Home რუბრიკები საზოგადოება როგორ გვიყვარდა ერთმანეთი საბჭოთა საქართველოში!..

როგორ გვიყვარდა ერთმანეთი საბჭოთა საქართველოში!..

657

ის, რაც თვეზე მეტია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში და ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის ახლომახლო ხდება, იმას, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვისმენთ და ვხედავთ ტელეეკრანზე, სამწუხაროდ, ნაცნობი სცენებია ჩვენთვის. ერთმანეთისადმი ასეთ დაუნდობლობას, ასეთ ლანძღვაგინებასა და ცემატყეპას, უკვე მეოთხედი საუკუნეა, დასასრული არ აქვს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ის კი არა, სიძულვილი ძლიერდება და ძლიერდება! მეტადრე მას შემდეგ, რაცნაცებს” “ჩაჩოჩებადაუმცირესობააკადრეს.

ვერა და ვერ მოინელეს ეს ფაქტი მიშამ და მისმა გუნდმა _ ყველაფრის მკადრებელმა და გაღმა შედავების დიდოსტატებმა. მათი ქედმაღლობა გულის ამრევია. რის “ოცნება” და რა “ოცნება”, ისინი არიან დღესაც!.. ამ წაჯექ-უკუჯექობაში კი ქვეყანა ზარალდება. და მერე რისთვის? იმისთვის, რომ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში საქართველოში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას _ სარდლობა”. ესენი ერთმანეთს ებრძვიან პირველობისთვის, ხელისუფლებაში ყოფნისთვის, ამასობაში კი ირგვლივ უკიდურესი სიღატაკეა და, რა გასაკვირია, რომ თავისუფლებისმოყვარე ქართველი კაცი ხანდახან ისევ კრემლის “უფროსობასა” და საბჭოთა საქართველოში ცხოვრებას ნატრობს… ისეთ ფაქტებს დაგიდებენ, ვერც გაამტყუნებ.

ა, ბატონო: ამ ოცდაათიორმოცი წლის წინათ უფრო გვიყვარდა თუ არა ერთმანეთი ქართველებს? ხალხი იმ მცირედითაც, რასაც შოულობდა, კმაყოფილი იყო თუ არა? გვიხაროდა თუ არა ყოველი დილის გათენება? გულიანად მივიჩქაროდით თუ არა იმ მცირეხელფასიან სამსახურში? ახლა რომ საერთოდ მოიშალა, გვიხაროდა თუ არა სტუმრიანობა, ერთმანეთთან მისვლამოსვლა, ერთმანეთის მოკითხვა, მეგობრებსა და ნათესავებს? თუ რაიმე ღირებულია დღეს ჩვენს ლიტერატურაში, ხელოვნებაში, კულტურაში, მეცნიერებაში, სპორტშისატრაბახო და თავმოსაწონებელი, ეროვნული და პატრიოტული, ხომ საბჭოთა რესპუბლიკის პერიოდში შეიქმნა?..

და მაინც, როგორც გითხარით, იმ დროს იყო მთავარი ერთმანეთის სიყვარული, დაფასება, მოფერება, რომელიც ამ ბედუკუღმართ ქვეყანაში ასე აკლია დღეს ადამიანებს.

რა დამავიწყებს: 55 წლის წინათ, 1960 წელს, 17 წლის ყმაწვილი მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ჩამომიყვანეს დედაქალაქში. დროებით ნათესავის ბინაში ვცხოვრობდით ენგელსის (დღევანდელი ლადო ასათიანის) ქუჩაზე. ღმერთო, რა უცებ მომაგებეს გულის სითბო, როგორ დამიახლოვდნენ ამ შესანიშნავ თბილისურაივნიან ეზოში მცხოვრები ადამიანები! როგორ მამხნევებდნენ, როგორ უხაროდათ ჩემი კარგი ნიშნები მისაღებ გამოცდებზე, ხოლო, როცა ჩავირიცხე, შუა ეზოში გაშალეს სუფრა და შესანიშნავი პურმარილი გამიმართეს, სტუდენტობა დამილოცეს!.. ღმერთო, რამდენჯერ მიგრძვნია მერე და მერე თბილისელთა გულის სითბო… ხდება დღეს მსგავსი ამბები, ნაღდი, ქართული?.. რაღაც ეჭვი მეპარება, რადგან დღევანდელმა ყოფითმა პრობლემებმა დედა უტირა ჩვენს გულგახსნილ არსებობას, რაც, საერთოდ, დღევანდელი საქართველოს მოუწესრიგებელი არსებობის თანაზიარია. ვიტყვი ხოლმე, _ კიდევ კარგი, ხანდახან ესკომედიშოუსბიჭები გვახალისებენ, თორემ ტელევიზორის ჩართვა აღარ შეიძლება ამ ერთმანეთის მაგინებელი პოლიტიკოსების გამომეთქი.

ჰოდა, იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის საერთო საქმის სასიკეთოდ დავძლიოთ ბოღმა და ერთმანეთის სიძულვილი, ხალხო, მმართველო გუნდო თუუმცირესობავ”, უამრავი პარტიისა და ბლოკის წარმომადგენლებო! საბჭოთა საქართველოში აღსრულებული საქვეყნო საქმეები, ადამიანური ურთიერთობები როგორ დაგვავიწყდება, მაგრამ შეიძლება კაცს (და მერე რამდენს) დღეს ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა ჰქონდეს, რომ კვლავაც ის წლები და დღეები, კვლავაც კრემლისმფარველობადა სიკეთესთან ერთად უამრავი ავადმოსაგონარი ამბავი ინატროს, ოღონდაც არ შიოდეს?! საბჭოთა საქართველოში კი ასე ნამდვილად არ შიოდათ! დამოუკიდებელი საქართველოს “მმართველო ელიტავ, როდისღა უნდა დამთავრდეს, “ცოტაც მოვითმინოთ _ ცოტაც მოვითმინოთ”?! ამასობაში კი უამრავი არაფრის მაქნისი და არამზადა ჯიბეს ისქელებს ამ გასაცოდავებული ხალხის ფულით! ნუთუ ეს იყო ნატვრა ჩვენთა დიდთა წინაპართა, თავისუფალი საქართველოს არსებობის შესახებ?! ამას იფიქრებდნენ, ამას წარმოიდგენდნენ ის სულგანათლებულები, რომ მეოცე საუკუნის დასასრულს და ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე დადგებოდა დრო, ქართველი ვერშეირგებდადამოუკიდებლობას, ქართლელების აღმა ხნულს, კახელები დაღმა ჩამოფარცხავდნენ, გარეთ თუ შიგნით, ქუჩაში თუ პარლამენტში, სახელმწიფოებრივი აზროვნების ნაცვლად, ერთმანეთს ჩაუსაფრდებოდნენ, ერთმანეთის თათხვით დღეღამეს გაასწორებდნენ და ამას დაარქმევდნენ ოპოზიციონერობას?!

…ამას წინათ, ერთ-ერთ ტელეარხზე ვუყურე დოკუმენტურ ფილმს იაპონელთა კიდევ ერთი სასწაულის შესახებ. სხვა გამოსავალი რომ არ ჰქონდათ, როგორ ააგეს ამ “უცხოპლანეტელებმა” (კი, კი, მე პირადად, ჩვეულებრივ დედამიწელებად არ მივიჩნევ იაპონელებს) თავიანთი ერთ-ერთი ქალაქის სიახლოვეს, ოკეანეში, ხელოვნური კუნძული და როგორ გამართეს იქ მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი და მშვენიერი აეროპორტი, როგორ ჩაყარეს წყალში ათეული მილიონობით ტონა ქვა-ღორღი… როგორ აგებდა ამ არქიტექტურულ საოცრებას მილიონი მუშახელი… და როგორ ამაყობს დღეს ამ საოცრებით მთელი იაპონია… შევყურებდი და შევნატროდი ამ ხალხს, მართლაც “უცხოპლანეტელებს”, რომლებიც მიწის სიმცირის გამო რას არ სჩადიან. ააშენებენ _ მიწისძვრები ანგრევს, ააშენებენ _ ქარიშხლები ანგრევს!.. მაინც აშენებენ, მაინც უტევენ ბუნებას, მაინც გონების, თავდადების, არნახული შრომისმოყვარეობის მაგალითებს უჩვენებენ კაცობრიობას.

ჰოდა, ამ დროს, რა თქმა უნდა, გონების თვალი ჩვენს ქვეყანას, ღვთის ნაბოძებ დალოცვილ მიწა-წყალს უტრიალებს. იაპონელებთან შედარებით, მართლაც რომ არაფერი აკლია საქართველოს, ზღვაც უბოძა ღმერთმა, ფირუზისფერი ცაც და ზურმუხტისფერი ხმელეთიც, ოღონდ იშრომეთ და მოახდინეთ ზედ სასწაულებიო!.. ჰოდა, ვახდენთ კიდეც, კარგა ხანია, “ქართულ სასწაულებს” _ ვტკბებით წარსულით, ამას რომ ვაშენებდით, იმას რომ ვაშენებდით!.. დღევანდელობას კი ერთმანეთის ლანძღვაგინებით ვაფერადებთაღარ არის საშველინაციონალებისადა “მეოცნებეების” გაუთავებელი ქიშპის გამო… დაგვცინის მსოფლიო, _ რისი ამშენებლები ხართ, სახელმწიფოს მეთაურები ერთმანეთს ვერ იტანენო!..

სირცხვილი და თავის მოჭრაა ეს, მეტი არაფერი!..

თბილისში სწორედაც უნდა იდგეს ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი

ეს საკითხი, კარგა ხანია, ტრიალებს ჩვენს საზოგადოებაში, თუმცა ჯერჯერობით დადებითად ვერ გადაწყდა. ერთ ამბავში იყო ამის გამო შესანიშნავი ისტორიკოსი და თბილისის საკრებულოს ერთერთი ავანჩავანი ჯაბა სამუშია. იგი მოუწოდებდა თბილისის მერიასა და საკრებულოს, რომ ცოტა სიმარჯვე გამოეჩინათ ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის შესაქმნელად.

თუმცა, მე თუ მკითხავთ, ეს საკითხი არახალია, იმდროინდელია, როდესაც დიდი ქართველი მწერლის ფასიც იცოდნენ საქართველოში და მნიშვნელობაც, თაობები კითხულობდნენ, თაობები ეთაყვანებოდნენ მის უიშვიათეს პროზას, მაგრამ თბილის-ქალაქში მისი ძეგლი ვერა და ვერ აღმართეს.

ჰოდა, დღეს, კომპიუტერისა და ინტერნეტის ეპოქაში, ფასი წიგნმაც რომ დაკარგა და მწერალმაც, როდესაც დღევანდელი გოგო-ბიჭების უმრავლესობას სულაც არ აინტერესებს, ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი იქნება თუ არა თბილისში, ჭეშმარიტად მისასალმებელია ჯაბა სამუშიასა და სხვათა წუხილი (სხვაგვარად ღმერთმა ნუ ჰქნას) ამ საკითხის გამო.

როგორც ვიცი, მერია და საკრებულო ითავებენ ყოველივეს, კონკურსსაც გამოაცხადებენ ძეგლის შექმნაზე. ჰოდა, იმედი გვაქვს, რომ ულამაზეს ყაზბეგის გამზირს მალე დაამშვენებს მოხევეთა ჭირ-ვარამისა თუ სასიხარულო დღეების გამზიარებელი დიდი მწერლის ქანდაკება.

ვილენ მარდალეიშვილი

1 COMMENT

  1. თქვენ გაიხარეთ!

    იმედია დადგება ამ ქვეყანაში ისევ ის დრო როდესაც საქართველოში ყოველი დღე ლამაზი და ბედნიერი იქნება.

  2. ჩემთან ერთად სწავლობდა უნივერსიტეტში ლალი მარდალეიშვილი, წიწკვ მარდალეიშვილს ვუძახდით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here