Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოკრატიის სახელით

უზნეობა დემოკრატიის სახელით

გლობალიზაცია, რომელიც ახლავს სხვადასხვა კულტურის შერწყმის მცდელობას, ფასეულობების სისტემაში _კონფლიქტებს, ადამიანებს შორის გაუცხოებას იწვევს. ევროპამ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქადაგებდა სიტყვისა და ადამიანის თავისუფლებას, თანასწორობასა და ტოლერანტობას და რომელმაც კარგა ხანია, უგულებელყო ქრისტიანობა, დაკარგა ის ფასეულობები, რომლებმაც აქამდე მოიყვანა, სამაგიეროდ, ჩაიძირა სულიერ და ზნეობრივ ქაოსში, სადაც წინა პლანზე წამოწეულია .. ნეოლიბერალური ფსევდოღირებულებები.

საზოგადოდ კი, დღეს .. დემოკრატიული ფასეულობები მხოლოდ ძალაუფლებისა და ეკონომიკური უპირატესობის გაძლიერების გამართლებაა, რომელსაც დასავლეთი იყენებს ქვეყნებისა და ხალხების დასამორჩილებლად. დასავლეთის თანამედროვე ფასეულობების სისტემა _ ეს არის სისტემა, რომელიც აშშმა შექმნა სხვადასხვა ქვეყანაში მათთვის მიუღებელი რეჟიმების დასამხობად დემოკრატიის სახელით. ესფასეულობებიკი ეწინააღმდეგება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ (მართლმადიდებლურ) ტრადიციებს ოჯახის, ერის, განათლების, ზნეობის შესახებ და ეწევა ჰომოსექსუალობის, გარყვნილების, ანტირელიგიური იდეების პროპაგანდას, ამის ნათელი დასტურია აშშის სახელმწიფო მდივნის _ ჯონ კერის მუქარა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე, ამის ნათელი დასტურია ფრანგული გამოცემაშარლი ებდოსანტიმუსლიმანური კარიკატურები, რომელთა გამოც ტრაგედია დატრიალდა; შვედი ლესბოსელიმღვდელმსახურის(?!) განცხადება ეკლესიებიდან ქრისტიანობის სიმბოლოს _ ჯვრის ჩამოხსნის შესახებ, დანიის ქალაქ ოდენსეს ზოოპარკში შოკისმომგვრელი სანახაობის _ ლომის ლეშის გაკვეთის _ ჩვენება ბავშვებისთვის, მასობრივი მკვლელობები ამერიკის სასწავლო დაწესებულებებში _ სკოლებსა და უნივერსიტეტებში და ..

ახალ რუბრიკაში გთავაზობთ სწორედ ისეთ ფაქტებს, რომლებიც მიუღებელია არა მხოლოდ ქართველი საზოგადოებისთვის, არამედ ყველა ნორმალური ადამიანისთვის.

დარწმუნდებით, რომ ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის

მორმონების დედაქალაქისმერად ლესბოსელი აირჩიეს

იუტას შტატის დედაქალაქი სოლტლეიკსიტი ცნობილია, როგორც ქალაქი ბოლო დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიისა (მორმონების ეკლესია), რომელიც ჰომოსექსუალების მიმართ სიმკაცრით გამოირჩევა და ამ საკითხზე სპეციალური დოქტრინაც კი აქვს შემუშავებული. მიუხედავად ამისა, ქალაქის მერის არჩევნებში გაიმარჯვა ჯეკი ბისკუპსკიმ, რომელიც კარგა ხანია, არ მალავს, რომ ლესბოსელია.

რამდენიმე დღის წინათ გამართული არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, სოლტ-ლეიკ-სიტის მოქმედი მერი რალფ ბეკერი ბისკუპსკისთან დამარცხდა. ბისკუპსკიმ ხმების 52,19% მოაგროვა, ბეკერმა _ 47,81%. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგი 17 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს, იუტას შტატის სენატორმა ჯიმ დამაკისმა განაცხადა, რომ “მომხდარი სოლტ-ლეიკ-სიტის მოსახლეობის პროგრესზე მიანიშნებს (?! _ ნ.კ.)” და “ლგბტ-თემის ბევრ თაობას ასეთ რამეზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო. ეს _ სოლტ-ლეიკ-სიტის ისტორიაში დიდი მომენტია”.

2010 წელს კონსერვატიული ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის (მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მეოთხე ქალაქი აშშ-ში) მერის არჩევნებში გაიმარჯვა ლესბოსელმა ენის პარკერმა, რომელმაც 2014 წელს კალიფორნიაში იქორწინა კეტი ჰაბარდზე. აღსანიშნავია, რომ ამ ლესბოსურმა წყვილმა 3 ბავშვი იშვილა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/kanadel-bavshvebs.jpg

კანადელ ბავშვებს პირველი კლასიდანვე ჩაუტარებენ გაკვეთილებს სექსის საკითხებზე

კლასში ბავშვებს ეკრანზე უჩვენებენ ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოებს, მასწავლებელი კი დაწვრილებით აღწერს ქალისა და მამაკაცის ანატომიას _ ასე მიმდინარეობს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილი დიდ ბრიტანეთში. ბავშვები შეცბუნებულნი არიან. მასწავლებელი კი, ჩანს, უკვე მიეჩვია თავის როლს და აუღელვებლად განაგრძობსსწავლებას” (იხ. ვიდეო ინტერნეტმისამართზე: http://Ok.ru/Video/8489600288 )

ონტარიოში კი კანადელმა მშობლებმა ამა წლის მაისში გაარკვიეს, რომ სწორედ ასე წარიმართება მათი შვილების სექსუალური სწავლება, ოღონდ, თუ ბრიტანელები სექსის საკითხებს 14 წლიდან სწავლობენ, კანადელებმა 5 წლიდან უნდა ისწავლონ, ანუ პირველი კლასიდან. აღზრდის ახალი პროგრამის მიხედვით, კანადელ პირველკლასელებს აუხსნიან, როგორ ვითარდება მათი სასქესო ორგანოები, მეორე კლასში შეასწავლიან, როგორ თქვან უარი სექსზე, მესამე კლასში კი ბავშვები შეიტყობენ ერთნაირსქესიანთა ოჯახების შესახებ. სასწავლო კურსში, აგრეთვე, გათვალისწინებულია ისეთი ცნებები, როგორიცაა “ეროტიკული შინაარსის ეს-ემ-ესი”, და სიამოვნების სხვადასხვა სახეობა, მათ შორის, ანალური სექსი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/frangma-mgvdelma-100-atasi-.jpg

ფრანგმა მღვდელმსახურმა მრევლს 100 ათასი ევრო მოჰპარა

საფრანგეთის ჩრდილოდასავლეთში მდებარე ქალაქ ევრეს სასამართლომ 15 ათასი ევროთი დააჯარიმა კათოლიკე მღვდელი ფრენსის მიშელი, რომელმაც ეკლესიის სალაროდან მრევლის მიერ შეგროვებული 100 ათასი ევრო მოიპარა. სასამართლომ კათოლიკე მღვდელმსახურინდობის ბოროტად გამოყენებაშიდაადანაშაულა.

ფრენსის მიშელი ქალაქ ტიბერვილის კიურედ (საფრანგეთში, ბელგიასა და ზოგიერთ ქვეყანაში კათოლიკური ეკლესიის მღვდელი) მსახურობდა. მან ფული, რომელსაც მრევლი სწირავდა, 2006-2008 წლებში მიიტაცა. კიურეს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში რაიონის ეპისკოპოსის ადმინისტრაციამ შეიტანა. სასულიერო პირის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იპოვეს დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც ფრენსის მიშელის 11 ანგარიშზე 116 ათასი ევრო ირიცხებოდა. საბანკო ანგარიშების მიხედვით, კიურემ არაერთხელ იმოგზაურა პარიზში, სადაც ძვირად ღირებულ სასტუმროებში ბინავდებოდა და ძვირად ღირებულ ნივთებს იძენდა, პირსინგიც კი გაიკეთა.

აღსანიშნავია, რომ “მამა მიშელი” თავს ღარიბ, უქონელ მღვდელად წარმოაჩენდა და ეკლესიაში დახეული ანაფორით დადიოდა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/William_Vahey-pedofili-masw.jpg

მასწავლებელი 40 წლის განმავლობაში აუპატიურებდა მოსწავლეებს

უილიამ ვაჰეი საზღვარგარეთ მოგზაურობისას ბავშვებს საძილე საშუალებებს უყრიდა საკვებში და აუპატიურებდა. ამით ხსნიდნენ ექსპერტები იმას, რომ მოძალადე დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა დანაშაულის დამალვას.

ვაჰეიმ 2009 წელს დაიწყო მუშაობა საერთაშორისო ელიტურ სკოლა Southbankში. მანამდე კი წლების განმავლობაში ძალადობდა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებზე 9 ქვეყანაში _ ირანში, ლიბანში, ესპანეთში, საბერძნეთში, საუდის არაბეთში, ვენესუელაში, ნიკარაგუაში, ინდონეზიაში, დიდ ბრიტანეთში, სადაც ის ამერიკულ საერთაშორისო სკოლებში პედაგოგად მუშაობდა.

1949 წელს ნიუ იორკში დაბადებული ვაჰეი 20 წლის იყო, პირველად რომ დააპატიმრეს მცირეწლოვანი ბავშვის გარყვნისთვის. მას 90 დღით პატიმრობა და 5 წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ მოგვიანებით უფლება მისცეს, გამგზავრებულიყო ირანში, სადაც ამერიკულ საერთაშორისო სკოლაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა.

2014 წლის მარტის დასაწყისში ნიკარაგუის ამერიკულ სკოლაში ვაჰეის დამლაგებელმა მოპარა მეხსიერების ბარათი, რომელზეც 90 გაუპატიურებული მძინარე ბავშვის ფოტო ინახებოდა და სკოლის ხელმძღვანელს გადასცა.

ვაჰეიმ თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ექიმებმა გადაარჩინეს.

2014 წლის 21 მარტს კი მან ჯერ პოლიციელებს უამბო ჩადენილი დანაშაულების შესახებ, შემდეგ კი თავი მოიკლა. ვაჰეის მეხსიერების ბარათზე არსებული 90 ბავშვის ფოტოდან სამართალდამცველებმა 60 ამოიცნეს _ ისინი სკოლა Southbank-ის მოსწავლეები არიან. ამ სკოლაში ვაჰეი ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლიდა და ბავშვებთან ერთად საზღვარგარეთ მოგზაურობდა.

ვაჰეი დაქორწინებული იყო და ორი შვილის მამა გახლდათ. მისი ცოლი ჯეინ ვაჰეი ევროპის საერთაშორისო სკოლების საბჭოს დირექტორობდა 2014 წლის გაზაფხულამდე.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/shvili-colad-mamas-mihyveba.jpg

შვილობილი ცოლად მამას მიჰყვება

უკვე 40 წელიწადია, პენსილვანიელები (აშშ) ნინო ესპოზიტო და როლანდ ბოსი ერთად ცხოვრობენ. 40-წლიანი ურთიერთობა ნებისმიერი წყვილისთვის შესაშურია, მაგრამ ნინო და რონალდი გარკვეული მიზეზების გამო დაქორწინებულნი არ არიან. იმისათვის, რომ ურთიერთობა იურიდიულად აღიარებული ყოფილიყო, 2012 წელს რონალდ ბოსიმ ნინო ესპოზიტო იშვილა. აღსანიშნავია, რომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის ამგვარი ფორმა იშვიათი არ არის აშშში, რადგან გეიწყვილები სხვა შესაძლებლობას მოკლებულნი იყვნენ.

ახლა კი, როდესაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება აშშ-ში უკვე ლეგალიზებულია, წყვილს იმედი აქვს, რომ კანონიერად იქორწინებს, თუმცა ამისათვის ჯერ იურიდიულად აღარ უნდა იყვნენ “მამა” და “შვილი”.

ესპოზიტომ და ბოსიმ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და შვილად აყვანის გაუქმება მოითხოვეს, მაგრამ მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან, ამერიკული კანონების მიხედვით, შვილად აყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაუქმდეს, თუ გამჟღავნდება თაღლითობის ფაქტი.

როგორც ტელეარხი CNN-ი იუწყება, მოსამართლე ლოურენს ჯ. ო’ტულმა განაცხადა, რომ წყვილს არ შეუძლია დაქორწინება, რადგან იურიდიულად ჯერ კიდევ ითვლება მამა-შვილად.

სამოქალაქო თავისუფლების ამერიკული კავშირის პენსილვანიის განყოფილების ადვოკატები, რომლებიც წყვილს ეხმარებიან, მორიგ სარჩელს ამზადებენ და იმედოვნებენ, რომ უზენაესი სასამართლო გააუქმებს შვილად აყვანის გადაწყვეტილებას, წყვილი ახალი კონსტიტუციური უფლებით ისარგებლებს და კანონიერად იქორწინებს.

მსგავსი ისტორია ამა წლის მაისშიც მოხდა: 76 წლის ნორმან მაკარტურმა და 78 წლის ბილ ნოვაკმა, რომლებიც მამა-შვილად ითვლებოდნენ, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, შვილად აყვანის გადაწყვეტილება გააუქმეს და კანონიერი “ცოლი” და “ქმარი” გახდნენ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/amerikelma-xeli-STxova.jpg

ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ სატრფოს ხელი სთხოვა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ეკლესიის სახურავზე

ამერიკული ფეხბურთის ნაციონალურ ლიგაში მოთამაშემ, 25 წლის მაიკლ სემმა 2014 წელს საჯაროდ აღიარა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა. წლის დასაწყისში კი მან თავის სატრფო ვიტო კამისანოსთან ერთად ევროპაში იმოგზაურა და ვატიკანში, წმინდა პეტრეს ეკლესიის სახურავზე ხელი სთხოვა და, როგორც ფოტოზე ჩანს, თანხმობაც მიიღო.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here