Home რუბრიკები ბლოგი ნარმანია „ცოცხლად დაწვას“ გვპირდება

ნარმანია „ცოცხლად დაწვას“ გვპირდება

1322

ამას წინათ, ერთი ამბავი ატყდა, ქვეყნის მთავარი ენერგეტიკოსი, კალაძე რატომ აწარმოებს მოლაპარაკებებს „გაზპრომთანო“. მინისტრმა დაგვამშვიდა – ეს მხოლოდ „კომერციულ გაზს“ ეხება და ნუ ნერვიულობთო.
დღეს კი, თბილისის მერმა თავისუბარად მიგვანიშნა, რას გულისხმობდა კალაძე „კომერციულ გაზში“ და გვახარა, რომ მომავალი წლიდან დედაქალაქში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსები იმოძრავებენო. აგვიხსნა, შეკუმშული გაზით (CNG – Compressed natural gas) აღჭურთილი ავტობუსები მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოა და, ამავდროულად, გარემოსაც არ აბინძურებენო.

რაც შეეხება გარემოს დაბინძურებას, – საკამათოა, რადგან არც მაღალი ხარისხის ბენზინის ხმარება აბინძურებს გარემოს იმაზე მეტად, ვიდრე გაზი. უსაფრთხოების საკითხს თუ შევეხებით, ამას ქვემოთ მოყვანილი ვიდეო ნათლად წარმოაჩენს.

ინტერნეტით მოძიებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მართლაც წერია, რომ ასეთი ავტობუსების ექსპლუატაცია უსაფრთხოა, ოღონდ, იმ შემთხვევაში:

თუ ავტობუსებისთვის სპეციალური გაზგასამართი სადგურებია მოწყობილი;
თუ ამ სადგურებზე კვალიფიციური მომსახურე პერსონალი მუშაობს;
თუ ყოველდღიურად ხდება ავტობუსების ტექნიკური დათვალიერება;
თუ ავტობუსი გამართულად დაგებულ გზებზე დადის…

ხომ ხედავთ, უკვე რამდენი „თუ“ დაგროვდა. ამასთანავე, მიზანშეწონილი არაა ასეთი ავტობუსების გამოყენება სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ჰაერის ტემპერატურამ შეიძლება 40 გრადუსს მიაღწიოს, – როგორც ხვდებით, მიზეზი მარტივია – აფეთქება.

ზემოთ ჩამოთვლილ „თუ“-ებს, კიდევ ერთი ქართული რეალობის „თუ“-ც მივუმატოთ და გავითვალისწინოთ ავტოსერვისის ხელოსნების „მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა“, ქალაქში დაგებული ასფალტის ხარისხი, გზებზე არსებული „საცობები“… და, უნებლიედ, დავფიქრდებით, ხომ არ გადაწყვიტა თბილისის მერმა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორთან ფსიქოლოგიურად შეგვამზადოს და „დანაღმული“ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გვამგზავროს, რომელში ასვლა-ჩამოსვლისას თითოეული ჩვენგანი პირჯვარს გადაიწერს და სანუკვარ სიტყვას წამოიძახებს – „გადავრჩი!“.

ქართველებმა კარგად ვიცით, რომ კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანს. რამდენად გაამართლებს კოკელი თბილისის მერის ეს პროექტი და რამდენად უსაფრთხოდ ივლის ასობით ავტობუსი თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად, დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია…

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ასახულია ჰოლანდიის, ინგლისის, გერმანიის, აშშ-ის და ინდოეთის ქალაქებში მომხდარი რამდენიმე შემთხვევა. აქვე აღსანიშნავია, რომ იქ ნარმანია მერად ჯერ არ დაუნიშნავთ და „მისი სახელობის ორმოებიც“ არ მოიძებნება.

P.S. ბატონო ხელისუფალნო, იქნებ გაიღოთ მოწყალება და შეიბრალოთ გაჭირვებული მოსახლეობა.

ლევან ზანგურაშვილი


1 COMMENT

  1. ეს კაცი საერთოდ ნორმალურია? ჯერ არის და სამეგრელოს სოფლის ორღობეებს დაამსგავსა მთელი თბილისი ისე გადათხარა და მიატოვა! რაც მოვიდა ნგრევისა და სისულელეების მეტი არაფერი არ გაუკეთებია! საერთოდ, ეს კაცი დედაქალაქის დასანგრევად და მოსახლეობის გასანადგურებლად შემოგზავნილი ხომ არ არის? წაიყვანოს ეს ფეთქებადი ავტობუსები და დაიყენოს სამეგრელოში თავის ყანაში და იქ ისეირნოს თუ ძალიან მოსწონს! ბოლოს და ბოლოს რა გააწყალა გული, ასეთი სულელი და გაბოროტებული მეგრელი ჯერ არ მინახავს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here