერეკლე იბრაჰიმ ხანს არაფრით დაეხმაროს.

ქალაქ განჯაში ერეკლე მეფემ უფროსად, ანუ კომენდანტად თავისი კაცი დააყენა. ხანი გთხოვთ, რომ ერეკლე მეფეს უბრძანოთ მისი უკან გამოხმობა” (მომდევნო ტექსტი დაზიანებულია).

1783 წლის 31 იანვარი. ამონარიდი კავკასიის კორპუსის სარდლის, გენერალ-პორუჩიკ პ.ს. პოტიომკინის პატაკიდან სამხედრო კოლეგიის ვიცეპრეზიდენტს გენერალ-ანშეფს, უგანათლებულეს თავად გ.ა. პოტიომკინს აღმოსავლეთ საქართველოში რუსეთის აგენტების შეტყობინების თანახმად აღმოსავლეთ საქართველოში არსებული მდგომარეობისა და ახალციხისა და სინოპის ფაშებთან ურთიერთობის შესახებ

“ჩემს ბოლო პატაკში, რომელსაც დავურთე საქართველოსა და იმერეთში მყოფი თქვენი რწმუნებული კაცის ბატონ რენექსის წერილები, თქვენი უგანათლებულესობა შეამჩნევდა, რაოდენ მცირე იმედი აქვს მას ერეკლე მეფის გულმოდგინებისა. ამ დღეებში ჩემი კონფიდენტებისგან მივიღე ორი მსგავსი შეტყობინება… სამი დღის წინათ კი _ საქართველოდან მოზდოკში მიმავალ ქართველს ფორპოსტზე ჩამოართვეს წერილები, რომელთაგან ორი თავად გრიგოლ გრიგორის ძე ორლოვის სახელზეა და მათ ორიგინალებს თან ვურთავ, მესამეს კი თარგმნილს მოგართმევთ. ამ წერილის შინაარსმა მიკარნახა მესარგებლა ახალციხის ფაშის ჩემდამი კეთილგანწყობით, რომელთანაც უკვე გავაგზავნე სანდო კაცი, მეორე კი გავაგზავნე სინოპში ალიბეისთან, რადგან ჩემამდე მოაღწია არცთუ უსაფუძვლო ცნობებმა პორტასკენ მისი გადახრის შესახებ. მაგრამ რადგან უკიდურესად მიჭირს უფულობა, გავბედე ამ და უწინ მოსული საიდუმლო გზავნილებისთვის გამომეყენებინა ჩემთვის მოცემული ჩერვონცები. მაგრამ ხუთასზე მეტის დახარჯვას ვერ გავბედავ. კავკასიის მთებს იქით სრულიად უბრალო შიკრიკის ერთი გაგზავნა 60 რუბლზე იაფად შეუძლებელია.

დერბენტის ხანის სურვილისამებრ ერეკლე მეფესთან გავაგზავნე პორუჩიკი ჩორინი, და თუ რამ ცნობას მივიღებ მისგან, დაუყოვნებლივ გამოვუგზავნი თქვენს უგანათლებულესობას.

გენერალპორუჩიკი პოტიომკინი

1783 წლის 31 იანვარი. კავკასიის კორპუსის სარდლის გენერალ-პორუჩიკ პ.ს. პოტიომკინის პატაკი სამხედრო კოლეგიის ვიცეპრეზიდენტს თავად გ.ა. პოტიომკინს ქუბისა და დერბენტის ხანის ფეხტხალის ქართლ-კახეთის მეფესთან ერეკლე II-თან ურთიერთობისა და მათ შორის კონფლიქტის ასაცილებელი ღონისძიებების შესახებ

“…მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ დერბენტის ხანთან ფეხტ-ალისთან გაგზავნილი პოდპორუჩიკი ბატირევი დაბრუნდა და მაცნობა თავისი შენიშვნები, რომელთაც აქ ვურთავ. მას კვალდაკვალ მოჰყვა ზემოთ ნახსენები დერბენტის ხანის ფეხტალის კაცი, იუზბაში აჯი ბეკი წერილით, რომლის ასლსაც გაახლებთ.

მქონდა პატივი, ჩემს წინა პატაკებში თქვენი უგანათლებულესობისთვის მომეხსენებინა, რომ ლეკეთის მფლობელისათვის უმხან ავარიელისთვის მიმემართა, რათა იგი თავს აღარ დასხდომოდა დერბენტის ხანს და დაეშალა თავისი ჯარი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ მაქვს ზუსტი ცნობები, არცთუ უსაფუძვლოდ ვფიქრობ, რომ ჩემმა რჩევამ და ჩემმა წერილმა იმოქმედა, რადგან ნახსენებმა უმხან ავარიელმა მყისვე დაითხოვა თავისი ჯარი; მაგრამ ამ დამთავრებულ ომს უნდა მოჰყვეს ახალი, რომლისთვისაც დერბენტის ხანი თავისი ჯარით ემზადება…

მის მიერ გამოგზავნილმა იუზბაშმა (ასმეთაურმა) აჯი ბეკმა განაცხადა ის, რის შესახებაც წერილშია ნათქვამი. კერძოდ, ფეხტ ალი ხანი, რომელმაც შეაგროვა ოცდახუთ ათასიანი ლაშქარი, აპირებს ისარგებლოს შემთხვევით და გამოიხსნას განჯისა და ერევნის ხანები, რომლებიც ხელთ იგდო მეფე ერეკლემ და დატყვევებული ჰყავს.

რადგან თქვენი უგანათლებულესობისგან არ მაქვს მიღებული არავითარი მითითება ამ მხარესთან დაკავშირებით, მიძნელდება იმის გაგება, თუ რა სურს თქვენს უგანათლებულესობას. ერთი მხრივ, ბევრი მიზეზი მაქვს დავეჭვდე მეფე ერეკლეს ერთგულებაში, რაც უთუოდ შეამჩნიეთ ჩემს განსაკუთრებულ მოხსენებაში, მეორე მხრივ, საქართველოს სამეფო ითვლება მისი საიმპერატორო დიდებულების ერთგულად, უფრო მეტად კი იმიტომ, რომ ყარადაღისა და ყარაბაღის ქვეყნებში აღმართული მახვილი შეიძლება წინ აღუდგეს თქვენი წინადადებების განხორციელებას. ამ მოსაზრებით ვიხელმძღვანელე, როცა ავუკრძალე დერბენტის ხანს ერეკლე მეფის დარბევა. მტკიცედ მოვითხოვე დამშვიდებულიყო. იუზბაში დამთანხმდა და დამარწმუნა, რომ დერბენტის ხანი ჩემს რჩევას არ გადავა. ამაში რომ დავრწმუნებულიყავი, აჯი ბეკთან ერთად გავგზავნე სეკუნდმაიორი გაუზენი, რომლისგანაც ფეხტ ალი ხანის ნამდვილ განწყობილებას შევიტყობ, რადგან ვერ ვენდობი აჯი ბეკის მსწრაფლ დათანხმებას, რომ არ შეეხება ერეკლე მეფის სამფლობელოს. ვერ ვენდობი მის დაპირებას.

თქვენთვის ცნობილია, რომ ეს ყაენი ყოველთვის ცდილობს წარმოჩნდეს როგორც სხვისთვის ანგარიშის გამწევი ადამიანი, ისეთი სამსახურის გამწევი, რომელიც მას არაფერი უჯდება _ გზაზე დამდგარს ყოველთვის ჩუქნის იმას, რისი აღებაც არ შეუძლია, მზადაა დაუთმოს ის, რის დატოვებაზეც არასოდეს უფიქრია: ეგებ სურს, რომ ამჟამად გარკვეული ფასი დაადოს თავის მორჩილებას… ვბედავ ვთხოვო თქვენს უგანათლებულესობას, დამარიგოთ, როგორ უნდა მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა და ფეხტ ალი ხანი თავს დაესხა ერეკლე მეფეს, რა უნდა მოვიმოქმედო, რადგან ფრიად დარწმუნებული ვარ, რომ მეფე ერეკლე დახმარებას გვთხოვს.

უკან დაბრუნებისას ხშირად ნახსენებმა იუზბაშმა მთხოვა, რომ მიმემართა მეფე ერეკლესთვის, პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა ზემოთ ნახსენები განჯისა და ერევნის ხანები. ამაზე უარი ვუთხარი, მაგრამ დავპირდი, რომ შევეკითხებოდი ერეკლეს, რა მიზეზით ჰყავს ისინი დაპატიმრებული და შემდეგ განვახორციელებდი მათ დასახსნელ ღონისძიებებს. ეს გავაკეთე დროის მოსაგებად, რათა შემდეგ მოვიქცე იმგვარად, როგორც თქვენი უგანათლებულესობა ინებებს, რასაც მოუთმენლად დაველოდები…

გენერალპორუჩიკი პოტიომკინი

იანვრის დღე 31-,

1783 წლის. წმინდა გიორგის ციხესიმაგრე”.

1783 წლის 17 თებერვალი. იმპერატრიცა ეკატერინე II-ს ბრძანებულება სამხედრო კოლეგიის გენერალ-ანშეფს, ბრწყინვალე თავად გ.ა. პოტიომკინს ქართლ-კახეთის მეფესთან ერეკლე II-სთან მოლაპარაკების წარმოებისა და იმერეთის მეფის სოლომონ I-თან ურთიერთობის შესახებ

“ღვთის შეწევნით ჩვენ, ეკატერინე მეორე, სრულიად რუსეთის იმპერატრიცა და თვითმპყრობელი და სხვა და სხვა და სხვა.

ჩვენს გენერალს, სამხედრო კოლეგიის ვიცეპრეზიდენტს, ნოვოროსიისკის, აზოვის, ასტრახანისა და სარატოვის გენერალ-გუბერნატორს თავად პოტიომკინს.

ამას თან ვურთავთ პროექტს ტრაქტატისა ქართლისა და კახეთის მეფე ერეკლესთან ჩვენს მფარველობაში მისი მიღებისა და მის მიერ უმაღლესი ძალაუფლების აღიარების შესახებ. (ტრაქტატის პროექტი) შეიცავს ყველა იმ პუნქტს, რომლებსაც შეიცავდა ამ თვითმპყრობელის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი თხოვნანი… ეს მით უფრო სასიამოვნო უნდა იყოს, რადგან ჩვენ შევეცადეთ არა მხოლოდ დაგვეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნები, არამედ გადავაჭარბეთ კიდეც, კი არ მივითვისეთ მისი მორთმეული ხარკი, არამედ დავუტოვეთ მას მისთვისვე სასარგებლოდ.

(ეკატერინე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერეკლე II- სრული უფლება აქვს, დადოს ეს ტრაქტატი თავის წარჩინებულებთან განხილვის შემდეგ, რუსეთისგან ყოველგვარი დამოძღვრების გარეშე. ამასთანავე, სთხოვს ამ საქმის სწრაფად დასამთავრებლად გააგზავნოს თავისი რწმუნებულები ტრაქტატის დებულებათა ერთობლივი განხილვისთვის, ირწმუნება, რომ მისი (რუსეთის) მიზანი ამ შემთხვევაში სრულიად უანგაროა).

სასურველი იქნებოდა, რომ ჩვენი იმპერიისთვის ამ ღირსსახსოვარი და სასარგებლო მოვლენის შემდეგ, რომლის განსახორციელებლად თქვენ მონდომებით იღვაწეთ, ქართლის მეფის მაგალითს იმერეთის მეფემ სოლომონმაც მიბაძოს. მისი განწყობილება ჩვენს ამ სურვილს ეთანადება, მაგრამ მისი ერთგვარი დამოკიდებულება თურქეთის იმპერიაზე გვარწმუნებს, თავი შევიკავოთ ამ ქმედების განხორციელებისგან მანამდე, სანამ ჩვენს შორის აშკარა განხეთქილება არ მოხდება, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ამას არ გვაიძულებს თურქების სიჯიუტე და ჩვენი მოთხოვნილებების შესრულებისთვის თავის არიდება… ან ჩვენი ერთმორწმუნე ხალხის შევიწროვება. ჩვენთვის მონდომებულ თქვენს სამსახურსა და ხელოვნებას თქვენსას სავსებით ვენდობით, გვჯერა ხელიდან არ გაუშვებთ არაფერს ისეთს, რაც მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარება იმერეთის თვითმპყრობელის ჩვენდამი ერთგულების, ხოლო მის ქვეშევრდომთა რუსეთისადმი ნდობის განმტკიცებას.

ერეკლე მეფეს და მის ხალხებს ახლადშეძენილი მდგომარეობიდან გამომდინარე რომ უჩნდებათ სარგებლიანობა და უპირატესობა, სოლომონ მეფესაც ასეთივე არჩევანისკენ უბიძგებს…

ამ ნეგოციაციისთვის საჭირო თანხის განსაზღვრა დამოკიდებული იქნება თქვენს მიერ ადამიანებისა და (ხელშეკრულების დადების) ადგილის შერჩევაზე, რის შესახებაც თქვენს შეტყობინებას ველოდებით.

თქვენ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი

და მოწყალე

გაცემულია სანკტპეტერბურგს, თებერვლის მე-17 დღეს 1783 წლისა.

ეკატერინა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here