Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინული “ვიკილიქსი”: სააკაშვილი უკრაინიდან გზავნის ბოევიკებს “ისლამურ სახელმწიფოში”

უკრაინული “ვიკილიქსი”: სააკაშვილი უკრაინიდან გზავნის ბოევიკებს “ისლამურ სახელმწიფოში”

486

მაკკეინი: ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, სახმელეთო ოპერაციას ვგეგმავთ ნატოს ძალებით, ფრანგებმა უკვე დააყენეს ეს საკითხი. რუსებს გამოვდევნით იქიდან. ასე რომ, ფინანსებს გვაძლევენ და შენი სპეცებიც გვჭირდება. შემდეგ წაიყვანე საქართველოში, შენ ხომ იქ გეგმები გაქვს.

ქართველი მებრძოლებს, რომლებმაც სპეციალური მომზადება უკრაინაში გაიარეს, მიხეილ სააკაშვილი სირიაში გზავნის. მებრძოლები, ძირითადად, ქართველი ჩეჩნები არიან, რომლებიც უკრაინაში, კრამატორსკის ბაზაზე მოამზადეს. სენატორ ჯონ მაკკეინის დახმარებით მებრძოლთა დაჯგუფებები სირიაში რეგულარულად გადადიან და უერთდებიან დაჯგუფება “ჯაბჰათ ან-ნუსრას” (“ალ ქაიდას” სირიული ფრთა) ტერორისტებს.

17 ნოემბერს უკრაინულმა “ვიკილიქსმა” გაავრცელა მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკელი სენატორის _ ჯონ მაკკეინის მორიგი მიმოწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სააკაშვილი:  _ ჰაი. როგორ არიან ჩემი ბიჭები?

მაკკეინი: _ მარდინიდან (თურქული ქალაქი სირიის საზღვარზე) გუშინ წაიყვანეს და საზღვარზე გადავიდნენ. როგორც კი ბაზაზე მივლენ, შემატყობინებენ.

სააკაშვილი: _ პარიზში მომხდარი ხელს არ შეგვიშლის?

მაკეინი: _ პირიქით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, სახმელეთო ოპერაციას ვგეგმავთ ნატოს ძალებით, ფრანგებმა უკვე დააყენეს ეს საკითხი. რუსებს გამოვდევნით იქიდან. ასე რომ, ფინანსებს გვაძლევენ და შენი სპეცებიც გვჭირდება. შემდეგ წაიყვანე საქართველოში, შენ ხომ იქ გეგმები გაქვს.

სააკაშვილი: _ 6 ადამიანი უკვე მზადაა წასასვლელად, პაიეტმა (აშშ-ის ელჩი უკრაინაში) იცის და შეუძლია, წაიყვანოს.

მაკეინი: _ ოკ, ყურადღებას მივაქცევ, პროცესის დეტალებს მერე გეტყვი.

სააკაშვილი: _ ოკ!

წყარო: http://wikileaks.center/index.php/entry/senator-makkejn-mechtaet-nachat-nazemnuyu-operatsiyu-v-sirii-gubernator-saakashvili-otpravlyaet-boevikov-s-ukrainy-v-igil

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here