Home რუბრიკები საზოგადოება ნონა გაფრინდაშვილი კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

ნონა გაფრინდაშვილი კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

2350

ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, 74 წლის ნონა გაფრინდაშვილი იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში გამართულ სენიორების 25- მსოფლიო ჩემპიონატზე 65 წელს ზევით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ნონა ბოლო ტურში ქართველ მოჭადრაკეს _ თამარ ხმიადაშვილს შეხვდა, რომელთანაც პარტია ფრედ დაასრულა, თუმცა ეს ფრე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქულათა რაოდენობით პირველ ადგილზე გასულიყო.

ჩემპიონატი 10 ნოემბერს გაიხსნა და 21 ნოემბერს დასრულდა. 65 წელს ზევით მოთამაშეთა შორის პირველობისთვის 10 მოჭადრაკე იბრძოდა, ორი მოჭადრაკე ქალი საქართველოდან, ოთხი _ რუსეთიდან, ისრაელიდან და ყაზახეთიდან.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია ჭადრაკში (1962; 1965; 1969, 1972, 1975).

მან ტუტული დათმო ქართველ მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძესთან 1978 წელს (6,5:8,5). საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ქალთა შორის მან 1976 წელს მოიპოვა, 1978 წელს ჭადრაკის ისტორიაში პირველად კი _ მამაკაცთა შორისაც. ნონა გაფრინდაშვილი არის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ჩემპიონი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here