Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპული თვალთმაქცობა და ქართული პროვინციალიზმი

ევროპული თვალთმაქცობა და ქართული პროვინციალიზმი

964

13 ნოემბერს პარიზში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაუშვებელია ტერორისტებთან ლაქუცი, შეთანხმება, მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, მათი გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის. მართალია, .. ისლამური სახელმწიფო, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია, ამერიკის შეერთებული შტატების ქმნილებაა, მაგრამ მისგამოკვებაშისაფრანგეთსაც მიუძღვის წვლილი _ ტერაქტების სერიამდე ის ამარაგებდა იარაღითისლამური სახელმწიფოსავაზაკებს.

სახელმწიფოს ხელისუფლების გარიგება ყაჩაღურ ორგანიზაციასთან ამ ხელისუფლებასაც ბოროტმოქმედად აქცევს და ასეთი გარიგება, როგორც წესი, მთავრდება ერთ-ერთი მხარის “გადაგდებით”, რაც “გადაგდებულს” ნამდვილად არ ჰგვრის სიამოვნებას. ტერორისტები მწყობრიდან გამოიყვანა არა ფრანგული ავიაციის მიერ მათი სამხედრო ობიექტების დაბომბვამ, არამედ იმან, რომ საფრანგეთმა ისინი გააბრიყვა: პირველი _ პრეზიდენტმა ოლანდმა უარი განაცხადა ბაშირ ასადის “რეჟიმის” დამხობაზე, და მეორე _ ოლანდი ვერ შეეწინააღმდეგა რუსეთს, რომელმაც დაიწყო ტერორისტების განადგურება. აქედან გამომდინარე, “ისლამურმა სახელმწიფომ” ჩათვალა, რომ საფრანგეთმა მას უღალატა, ანუ “გადააგდო”.

საყურადღებოა, რომ საფრანგეთს, უფრო ზუსტად, ამ ქვეყნის მეთაურებს აკავშირებდა და დღემდე აკავშირებს მრავალწლიანი ურთიერთხელსაყრელი (სარფიანი _ პირადად მათთვის) თანამშრომლობა ტერორისტების მფარველებთან და დამფინანსებლებთან, ისეთებთან, როგორებიც არიან საუდის არაბეთის მეფე, ქუვეითისა და ბაჰრეინის შეიხები და ა.შ. სოციალური ქსელები აჭრელდა ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდის უშუალო, მეგობრულ ვითარებაში გადაღებული სურათებით ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან. და, აი, ამგვარმა “მჭიდრო ურთიერთობამ” ამა წლის 13 ნოემბერს კანონზომიერი შედეგი მოიტანა.

მაინც რით მოხიბლა ცივილიზებული ქვეყნების თავკაცებიისლამურმა სახელმწიფომ”, რომელიც არა მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას ჟლეტს უმოწყალოდ, არამედ კაცობრიობის კულტურულ ძეგლებსაც ანადგურებს? პასუხი მარტივია _ “ისლამური სახელმწიფოევროპას აწვდის იაფფასიან ნავთობს და ამით ყოველთვიურადიჯიბავს” 50 მილიონ დოლარს!

აქ აღსანიშნავია კიდევ ერთი რამ _ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე პარიზში 130-ზე მეტ ადამიანს სიცოცხლეს გამოასალმებდნენ, “ისლამური სახელმწიფოსკაციჭამიებმა 200 (ორასი!) სირიელი ბავშვი მხეცურად დახოცეს, რაზეც მსოფლიოს საზოგადოებრიობას კრინტი არ დაუძრავს. როცა ამა წლის აპრილში ისლამისტებმა სასაკლაო მოუწყვეს 217 კენიელ ქრისტიან სტუდენტს, ფაქტობრივად, ამ აფრიკული ქვეყნის ინტელექტუალურ მომავალს, მსოფლიომ კვლავ გამოიჩინა .. ოლიმპიური სიმშვიდეხოლო ოთხი თვით ადრე მკრეხელური ფრანგული ჟურნალის _ “შარლი ებდოსსულიერად და ფიზიკურად გახრწნილი კარიკატურისტების მკვლელობამ საყოველთაო ისტერიკა გამოიწვია. აღარაფერს ვამბობ ამჟამად სახელმწიფო ბოროტმოქმედის _ სააკაშვილის ხელში მყოფ ოდესაში პოროშენკოს ფაშისტური ხროვის მიერ ცოცხლად დამწვარ ადამიანებზე ან დონბასში ათასობით დაღუპულზე, რომელთა ერთადერთიდანაშაულიიყო ის, რომ არ ისურვეს, დაეთმოთ ფიქლური აირით მდიდარი (საუბედუროდ) მშობლიური მიწა როკფელერების მძარცველთა კლანისთვის.

რატომ არ აღელვებს ევროპას და, საერთოდ, დასავლეთს, ათიათასობით დახოცილი უდანაშაულო ადამიანი, რამდენიმე გარყვნილი კარიკატურისტის მკვლელობაზე კი “გულის შეტევა” ემართება? მართლაც, რატომ? პასუხი უნდა ვეძიოთ ევროპელთა მსოფლმხედველობაში. მათი სულების “მიყრუებულ” ადგილებში მოკალათებული “ერთადერთობისა და განუმეორებლობის” ე.წ. იდეა პირველად გამოამზეურა ცივილიზებული გერმანელების საყვარელმა ბელადმა, ადოლფ ჰიტლერმა. მან ეს “ევროპული იდეა” თავის “ეპოქალურ” ნაბოდვარ მაინ კამპშითეორიულადაც “დაასაბუთა” და შემდეგ მისი განხორციელებაც სცადა. მაგრამ “თეორიულად დასაბუთებული იდეა”, რომელიც რასიზმით ყარდა, უბედო “ფიურერს” თავზე დაამხო ქართველმა იოსებ ჯუღაშვილმა.

გერმანელთა ბელადი თვლიდა, რომ არიან კულტურის შემქმნელი ადამიანები _ ევროპელები; არიან კულტურის დამანგრეველი ადამიანები _ ებრაელები და არიან კულტურის მომხმარებლები _ სლავები; სიცოცხლის უფლება კი აქვთ მხოლოდ ევროპელებს. რაც შეეხება “დანარჩენებს”, ისინი ან უნდა მოკვდნენ, ან გახდნენ ევროპელთა მონები. მართალია, ჰიტლერს თავი მოაკვლევინა საბჭოთა კავშირის წინამძღოლმა და ამით ის საკუთარი, ანუ “სტალინური ტირანიის” კიდევ ერთ “უდანაშაულო მსხვერპლად” აქცია, მაგრამ ნაგიჟარი ადოლფისმიერთეორიულად დასაბუთებული ევროპული იდეა”, სამწუხაროდ, დღესაც ცოცხლობს ევროპელთა გულებში.

მესმის კითხვები: ნუთუ ევროპელებს არ ეცოდებათ სირიაში, ერაყში, უკრაინასა და სადღაც საქართველოში გაჩაღებულ ძმათამკვლელ ომებში დაღუპული ადამიანები? ბოლოს და ბოლოს, უმანკო ბავშვთა დაღვრილი სისხლი არ აწუხებთ? _ როგორ არა! ეცოდებათ და აწუხებთ კიდეც, მაგრამ, მათი ეს “განცდები” ჰგავს შეცოდებას იმ ადამიანისა, რომლის თვალწინაც კლავენ ღორს ან სხვა საქონელს და მწვადის დაგემოვნების შემდეგ ავიწყდება სამყაროს არასრულყოფილება.

ამერიკელებმა თუ იციან შეცოდება? _ როგორ არა! როდესაც ეცნობი მათ მიერ შემუშავებულ “ადამიანის უფლებების დეკლარაციას”, რომელშიც წერია, რომ “ყველა ადამიანი თანასწორია”, შეიძლება, ცრემლი წამოგივიდეს, მაგრამ ამ “დეკლარაციის” ერთ-ერთ ავტორს, თომას ჯეფერსონს, ორასზე მეტი შავკანიანი მონა ემსახურებოდა… მოკლედ, დეკლარაცია დეკლარაციაა, ცხოვრება კი სულ სხვა რამ არის. ამიტომ ნუ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ, ქართველები, ან, თუნდაც, რუსები, უკრაინელები, აზერბაიჯანელები, სომხები, ყაზახები და სხვები ევროპელებს შევეცოდებით. ევროპელებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შევეცოდებით _ როცა ეს მათთვის მომგებიანი იქნება ეკონომიკურად და პოლიტიკურად; ხოლო, თუ არ ვართ მომგებიანები, წყალსაც წავუღივართ! დაგვიხოცია ერთმანეთი! და, რაც უფრო მრავალრიცხოვანი იქნება ჩვენი მსხვერპლი, მით უკეთესი ევროპელებისთვის. რადგან არაევროპელები, მათი პრაგმატული ჭკუის მიხედვით, ველურები ვართ.

დასასრულ, არ შემიძლია, ქართველი საზოგადოების ყურადღება არ მივაპყრო ერთ ფაქტს: სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”, რომელსაც ხუმრობით “სიფათწიგნს” ვუწოდებ, მყავს ოთხასამდე ვირტუალური უცხოელი მეგობარი: იტალიელები, ესპანელები, ჩეხები, სლოვაკები, სერბები და ა.შ. მათ შორის, მხოლოდ ხუთმა დაფარა თავისი “პროფილი” სამფეროვანი ფრანგული დროშით. სულ სხვა სურათი დამხვდა “ფეისბუქის” ქართულ “ფილიალში”. რამდენიმე ასეულმა (ეს რაც დავთვალე) ჩემმა თანამემამულემ სოლიდარობა გამოუცხადა ფრანგ ხალხს. ეს მისასალმებელია. ოღონდ ამ ადამიანებს რატომღაც სინანული არ გამოუხატავთ ორასი სირიელი ბავშვის მკვლელობის ან აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული სისხლისღვრის გამო. რატომ? _ იმიტომ, რომ საფრანგეთი არ არის გაძვალტყავებული კენია ან მიწასთან გასწორებული სირია. ის ხომ სათაყვანებელი ევროპაა, რომლის კარნახით უნდა ვიცხოვროთ. მერე რა, რომ მისი ზოგიერთი რჩევადარიგება ჩვენთვის მიუღებელია?! სამაგიეროდ, ევროპაა და სოლიდარობით თავი უნდა მოვაწონოთ ჩვენსდემოკრატმასწავლებლებს.

ამ “თანამგრძნობლების” საქციელი მაგონებს იმ კაცის ქმედებას, რომელიც ღარიბი გარდაცვლილის ოჯახს, დახმარების სახით, გროშს უწილადებს, ხოლო მდიდარ მიცვალებულს ლამის საფლავშიც ჩაჰყვება, ოღონდ მის ოჯახს თავი მოაწონოს და დაამახსოვროს…

რა ეშველება ზოგიერთი ქართველის ძვალსა და რბილში გამჯდარ მყრალ პროვინციალიზმს?!

გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. ძალიან მომეწონა სტატია, თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ადამიანების მიმართ ასე სასტიკნი არ უნდა ვიყოთ, გამოხატვის თვალსაზრისით.
    სტატია კი ნამდვილად კარგია, დროული, დასაფიქრებელი…

  2. ,,თუ მომგებიანი ვიქნებით ეკონომიკურად და პოლიტიკურად , თუარადა წყალსაც წავუღივართ\\\’\\\’……..დიახ ასე მსჯელობენ…საინტერესოა რას მოგვთხოვენ ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ?…..

  3. ტექსტი.მართალი ბრძანდებით ბატონო გიორგი,თუმცა მეც დავამატებდი ერთიორ სიტყვას,ან რატომ სდუმს საზოგადოება იმ ფაქტსზე რაც ხდება ეგეოსის ზღვაში.4000 გადააჭარბა გარდაცვლილთა რიცხვმა სირიელი ლტოლვილებისა,რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულებზე გადმოდიან.ყოველდღიურად ათობით ადამიანი იხოცება გაყინულ ზღვაში.აქედან უმეტესი თოთო და პატარა ბავშვები არიან.ალბათ იმიტომ რომ განუვითარებელი სირიის შვილები არიან,და არა განვითარებული ,და აზროვნება წინ წასული საფრანგეთის

  4. ჩრდ.ამერიკელი ინდიელები ევროპელმა მიგრანტებმა გადათელეს, ევროპას სამხრეთიდან წამოსული მიგრანტების მძლავრი ტალღა გადათელავს, ჩანს!………. ასეთი ულმობელია ისტორია………….. ჭკუას თუ ვუხმობთ – გადავრჩებით! გონიერება და ერთ მუშტად შეკვრა (და არა ერთმანეთის ლანძღვა-გინება!) გვმართებს!!!!!!!!!!……… ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას კი ვუწოდებთ ჩვენს თავს, მაგრამ მარტო ამის იმედად ყოფნა გადაშენება-გადაგვარებას თავიდან ვერ აგვაცილებს…

  5. ამ სტატიის პათოსსაც ვეთანხმები და ყველა წინადადებაზე ხელისმომწერი ვარ.მაგარი სტატიაა ….და ბოლოს, ჩვენს პროვინციალიზმს არაფერი არ ეშველებააააააა

  6. შენ გაიხარე სრული სიმართლეა ისლამური სახელმწიფო ცვენგან ორ ნაბიჯზეა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here