Home რუბრიკები საზოგადოება ფერეიდნელმა ქართველებმა ირანში ქართული ანბანის ძეგლი დადგეს

ფერეიდნელმა ქართველებმა ირანში ქართული ანბანის ძეგლი დადგეს

502

„დემოგრაფიული განვითარების ფონდის” ხელმძღვანელის _ ზვიად ტომარაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ირანში ფერეიდნელმა ქართველებმა ფერეიდუნშაჰრის მთავარ მოიდანზე ქართული ანბანის ძეგლი დადგეს.

ტომარაძე ამბობს, რომ  “ქართველები ძეგლს მთელი ღამე ყარაულობდნენ, რადგან ჰგონიათ, რომ ირანის უშიშროება დაანგრევს. როგორც ფერეიდნელი ქართველი ანდრო ნაგელიანი წერს, ქალაქში უშიშროების თანამშრომლები არიან. მთელი ქალაქი ფეხზე დგას და ქართველობის დასაცავად მზად არიან.…ძეგლის დაცვის მოთხოვნით, ტომარაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here