Home რუბრიკები ბლოგი რადიკალ ისლამისტური ორგანიზაციები

რადიკალ ისლამისტური ორგანიზაციები

1459

რელიგიურ ეთნიკური კრიზისები   რომელიც ხელოვნურად შეიქმნეს ერაყსა , სირიასა, ლიბანსა , ავღანეთსა და იემენში  მადესტაბილებერ ფაქტორად მოევლინა    მთელ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებს და   ჩრდილოეთ აფრიკას . ასევე დიდი ალაბათობით შიძლება გადავიდეს ცენტრალურ აზიასა , კავკასიაზე და თვით ევროპაზეც კი .

რაც უფრო იძაბება სიტუაცია მით გაურკვეველი ხდება თუ როგორ განვითარდება პროცესები, რაც   ეჭვის ქვეშ აყენებს ნაციონალური სახელმწიფოს როგორც სახელმწიფო მოდელის სიცოცხლისუნარიანობას . რადგან მას სულ უფრო და უფრო უჭირს რეაგირება მოახდინოს იმ გამოწვევებზე რომელიც გამომდინარეობს  სხვადასხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებიდანსახლმწიფოს უუნარობა წინ აღუდგეს ტერორისტულ საფრთხეებს  მიყავს სხვადასხვა რადიკალური ელემენტების აქტივიზაციისკენ , რომელთა საქმიანობა უმეტეს შემთხვევაში მწვავე რელიგიურ ხასიათს იღებს, რაც თავისთავად იწვევს ძველი  და ახალი პრობლემების ერთ დიდ საფრთხედ გადაქცევას .

ამსთან დაკავშირებით დიდ როლს თამაშობს ექსტრემისტთა ორგანიზაციებზე ინფორმაცია , მათი ქმედებების ხასიათი , დაფინანსების წყაროები და შემდეგ    კომპლექსური ანალიზი ,რაც საშუალებას მოგვცემს,  პირველი, გამოვლინდეს  კრიზისის  საფუძველი, მეორე,  ზუსტი პროგნოზი გავაკეთოთ სიტუაციის შემდგომ განვითარებაზე , რათა უკეთ მომზადებული შევხვდეთ შესაძლო  გართულებებს .

პირველ რიგში მინდა განვიხილო ის ტერორისტული და რადიკალ ისლამისტური ორგანიზაციები რომლებიც  დღევანდელი  ახლო აღმოსავლეთ – ჩრდილოეთ  აფრიკის ქაოსიას ავანგარდში არიან .

ნაწილი 1

„  ისლამური სახელმწიფო

იმის გათვალისწინებით თუ რა მაშტაბების ტერიტორიებს აკონტროლებს სირიასა და ერაყში  და რა მაშტაბების ტერიტორიებზე აქვს გავლენა, ისლამისტური სახელმწიფო თავის თავს განიხილავს როგორც  ლიდერს, რადიკალ ისლამისტური ჯიხადისტური   ფრონტის.

 მისი შექმნის ისტორია უკავშირდება ამერიკის და მის მიერ შექმნილი კოალიციის  ძალების ინტერვენციის შედეგებს ერაყში 2003 წელს . როდესაც  რადიკალური ბირთვი აბუ მუსაბ აზ- ზარკავის ხემძღვანელობით შეუერთდა უსამა ბენ ლადენის ტერორისტულ ორგანიზაციას და მიოიღო დასახელება „ალ კაიდა შუამდინარეთში“ . მაგრამ ღრმა წინააღმდეგობები რომელიც წარმოიშვა პირველ რიგში ჯიხადის  პრიორიტეტების არჩევაში და სხვა ისლამისტურ მიმდინარეობებთან ურთიერთობზე „ცენტრსა“  და  ერაყის „ფილიალს“  შორის, 2006 წელს მივიდა  იქამდე რომ აზ ზარკავის შენაერთი თვითნებურად შევიდა ერაყის ძლიერ ტერორისტულ გაერთიანება „ ისლამისტური სახელმწიფო ერაყში“-ს შემადგენლობაში, რომელიც ოკუპანების წინააღმდეგ საბრძოლველად უყრიდა  თავს სხვადასხვა ისლამისტურ ძალებს .

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/images.jpg

გაერთიანების ლიდერი

2010 წლის აპრილიდან ორგანიზაციის მოვიდა აბუ ბაქარ ალ-ბაგდადი , გამოცდილი ტერორისტი  და  მებრძოლი , რომელმაც კორდინალურად შეცვალა გაერთიანების სტრატეგია , კოალიციის გასვლის შემდეგ ერაყიდან  მთავარი კონცენტრირება გააკეთა  რა სუნიტური პრობლემების გადაწყვეტაზე, მომხრეთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა . მისი პიროვნების გარშემო მრავალი  ჭორი დადის . ზოგი მონაცემით 2005 წელს ის დატყვევებული იყო ერაყის „კემ ბუკის „ ციხეში საიდანაც გამოსული  შეერწყმა ადგილობრივ ტერორისტულ ორგანიზაციას .

მისი სიკვდილის  ინფორმაცია ავიადარტყმების შედეგად ბევრჯერ გავრცელდა მაგრან ჯერჯერობით ეს ვერსია არ მტკიცდება.

გავრცელების არეალი.

არაბული გაზაფხულის სერიების დასწყებასთან ერთად

„ისე“-მ (ისლამური სახელმწიფო ერაყში) გავრცელება  დაიწყო მეზობელ სირიის ტერიტორიაზე სადაც ამერიკული სპეცსამსახურების მიერ რუსეთის მოკავშირე ასადის წინააღმდეგ სამოქალაქო ომის პროვოცირება მოხდა . 2013 წლის 4 აპრილს ერაყის გაერთიანების ხემძღვანელობამ  გამოაცხადა „ისლამისტური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტეში“-ს (ისილ) შექმნის შესახებ . ამან გამოიწვია კონფლიქტი  ერთ მხარეს აბუ ბაქარ ალ-ბაგდადისა, მეორე მხრივ „ჯიხად ალ ნუსრის „ და „ალ ქაიდას „შორის . სისხლისმღვრელი შეტაკებების შედეგად ალ ბაგდადის მეომრებმა გარდა აღმოსავლეთ  ერაყის ტერიტორიებისა,  დაიკავეს ტერიტორიები სირიის აღმოსავლეთითაც .

 2014 წელს „ისილ“-ის მებრძოებმა განახორციელეს ბლიცკრიკი ერაყის ჩრდილოეთ რაიონებში რომელიც  ძირითადად სუნიტური მოსახლეობთ დასახლებული  და დაამყარეს კონტროლი რამდენიმე ქალაქზე მათ შორის სამარიაზე,ბაიჯიზე, ტიკრიტზე. მათი გაჩერება შეძლეს  მხოლოდ ქურთულმა შეიარაღებულმა რაზმებმა  ნავთობით მდიდარ კირკუკის მიდამოებთან  .

2014 წლის ივნისში ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის მოსულის მეჩეთში გამოცხადდა ხალიფატის შექმნის შესახებ რომლის სათავეშიც აბუ ბაკარ ალ- ბგდადი ჩაუდგა და სახელიც შესაბამისი მიიღო: ამირ ალ-მუმინინი ანუ ყველა მართლმორწმუნეთა გამგებელი.  იმავე დროს  სინაის ნახევარკუნძულზე რადიკალურ დაჯგუფება „ანსარ ბეიტ ალ- მაკდისის „ ხემძღვანელობამ რომელიც ძირითადად ეგვიპტე  ისრაელის საზღვარზე მოქმედებს  ხალიფატთან შეერთების განხცხადება გააკეთა. სხვათა შორის ამ დაჯგუფებამ აიღო თავის თავზე რუსული თვითფრინავის   A 321 ჩამოგდება . ისლამური ხალიფატის დროშები ასევე აფრიალდა იემენში სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს,  უკონტროლო ლიბიასა და ავღანეთში.

ფინანსური ნაკადები

ფინანსებმა  რა თქმა უნდა  უდიდესი როლი ითამაშა

ხალიფატის ელვისებურ გავრცელებაში . „ფორბსის“ მონაცემებით 2015 წელს ხალიფატის ბიუჯეტი 2 მილიარდ დოლარის შეადგენს , რაც მას ყველაზე მდიდარ ტერორისტულ ორგანიზაციადა აქცევს .  რამდენიმე თვის წინ კი მიმოქცევაში გამოვიდა ხალიფატის ფულის ერთეული  დინარი რომელიც 139 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია.

 „ ისლამური სახელმწიფოს“  დაფინანსებიას წყაროები შეგვიძლია დავყოთ ხუთ ნაწილად :

1. უკანონო  ოპერაციები ოკუპირებულ ტერიტორიაზე (ბანკების გაძარცვა, კონტროლის დამყარება ნავთობიოს მოპოვებაზე,ქონების კონფისკაცია, გადასახადის დაწესება  ტვირთების და ვალუტის ტრანზიტზე )

2. გატაცებები გამოსასყიდის მოთხოვნით.

3. შემოწირულობები , მათ შორის სხვადასხვა არასამთავრებო  ორგანიზაციებიდან .

4. მატერიალური დახმარება , გამოგზავნილი სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციიდან .

5. სხავადასხვა თანამედროვე საკომუნიკაციური  ქსელებიდან შეგროვებული შემოწირულობა.

“ისლამისტური ხალიფატის“დივერსიფიცეირებული ფინანსური მოდელი ასე თუ ისე დამოუკიდებელს ხდის მას გარე სპონსორებისგან მაგრამ ის ისეა მოწყობილი რომ მართვის მექანიზმის მხარდასაჭერად  და შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისთვის მუდმივად სჭირდება  სულ ახალ ახალი ტერიტორიების დაპყრობა.

სოციალური ბაზა.

სტაბილური ფინანსური ბაზა ძირითადად საჭიროა ხალიფატის ფართო სოციალური ბაზის შესანარჩუნებლად და ახალი წევრების მოსაზიდად. დღევანდელ დღეს „ისლამისტური სახელმწიფოს“ ძირითადად ეყრდნობა ერაყის მოსახლეობის სუნიტურ ნაწილს,  რომლებიც  ძალიან შევიწროებულნი იყვნენ  ამერიკის  ადმინისდტრა-ციის  ხელდასმული  ნური ალ-მალიკის მმართველობის დროს .  ხალიფატის მმართველ  ბირთვს შეადგენს  სადამ ხუსეინის არმიის კადრის ოფიცრები რომლებიც კოალიციის ძალების მიერ ერაყის ოკუპაციის შემდეგ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ  . მათ გარდა  ალ ბაგდადის  შენაერთებს შეუერთდნენ სხვადასხვა ელემენტები სირიის და სხვა არაბული ქვეყნების სუინიტური მოსახლეობა და ასევე მრავალი დაქირავებული თუ რადიკალ სუნიტი  ისლამისტი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც.

ვიქტორ   ცაავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here