Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო დასავლეთის დაკრულზე ცეკვავს, როგორც ცხოველები ცირკში

საქართველო დასავლეთის დაკრულზე ცეკვავს, როგორც ცხოველები ცირკში

1010

აზერბაიჯანის პრეზიდენტის _ ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში, უპირველესად, იმით იყო აღსანიშნავი, თუ რა შეფასება მისცა მან აზერბაიჯანდასავლეთის ურთიერთობებს. ჩვენთვის ამ განცხადებებს არავითარი საგნობრივი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან სხვაზე ვფიქრობთ, ანუ ალიევის პოლიტიკისგან დიამეტრულად განსხვავებულზე. “ჩვენთვისორომ ვამბობ, არც პატივცემულ მკითხველს ვგულისხმობ და არც საკუთარ თავს _ ღმერთმა დაგვიფაროს ვიწრო აზროვნებისგან, ხელისუფლება მყავს მხედველობაში.

აზერბაიჯანი და საქართველო, კარგა ხანია, სტრატეგიული პარტნიორები არიან და უფრო მეტიც. მარნეულის რაიონში სტუმრის ჩასვლამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მჭიდრო ურთიერთობას. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას. საუკუნეებია, ისინი ცხოვრობენ ამ მიწაზე და ქართულაზერბაიჯანული ურთიერთობები დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ყოფაზე”, _ თქვა ალიევმა.

აზერბაიჯანელები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ქართველები?

ე.წ. დამოუკიდებლად არსებობის პერიოდში ქვეყნის ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ აგრძნობინა ხალხს, რომ ქვეყანა დამოუკიდებელია. რაც შეეხება ფსევდოდამოუკიდებლობას, უხვად გვაქვს სიტყვებით, ენის უაზრო ტრიალით, უწერტილმძიმო ლაქლაქითა და თავხედური გამონათქვამებით _ უცხოური ტერმინოლოგიით გაჯერებულით. ჩვენისთანა “დემოკრატიული” ქვეყანა არათუ რეგიონში, მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება.

მეტიჩარა ქართველიპოლიტიკოსებისადა მათზე მეტად მეტიჩარა არასამთავრობოების ნათქვამი, უფრო ზუსტად, თუთიყუშის მსგავსად გამეორებული უცხოურისიბრძნე”, “ბრძენიდასავლელები რომ გვამეორებინებენ და ასეიოლად”, უშრომელად გვიქმნიან დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს, მეტი არაფერია, თუ არა _ დაემონო დასავლეთს.

იქნები ასეთი _ დაგაფასებს ამერიკა-ევროპა, ისიც “დემოკრატიის შუქურას” გიწოდებს და, თუ გეიაღლუმს ჩაატარებ, მით უმეტეს, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დააკანონებ, ჩვენისთანა დემოკრატიული ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ იქნება. უკრაინაში მყოფმა ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქალბატონმა მოგერინიმ უსაყვედურა უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს ტოლერანტობის კანონის არმიღების გამო და აღუთქვა, _ ვიდრე არ მიიღებთ, ვიზალიბერალიზაციას ვერ ეღირსებითო. ჩვენ კარგა ხანია, მივიღეთ. ასე რომ, თავი ქუდში გვაქვს.

ვირტუალურ სატყუარას აყოლილნი თავს ნამდვილ დემოკრატად მივიჩნევთ. გამუდმებით (უკვე მერამდენე დღეა) ვჭიხვინებთ, პატრონისთვის “რუსთავი 2”-ის დაბრუნებას ვაპროტესტებთ; თავისუფალი სიტყვის, დემოკრატიის საბოლოო ჩახშობააო, _ ვამბობთ. საინტერესოა, როდიდან არისრუსთავი 2” თავისუფალი სიტყვის ბაირახტარი? იქნებ იქიდან დაწყებული, ტელეკომპანიაიმედსრომ არბევდა ხელისუფლება და ხმას არ იღებდა, ან იქნებ 26 მაისის ღამეს, პოლიცია ხალხს რომ ხოცავდა პარლამენტის შენობის წინ?

საქართველოსდემოკრატიულიჰქვია, ყველა ამ ჩადენილი დანაშაულის მიუხედავად, რადგან მისი ხელისუფლება 25 წლის განმავლობაში დასავლეთის დაკრულზე ცეკვავს, როგორც ცხოველები ცირკში.

დიახ! ჩვენ ვართ დემოკრატები, ამერიკა-ევროპის შეფასებით, ხოლო აზერბაიჯანი _ არადემოკრატიული, დიქტატორული ქვეყანა.

ჩვენ, “დემოკრატებმა”, 25 წელიწადი მრავალპარტიულ ენის ტრიალში დავხარჯეთ, ვერც ქვეყანა ავაშენეთ და ვერც ხალხს მივეცით სიდუხჭირიდან ამოსვლის შესაძლებლობა. “დიქტატორულმა” აზერბაიჯანმა ბევრი იშრომა თავისი ცხოვრების ასაშენებლად, საკუთარი ქალაქებისა და სოფლების დასამშვენებლად, თავისი კულტურისა და მენტალიტეტის გასაძლიერებლად, ხალხის ცხოვრების დონის ასამაღლებლად.

“აზერბაიჯანს ნუ ვედრებით, მას ენერგომატარებლები აქვს”, _ ამბობენ ჩვენი “ბრძენი პოლიტიკოსები”. მართალია, აზერბაიჯანს ბუნებრივი აირი და ნავთობი აქვს, მაგრამ საქართველოს სატრანზიტო გზის გარეშე ეს სიმდიდრეები ნახევარსიმდიდრეები იქნებოდა. საქართველოს სატრანზიტო დერეფანმა შესძინა აზერბაიჯანს საერთაშორისოს ტიტული.

აზერბაიჯანი თუ ენერგომატარებლებით არის მდიდარი, ჩვენ სატრანზიტო დერეფნით ვართ მდიდარი და, ვიდრე აზერბაიჯანს სხვა მარშრუტი არ აურჩევია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად, ამასთანავე, ახალი სატრანზიტო გზების მოსაძიებლად. ერთერთი ირანსომხეთსაქართველოაფხაზეთრუსეთის სარკინიგზო მაგისტრალია, რასაც დროულად უნდა რეალიზება და არა ვიწრო პოლიტიკური მოსაზრების მსხვერპლად ქცევა.

თბილისში მყოფმა ილჰამ ალიევმა ყოველგვარი რევერანსის გარეშე მიუჩინა ადგილი ევროკავშირს, ნატოს, ევროატლანტიკურ სივრცეს. ჩვენს საქმეებში ნუ ერევით, ჩვენ არაფერი მიგვიღია თქვენგან და არც არაფერს გთხოვთო, _ ბრძანა მან. ეს არ იყო ალიევის პირველი კრიტიკული განცხადება, მსგავსი რამ არაერთხელ უთქვამს, რომ აზერბაიჯანი არ აპირებს ევროკავშირთან ასოცირებას ან ნატოს კარზე კაკუნს.

ის დამოუკიდებლად ცხოვრობს და ამ დამოუკიდებლობით აშენებს თითით საჩვენებელ, მისაბაძ ქვეყანას. მხოლოდ ასეთს შეეძლო პირველი ევროპული ოლიმპიური თამაშების ბრწყინვალედ ჩატარება. ერის ისეთი მობილიზება, როგორიც აზერბაიჯანში მოხდა, იშვიათობაა. 2 წელიწად-ნახევარში მოასწრო მთელი რიგი სპორტული ნაგებობების, ინფრასტრუქტურის აშენება, ისეთის, 5 და მეტი წელიწადი რომ სჭირდება.

დაახლოებით იმავე პერიოდში “დემოკრატიულმა” საქართველომაც გამართა სტუდენტური ოლიმპიადა. ამ ღონისძიებისთვის შეპირებული ქალაქის გზების მოასფალტება დღესაც წარუმატებლად მიმდინარეობს. კარგა ხანია, ოლიმპიადა დასრულდა, გზების მოასფალტება (თუ ამას მოასფალტება ჰქვია) კი ჯერაც არ დამთავრებულა. მსგავსი რამ აზერბაიჯანში, “დიქტატორულ” ქვეყანაში, არასდროს მოხდება, “დემოკრატიულში”, ანუ მოტლიკინე საქართველოში _ დიახ!

ვისაც ბაქოს აეროპორტი უნახავს, დამერწმუნება: ქვეყანა, რომელიც ასეთს ააშენებს, ძლიერია. თვალი შეავლეთ აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავებს, ცინცხალემბრაიერებს”, უმალ რომ გაფიქრებინებთ ქვეყნის სიძლიერეზე. მოინახულეთ ახალახალი საგამოფენო დარბაზები, დაესწარით სიმფონიური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალებს, სხვა კულტურულ ღონისძიებებს, რომლებსაც რეგულარულად აშუქებს ტელეკომპანიაევრონიუსი”, და დაინახავთ, რა იცისდიქტატურამ”.

აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, რომელმაც საქართველოში დაფასებული ამერიკელი მეთიუ ბრაიზა ისე მოისროლა ამერიკის ელჩის სავარძლიდან, როგორც წვინტლი. აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკულ შენიშვნას პრეზიდენტ ალიევის აპარატის პასუხისმგებელი მუშაკის დონეზე რომ სცემენ პასუხს, თანაც უაღრესად კრიტიკულს, დაახლოებით ამგვარი შინაარსისას: თქვენს ჩასვრილ საქმეს მიხედეთ, ჩვენ თავი დაგვანებეთ!

აზერბაიჯანი, მათი შეფასებით (იქნებ ჩვენიპოლიტიკოსებისაც”), არადემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ რა სჯობს: იყო ისეთიარადემოკრატიული”, როგორიც აზერბაიჯანია, აშენებდე შენს ცხოვრებას თუ იყო ისეთიდემოკრატიული”, როგორც საქართველოა, ტუალეტშიც ვერ შედიოდე ვაშინგტონის დაუკითხავად?! მგონია, ჩვენი ხელისუფლების წევრი მამაკაცები ხელაწეული შარდავენ, ამერიკელთა მიერ დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა უხერხული მომენტი რომ არ აღბეჭდოს ფირზე.

აზერბაიჯანის მსგავსი პოლიტიკის წარმოება მტკიცე ნებისყოფისა და პოლიტიკური განსწავლულობის ნაყოფია. ვინატრებდი, რომ ასეთი ჩვენთანაც ყოფილიყო, მაგრამ ე.წ. დემოკრატი პოლიტიკოსების წყალობით, ამ ნატვრას ასრულება არ უწერია.

აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს მეზობელ რუსეთთან და ამ თანამშრომლობის წყალობით სასოფლოსამეურნეო პროდუქცია შეაქვს რუსეთისა და დსთ ქვეყნების ბაზარზე. აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, რომელშიც კარგა ხანია, მოქმედებს რუსული ენისა და კულტურის უზარმაზარი ცენტრი. ეს ის ქვეყანაა, რომელსაც პარიტეტულ საფუძველზე შეუძლია ლაპარაკი, როგორც რუსეთის პრეზიდენტთან, ისე ნებისმიერ დასავლელ მაღალჩინოსანთან. აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, დიდ უცხოურ ინვესტიციებს რომ დებენ; აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, რომელშიც, სხვა მშენებლობებთან ერთად, სამხედრო მშენებლობაც ყვავის.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა “დიდ ძმას” უმტკიცებს, _ ნახე, რა შევძელით დამოუკიდებლად ცხოვრების პირობებშიო, და “დიდიც” ხშირად გაფართოებული თვალებით უმზერს მათ სწრაფ განვითარებას, მოპოვებულ მიღწევებს.

ყველა ყოფილში იგრძნობა წინსვლა, ვინაიდან ყველა ყოფილი შორსაა საქართველოს მსგავსიდემოკრატიისგან”. “არადემოკრატიულმააზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, თურქმენეთმა, ბელარუსმა, უზბეკეთმა, სხვებმა შექმნეს ის ცხოვრება, რომლის დონესთან ჩვენ ვერ მივალთ, მაგრამ ვერ შექმნესდემოკრატიული ლაქლაქი”, რომელიც ესოდენ ფასობს ჩვენში.

აზერბაიჯანმა ახლახან ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ეუთომ, აშშმა მწვავედ გააკრიტიკეს. საგარეჯოს მართლაც არადემოკრატიულ არჩევნებზე კი სიტყვაც არ დაუძრავთ, ისევე, როგორც სააკაშვილის პერიოდში ჩატარებულ ფალსიფიცირებულ არჩევნებზე.

დიახ, ვამაყობთ ჩვენი “დემოკრატიით”, უფრო მეტად ისინი (დასავლეთი) ამაყობენ ჩვენით და ამ სიამტკბილობაში რეიტინგს რეიტინგზე ვიგებთ. პირველები თუ არა, ათეულში მაინც შევდივართ სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო სიაში. უყურებ და უსმენ ტელეეკრანზე გამჟღავნებულ სასიხარულო ცნობებს, თავს იმშვიდებ, მაგრამ ეკრანს მოშორდები და იმ განავალში კრავ თავს, ყოველდღიური აუწყობლობა რომ ჰქვია.

დიახ! დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას ხელის განძრევის საშუალებას არ აძლევს მთელ რიგ საშინაო თუ საგარეო საკითხებში (ამას ხშირად მოისმენთ ნებისმიერი მოქალაქისგან), მაგრამ რა ვუყოთ იმ უმარტივეს საკითხებს, პრობლემებად რომ არის ქცეული და ნებისმიერ ჩვენგანს სიცოცხლეს უმწარებს? ამაშიც დასავლეთი გვაფერხებს?

აშკარად შეურაცხყოფილად გრძნობთ თავს, როდესაც ორმოებიან, დანგრეულ გზებზე გატარებენ; როდესაც სიმწრით დაგებულ ახალ ასფალტს, მეორე დღიდან ჭრიან “კავკასუს ონლაინის” კაბელების ჩასაწყობად. ჭრიან და ხანგრძლივი პერიოდით აწამებენ ხალხს თხრილებზე ხტომით, მტვრის ყლაპვით; როდესაც ისედაც გადატვირთულ ქუჩაზე მრავალსართულიან სახლს წამოჭიმავენ, რომლის დასრულებას ბოლო არ უჩანს, ისევე, როგორც შენობის წინ, ტროტუარზე დაყრილი სამშენებლო მასალებიდან ავარდნილ მტვერს, წვიმიან ამინდში _ ტალახს.

შეურაცხგვყოფენ, როდესაც ელეგტროენერგიასა და წყალს გვითიშავენ, ნაგავი არ გააქვთ;

შეურაცხგვყოფენ, როდესაც კვირის განმავლობაში ქუჩებში გამსკდარი მილებიდან ამოხეთქილ სასმელ წყალს არვინ აკეთებს.

შეურაცხგვყოფენ, როდესაც სამგზავროდ ამორტიზებულ საქალაქო ტრანსპორტს გვთავაზობენ, თანაც, გარდა საფარი მინისა, არც ერთს ნომერი გვერდებზე და უკან არ უკეთია, მათ შორის, სამარშრუტო ტაქსებს.

შეურაცხგვყოფენ, როდესაც მრავალ ქუჩაზე შუქნიშნებს ამონტაჟებენ წინასწარი შესწავლის გარეშე, ვიღაცის ხუშტურის გამო, რითაც მძიმე საცობებს ქმნიან და ჰაერის დაბინძურებას უწყობენ ხელს.

შეურაცხგვყოფენ, როდესაც რეცეპტის გარეშე წამლებს არ გვაძლევენ და გვაიძულებენ, დრო და ენერგია ვხარჯოთ ექიმის ლოდინში.

შეურაცხგვყოფენ, როდესაც სუპერმარკეტ “გუდვილში”, სხვაგანაც, პატარა პაკეტში ჩადებულ შემწვარ კარტოფილში 1.5 ლარს გვახდევინებენ, ხოლო დამპალ (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) კიტრში _ 2.5 ლარს; როდესაც ობმოკიდებულ პურს გვიწყობენ დახლზე.

შეურაცხგვყოფენ, როდესაც ვითომ გარემონტებულ ქუჩას ხსნიან და მეორე დღესვე კეტავენ დაუსრულებლობის გამო.

შეურაცხგვყოფენ, როდესაც მრავალწლოვან ხეებს გვიჩეხავენ და მათ ნაცვლად ბეტონის შენობებს “გვირგავენ”.

შეურაცხგვყოფენ, როდესაც ტროტუარებზე მაღაზიებს გვიშენებენ (“დეზერტირების” ბაზრის გაყოლებაზე).

შეურაცხგვყობენ, როდესაც თბილისის მერი ნარმანია ურცხვად გვიცხადებს, _ თბილისში დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა არ არსებობსო. როგორც ჩანს, მერიის წინ “ცენტრ-პოინტის” მიერ დატოვებულ ჩონჩხს დასრულებულად მიიჩნევს.

მრავალი შეურაცხმყოფელი მომენტის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ გაზეთი ვერ დაიტევს. ამ შეურაცხყოფის უგემურ აჯაფსანდალში გვიწევს ცხოვრება და ისე მივეჩვიეთ, რომ ყურადღებასაც აღარ ვაქცევთ. არადა, ყველა მათგანი ქვეცნობიერად მოქმედებს ჩვენზე და მაშინ დაგვკრავს მოულოდნელად, როდესაც არ ველით.

ვითომ წვრილმანი შეურაცხყოფის ატანის შემდეგ, დიდსაც მშვენივრად ვიტანთ _ საწვავზე მომატებულ ფასებს, ელექტროენერგიაზე გადიდებულ ტარიფებს, უაღრესად მცირე პენსიებს, დაუსაქმებლობას და მოხელეთა უზომო ხელფასებს, ხელფასებზე დანამატებს, პრემიებს, კომფორტულ ცხოვრებას.

ჩვენ იმასაც ვიტანთ, თავდაცვის მინისტრი რომ ბიუჯეტის ფულით (ჩვენი ნაშრომით) საფრანგეთში ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემების შესაძენად ხელშეკრულებას გააფორმებს და არაფერს გვეტყვის ამის თაობაზე. საინტერესოა, რას მოუტანს ქვეყანას ფულის უყაირათო ყრა რაკეტებში, როდესაც რუსული ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრში დგანან.

შეურაცხყოფაა, როდესაც ხიდაშელი იაპონიაში მიემგზავრება სამხედრო კავშირების დასამყარებლად. აკი ნატოსკენ მივდივართო?!

შეურაცხყოფაა, როდესაც თავდაცვის მინისტრი პირადად ჩაუჯდება საგარეჯოს არჩევნების ბიულეტენების თვლას. შეურაცხყოფაა მისი თითქმის ყველა განცხადება ქვეყნის სადღეისო და სამომავლო ყოფაზე, მაგრამ არ გაემტყუნება, “შემქმნელი” ივანიშვილის ერთობ უტაქტო განცხადებების ფონზე. სტალინზე პარლამენტარ თოფაძის ნათქვამი ივანიშვილმა პირად შეურაცხყოფად აღიქვა და საჯაროდ განაცხადა, _ 75 წელს გადასცდა… აქვს შეცდომები, მაგრამ ვაპატიოთო, ანუ იგულისხმა გამოშტერდაო.

მიუტევებელია, 60 წლის კაცი ასე რომ შეურაცხყოფს თოფაძეს და, საერთოდ, ასაკოვან ადამიანებს, რომელთა ხვედრითი წილი ქვეყნაში გაცილებით მეტია, ვიდრე ახალგაზრდების. ასაკსა და გამოშტერებაზე (ხალხში ამ სიტყვას სხვა სიტყვით ცვლიან) მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც სკლეროზი ან ალცჰეიმერის სნეულება სჭირს ადამიანს. სხვა მხრივ ხანდაზმული კაცის ნათქვამი სიბრძნესთან იგივდება.

ხანდაზმული სენატორი მაკკეინი თითქმის 80 წლისაა, მაგრამ ივანიშვილი და მისი მთავრობა მის წინ მუხლებზე ეცემა. აღარაფერს ვამბობ 90 წლის კისინჯერზე, რომლის ყოველი სიტყვა სიბრძნითაა გაჟღენთილი. ზიმბაბვეს პრეზიდენტმა მუგაბემ 90 წლისამ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო დაახლოებით იმავე წლოვანების ისრაელის პრეზიდენტმა პერესმა ეს-ესაა დატოვა პოსტი.

ივანიშვილის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა კენჭი არ უნდა იყაროს, რადგან 68 წლის ქალი “ბებერია”. იქნებ თვალი გადაავლოს პატივცემულმა “მოქალაქემ” აშშ-ის მთავრობის შემადგენლობას, სადაც “გამოშტერებული” ასაკის წარმომადგენლების ზეობაა.

არცოდნა არცოდვააო, _ ამბობენ, მაგრამ, როდესაც ქვეყნის მხსნელად მიჩნეული პირი თავს უფლებას აძლევს, განცხადება დაუფიქრებელად გააკეთოს, შეურაცხყოფაა.

აღარაფერს ვამბობ სტალინზე და მის როლზე მსოფლიო ისტორიაში. სტალინი ის ბუმბერაზი პოლიტიკოსი იყო, რომელსაც სიცოცხლეში დაუდგეს ძეგლი უცხოელმა მწერლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, პოლიტიკოსებმა და, რაც უნდა გასაოცრად მოეჩვენოს ივანიშვილს, სტალინზე დღეს გაცილებით მეტი წიგნი იბეჭდება, ვიდრე მისი მოღვაწეობის პერიოდში, ვინაიდან ის მართლაც დიდი იყო, ივანიშვილისა და ივანიშვილებისნაირთა ტვინი რომ ვერ შესწვდება.

მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ ჩინეთის ახალმა მთავრობამ დენ სიაოპინის მეთაურობით განიხილა “კულტურული რევოლუციის” მძიმე დანატოვარი, მაოს ინიციატივით განხორციელებული. ახლებს ჰქონდათ ძალა, მაო დამნაშავედ გამოეცხადებინათ, მაგრამ ჩინურმა მრავალსაუკუნოვანმა სიბრძნემ იძალა. მთავრობის შეფასებით, მაოს მიერ ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეების 75% კარგი იყო, დანარჩენი _ არცთუ კარგი და, რადგან 75% მეტია დანარჩენზე, მაო ხელშეუხებელი დარჩა.

სტალინის წვლილი საბჭოეთის მშენებლობაში, ფაშიზმის განადგურებაში, კაპიტალიზმის გაკეთილშობილებაში, საქართველოს აღმშენებლობაში განუზომელია, უფრო მეტი, ვიდრე მაოს 75%-ი. ივანიშვილი და დღევანდელი პოლიტიკა რომ არ აფასებს მას, დიდი არაფერი დანაკლისია სტალინის სახელისთვის, მაგრამ შეურაცხყოფაა, როდესაც გორელებს ჰპირდები, სტალინის ძეგლს დავდგამო და არ ასრულებ პირობას.

პატივცემულო მკითხველო, განა შეურაცხყოფა არ არის პოლიტიკური ფარდის მიღმა მყოფი ბიზნესმენი ივანიშვილის მიერ ქვეყნის მართვა? მას ვერც მოხსნი და ვერც გადაირჩევ, მაგრამ ქვეყნის მმართველია, მის მიერ დანიშნული ხელისუფლებისა და მოსყიდულ საზოგადო მოღვაწეთა წყალობით. ხელისუფლებიდან სააკაშვილის ჩამოშორება შესაძლებელი იყო, მაგრამ “ჩამოშორებულ” ივანიშვილს რა ვუყოთ?

ამ ამპლუაში ივანიშვილი თავს შესანიშნავად გრძნობს _ ხან რას წამოროშავს და ხან _ რას. მოსახლეობა, ნაცვლად კრიტიკისა, თვალებში შესციცინებს, _ იქნებ თეთრი გააგდებინოს ხელიდან.

25-წლიანიდემოკრატიულიცხოვრების შედეგად მივიღეთ ისეთი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, რომელსაც იოტისოდენი შეხება არ აქვს დემოკრატიასთან, მაგრამ ეს ხელს აძლევს დასავლეთს და, როგორც ჩანს, ნებისმიერ ჩვენგანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისე მოვიქცეოდით, როგორც რუმინელები, 5-დღიანი პერმანენტული მიტინგით რომ დაამხეს ხელისუფლება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

1 COMMENT

  1. ბატონო ჰამლეტ,არაჩვეულებრივი სტატიაა.ყველაფერში გეთანხმებით.მხოლოდ ჩვენ, ,ემიგრანტები,სამშობლოდან ლუკმა პურის საშოვრად გადახვეჭილი მილიონზე მეტი ადამიანი დაგავიწყდით.აქამდე საქართველოს ასაკოვანი მოქალაქეები ჩამოდიოდნენ ამერიკაში და ეხლა სულ ახალგაზრდები ჩამოდიან და თანაც ძალიან ბევრნი. ერის გენოფონდის შექმნა ვისაც ევალება, ისინი.სომხეთიდან ჩამოსულიც ბევრი მინახავს,მაგრამ აზერბაიჯანელი თითზე ჩამოსათველი.ესეც კიდევ ერთი დამადასტურებელია აქაური დემოკრატიისა და აზერბაიჯაბული დიქტატურისა.

  2. საქართველო კი არ ცეკვავ, არამედ ხელისუფლებები რომლებსაც ძირითადად პირადი გამორჩენის მიზნით და ძალაუფლებების შესანარჩუნებლად აწყობს ეს და ,,აბოლებს\\\” საზოგადოებას რომ ამას მას აუძულებენ – რაც რეალურად არ ხდება, რეკომენდაციები არ ნიშნავს იძულებას – ცივილიზებულ საზოგადოებები ყველა ერთმანეთს უწევენ რეკომენდაციებს, რომლებსაც ხელისუფლებები ითვალისწინებენ ან არა სახელმწიფოსთვის სარგებლობის გათვალისწინებით… (არ გვეუბნება ევროპა სასამართლო, საარჩევნო გარემოს გამოსწორებას კომუნისტური წყობის სემდეგ? გაითვალისწინა ეს რომელიმე ხელისუფალმა? ) კარგით რა ევროპას მოუსმინოთ მაგრამ მათ ნუ დავაბრალებთ ჩვენს ,,უნიათობას\\\” …

  3. დამოუკიდებლობისთვის ვინც იბრძოდა ის ხალხი აფსაიტშია და\\\’\\\’ ჩარჩენილია\\\’\\\’ პუტჩისტებს მიჰყავთ დღემდე პარადი…. ამან მოგვცა მისი შედეგი. ახალგაზრდების ტვინის გადაკეთება- გამორეცხვა, ეს გრანტების არაჩვეულებრივი მიღწევაა- მცნება სამშობლო იგნორირებულია, მთავარია არ ჩამოვრჩეთ ევროპა ამერიკას გარყვნილებაში., აბა, მათ რაც ღირებულება აქვთ, იმას ჩვენამდე ვინ მოაღწევინებს….. ღირსება ამოღებულია ლექსიკონიდან. ამიტომაა საქართველო- დემოკრატიას კალთას ამოფარებული \\\’\\\’ჩმორი ბიჭივით\\\’\\\’ დღეს….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here