Home რუბრიკები ისტორია გეორგიევსკის ტრაქტატი _ რა ისტორიულ-პოლიტიკურმა მიზეზებმა უბიძგა საქართველოს, ეძებნა მოკავშირე რუსეთის სახით

გეორგიევსკის ტრაქტატი _ რა ისტორიულ-პოლიტიკურმა მიზეზებმა უბიძგა საქართველოს, ეძებნა მოკავშირე რუსეთის სახით

3067

 ჰუმანიტარულ მეცნიერებაში დასკვნები ხშირად არის შეფერილი კვლევის ობიექტისადმი მკვლევარის სუბიექტური დამოკიდებულებით, კვლევის საგნის სუბიექტური აღქმით, მაგრამ ის, რაც ისტორიის მიმართ ხდება და ხდებოდა, ერთი ცალკე მკვლევარის სუბიექტური დამოკიდებულება არ არის. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვითომ ისტორიკოსებმა მიზანში ამოიღეს კონკრეტული ქვეყნების კონკრეტული პერიოდი და ისტორიის ურცხვად დამახინჯებაგადაწერა მავანთა კონიუნქტურული მისწრაფებების მიხედვით დაიწყეს. ტყუილი და სიყალბე საერთაშორისო და შიდა პოლიტიკის ინსტრუმენტად აქციეს პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, მათ შორის, საქართველოშიც განსაკუთრებით სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და პრიორიტეტად აიღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხების, განსაკუთრებით _ საქართველოსა და რუსეთის, ურთიერთობების ისტორია.

 როგორი ისტორიის სწავლას გვაიძულებდნენ ბოლო ოცი წლის განმავლობაში? _ რომ საბჭოთა კავშირი იყოხალხების ციხე” (.. რუსებს ქართველები ციხეში ვყავდით გამომწყვდეული), რომ რუსეთი იყო და არის სასტიკი და ულმობელი იმპერია (.. ჩვენ, ქართველებს, რუსეთი სასტიკად და ულმობლად გვექცეოდა და გვექცევა), რომ ეს იმპერია დაპყრობილი ხალხების სისხლსა და ძვლებზე იყო აგებული (.. ქართველების სისხლსა და ძვლებზეც), რომ რუსეთის იმპერია სპობდა და ანადგურებდა მის შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებსა და ხალხებს (.. ქართველებსაც გენოციდს გვიწყობდა), რომ რუსეთის იმპერიას მისი ზეობის ხანაში სათავეში ედგა ყველაზე პირსისხლიანი დიქტატორი კაცობრიობის ისტორიაშიქართველი იოსებ სტალინი, ხოლო მის რეპრესიულ მანქანას ხელმძღვანელობდა განთქმული ჯალათი, ასევე ქართველი ლავრენტი ბერია (.. ქართველები მხოლოდ ცუდში ვჯობივართ ყველას და მხოლოდ ცუდი გამოგვდის ხელიდან) და .. და .. ხოლო საქართველოს ისტორიაში ყველაზე კატასტროფულ ტრაგედიად გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერა გამოგვიცხადეს.

რა განწყობა ეუფლება რიგით ადამიანს ყოველივე ზემოთქმულის მოსმენის შემდეგ? _ ბუნებრივია, აგრესია გაუჩნდება და ბრაზი დაახრჩობს. რა შედეგი მოჰყვება ამას? _ რუსეთისა და რუსების ათვალწუნება და მათდამი მტრული დამოკიდებულება _ ადამიანურ დონეზე და სახელმწიფოებრივ დონეზე გაუცხოება და ანტაგონისტური, კონფრონტაციული პოლიტიკა.

ახლა სხვა კუთხით შევხედოთ ვითარებას:

აყალბებენ ისტორიას, ნიშნავს, მალავენ სიმართლეს; თუკი მალავენ, .. სიმართლე ხელს უშლით. რაში უშლით ხელს? სხვანაირად რომ ვთქვათ, რა მიზნისთვის სჭირდებათ ტყუილი? _ ამ კითხვის პასუხი თვითონ სიყალბეში უნდა ვეძებოთ და იმ განწყობაში, რომელსაც ეს ტყუილი აღძრავს. ყალბისმქმნელები სწორედ ამას ესწრაფვიან.

ამ მავნებლური ტენდენციის წინააღმდეგ ხმა პირველად ქართველებმა ამოვიღეთ. 2007 წლის 27 სექტემბერს ქართველმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ რუსულ პრესაში, პირველ რიგში, რუსებისვე გასაგონად გამოაქვეყნა წერილი სათაურითსაჭიროა ისტორიული სიმართლე”. ამ წერილში მან პირველმა ილაპარაკა საჯაროდ პოსტსაბჭოთა სივრცეში ისტორიის გაყალბებაზე, ამ სიყალბის კონკრეტულ ავტორებსა და მავნე პროცესის შედეგებზე. ამ წერილით პოლიტოლოგმა დასაბამი მისცა ფრიად საჭირბოროტო საკითხის საჯარო განხილვას და ამ თემას საზოგადოების ყურადღება მიაპყრო. ცოტა მოგვიანებით, 2009 წლის დასაწყისში, იგი იყო ინიციატორი, საქართველოში ჩამოგვეყალიბებინა არასამთავრობო ორგანიზაცია, რათა უფრო ორგანიზებულად გვემუშავა ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. შედეგად შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია, რომელსაცისტორიული მემკვიდრეობავუწოდეთ. ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ რუსეთის პრეზიდენტს მივმართეთ წერილით, რომელშიც ვატყობინებდით ჩვენი წამოწყების თაობაზე და ვთხოვდით, ანალოგიური საქმიანობა წარმართულიყო რუსეთშიც.

ჩვენს მიმართვას რამდენიმე დღეში გამოეხმაურა ბატონი მედვედევი, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი.

2009 წლის 27 მარტს მივიღეთ დიმიტრი მედვედევის საპასუხო წერილი, რომელშიც იგი მიესალმა ჩვენს ინიციატივას, უწოდა მას დროული, აქტუალური და ხაზი გაუსვა, რომ ქართველმა და რუსმა ხალხებმა ერთობლივი წარსულით უნდა ვიამაყოთ.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა პოსტსაბჭოთა ისტორიაში, როცა რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი პირადად გამოეხმაურა (და თანაც დადებითად) არასამთავრობო სექტორის მიმართვას.

რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვის პარალელურად ორგანიზაციაისტორიულმა მემკვიდრეობამდაიწყო რუსეთსაქართველოს ურთიერთობების ამსახველი ისტორიული დოკუმენტების, თანამედროვეთა მოგონებებისა და სხვა დოკუმენტური წყაროების შეგროვებაპუბლიკაცია, რომლებიც, მოკრძალებული შესაძლებლობების ფარგლებში, ათ მცირე ფორმატის წიგნად გამოიცა სახელწოდებითჟამი ხსნისა”. ჩვენი მიზანი იყო, კონკრეტულ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით გვეჩვენებინა, როგორი იყო სინამდვილეში რუსეთსაქართველოს ურთიერთობები, როგორი იყო ამ ურთიერთობების დინამიკა დროში, რა მოუტანა ორ ქვეყანას და, უწინარესად, საქართველოს. დავიწყეთ თავიდან _ იქიდან, თუ რა უძღოდა წინ გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას, როგორი ვითარება იყო იმხანად საქართველოში და მის გარშემო, რა ისტორიულპოლიტიკურმა მიზეზებმა უბიძგა საქართველოს, ეძებნა მოკავშირე რუსეთის სახით. პრეზიდენტის საპასუხო წერილიდან ერთ თვეში, 2009 წლის 28 აპრილს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, მოსკოვში, რუსეთის ისტორიის ინსტიტუტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზეორი ქვეყნის საზოგადოების წარმომადგენლები ჩვენი საერთო ისტორიის შესახებ”.

5 წლის თავზე კი, 2014 წელს, მოსკოვში გამოიცა წიგნირუსულქართული ურთიერთობის ისტორიიდან”, რომელიც რუსეთის არქივებში დაცული მეთვრამეტე საუკუნის დოკუმენტების კრებულს წარმოადგენს და რომლის პრეზენტაციაც დღეს, 13 საათზე, თბილისში, სასტუმროამბასადორშიგაიმართება.

 არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობა

რუსულქართული ურთიერთობის ისტორიიდან

გეორგიევსკის ტრაქტატის დადების 230 წლისთავისთვის

XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველორუსეთის ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტების ამ კრებულის გადმოქართულებულ ვარიანტს დღევანდელი ნომრიდან გთავაზობთ გაზეთისაქართველო და მსოფლიო”. მკითხველი საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, მასალებს შეძლებისდაგვარად გათანამედროვებული ქართულით წარმოგიდგენთ. ეს ეხება როგორც ქართულ დედნებს, აგრეთვე, რუსულიდან ნათარგმნ დოკუმენტებს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არამც და არამც არ არის მეცნიერული თარგმანი, უფრო თავისუფალი თარგმანია.

სათქმელია ისიც, რომ რიგი ქართული მასალების დედნების მოპოვება შეუძლებელი შეიქნა, ამიტომ ისინიც რუსულიდანაა გადმოღებული. ამ ფორმით წარდგენილი პუბლიკაციები დისკუსიის ფონს ჰქმნის. რედაქცია სიამოვნებით მიიღებს ნებისმიერ შენიშვნას.

დოკუმენტები

1769 . #1

1769 წლის 12 მარტი. ქართლკახეთის მეფის ერეკლე II- წერილი სამხედრო კოლეგიის ვიცეპრეზიდენტს გენერალპორუჩიკ .. პოტიომკინს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნის შესახებ

მის ბრწყინვალებას, თავად მდივნის შვილს

გრიგორი ელისეს ძეს

მსურს თქვენი ხილვა და გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას. თქვენი ჩამოსვლის შესახებ გვაუწყეს და ფრიად გავიხარეთ, რომ საიმპერატორო დიდებულების მინისტრის წერილი მეფე სოლომონისადმი თითქოს თქვენ გაქვთ, ასევე (წერილი) ჩვენდამი ყიზლარის გენერლისა. შევიტყვეთ რა ეს, ვაღიარეთ, რომ მისი საიმპერატორო დიდებულების მიერ მეფე სოლომონისთვის გაგზავნილი წერილის ნახვას ვერ შევძლებდით. თქვენი ბრწყინვალებისთვის უმჯობესი იქნება შეასრულოთ მისი ნება და გაემგზავროთ მეფე სოლომონთან. ხოლო, როცა ჩემთვისა და მეფე სოლომონისთვის იქნება გამოგზავნილი (წერილი), შეგვატყობინეთ, რათა საქმის სასარგებლოდ უკეთ განვიხილოთ.

თუ მეფე სოლომონთან გაემგზავრებით, მაშინ ყიზლარის გენერლის წერილი, რომელიც ჩვენ გამოგვიგზავნა, ეგებ წინდაწინ გამოგზავნოთ თბილისში.

1769 წლის 12 მარტი, თბილისში.

მეფე ერეკლე საქართველოთა

(ასეა ქართულ დედანში).

 

#2 1769 . 26 მარტი.

ქართლკახეთის მეფის ერეკლე მეორის წერილი სამხედრო კოლეგიის ვიცეპრეზიდენტს გენერალპორუჩიკ .. პოტიომკინს მასთან და იმერეთის მეფე სოლომონ I-თან შეხვედრისთვის მზადყოფნის შესახებ

მის ბრწყინვალებას, თავად გრიგოლ მდივნის ძეს

თქვენმა წერილმა ჩვენამდე მოაღწია, საფუძვლიანად გავეცანით და გავიხარეთ, რომ გსურთ ჩვენთან შეხვედრა… ვიმედოვნებ, თქვენი ბრწყინვალებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ ყოველთვის საქმით ვართ დაკავებული. ხოლო როცა მისი საიმპერატორო დიდებულება გვაცნობებს ჩემთან და მეფე სოლომონთან შეხვედრის შესახებ, ჩვენც ვაუწყებთ, რომ მზად ვიქნებით შესახვედრად ან გორში, ან ახალგორში, ან ზემო ქართლში, ან სხვაგან ბზობის წინა კვირაში. გვაცნობეთ, რა ნებავს მის საიმპერატორო დიდებულებას და მზად ვიქნებით, შეძლებისდაგვარად შევასრულოთ მისი ბრძანება. მაგრამ, თუ მის საიმპერატორო დიდებულებას ჩემთვის სათქმელი არაფერი აქვს, შეგვატყობინეთ, რათა ჩვენი საქმეები არ დავაბრკოლოთ. მაგრამ გვსურს მის საიმპერატორო დიდებულებას საგანგებოდ მივლინებული დესპანით ვაცნობოთ, რომ მზად ვართ გულმოდგინე სამსახურისთვის სიცოცხლის დაუზოგავად, უფლისა და მისი საიმპერატორო დიდებულების შეწევნით.

26 მარტი, 1769 წელი, თბილისი.

მეფე ერეკლე საქართველოთა

#32

1769 წლის 24 ივლისი. ქართული ჰუსართა პოლკის პორუჩიკის .. ქობულაშვილის (ხვაბუდოვის) პატაკი ყიზლარის კომენდანტს გენერალმაიორ .. პოტაპოვს იმერეთისა და ქართლკახეთის მეფეთა კარზე განწყობილების და მეფეების _ სოლომონ I-ისა და ერეკლე II- რუსეთთან კავშირისადმი მისწრაფების შესახებ

გენერალმაიორსა და ყიზლარის კომენდანტ პოტაპოვს

პორუჩიკ თავად ხვაბულოვის

პატაკი

იანვრის 16-ს თქვენმა აღმატებულებამ გამაგზავნა იმერეთის მეფე სოლომონთან, ვითომდა იმერეთში დაბრუნებული მიტროპოლიტ მაქსიმეს ამალის წევრის არქიმანდრიტის თანმხლებად, სინამდვილეში კი მეფე სოლომონისთვის განკუთვნილი მინისტრის წერილის ჩასატანად. თქვენი აღმატებულების სიტყვიერი განკარგულების თანახმად, ნაბრძანები მქონდა იქაური ვითარების გარკვევა და მეფე სოლომონის დარწმუნება, თურქების წინააღმდეგ იარაღის აღსამართად და, ასევე, სხვა განმარტებების მისაცემად. მაშინდელი ზამთრის პირობებში ძნელი მგზავრობის მიზეზით 3 თვეში ჩავედი საქართველოში, უწინარესად, ქალაქ ცხინვალში, საიდანაც თავადმა იასე მაჩაბელოვმა, ქართლისა და კახეთის მეფე ერეკლეს აცნობა ჩემი ჩასვლისა და აქედან იმერეთში გამგზავრების შესახებ.

როცა მან (ერეკლემ) შეიტყო, რომ პირველად იმერეთში ვაპირებ ჩასვლას, ეწყინა, რადგან მიაჩნია, რომ იგი მეფე სოლომონზე უფროსი და უძლიერესია, და თავად მაჩაბელოვს უბრძანა, რომ პირველად მასთან, ერეკლესთან ჩავსულიყავი თბილისში. მაგრამ ვუპასუხე, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი ვარ იმერეთში აღნიშნული არქიმანდრიტის სოლომონთან ჩასაყვანად, და ვუბრძანე იმავე თავად იასე მაჩაბელოვს, წავეყვანეთ მეფე სოლომონთან, რომელიც თავისი ქვეშევრდომის, რაჭის ერისთავის თავად როსტომის დასამორჩილებლად იმყოფებოდა რაჭის ციხეში, სადაც 20 მარტს მშვიდობით ჩავაღწიეთ თავად მაჩაბელოვის თანხლებით.

როგორც კი მეფე სოლომონს ვეახელით, არქიმანდრიტმა მისცა მინისტრის წერილი, რომელიც განსაკუთრებული პატივით მიიღო, და როცა წაიკითხა, ფრიად გაიხარა, რომ იმპერატორების დიდებულებისგან ასეთი უხვი მოწყალების ღირსი გახდა. ამასთან, თქვენს მიერ მეფე სოლომონთან გატანებული კომისიის წერილიც დიდი სიამოვნებით მიიღო, ხოლო მე, მისი უდიდებულესობის წერილის თანახმად, თურქეთის სულთნის როგორც ქრისტიანთა საერთო მტრის წინააღმდეგ ომის დაწყება შევთავაზე, რომლისგანაც სრულიად საქართველო წლების განმავლობაში თავდასხმებს, ქალებისა და კაცების გატაცებასა და სხვა უბედურებას განიცდის.

აღნიშნული ვერაგი მტრის წინააღმდეგ სრულიად რუსეთის იმპერიის მიერ ამჟამად დაწყებულ ომში ჩართვით გადარჩენის ხელსაყრელი და საუკეთესო შესაძლებლობა შეექმნება მის (სოლომონის) მეზობელს, ქართველისა და კახეთის მეფეს ერეკლეს, რისთვისაც ვთხოვე მას (სოლომონს) სათანადო ღონისძიებების მიღება. როცა მისი იმპერატორების დიდებულების ჯარები წარმატებით გაიმარჯვებენ თურქებზე, მაშინ არცერთი ხელსაყრელი სურვილი არ იქნება უგულებელყოფილი ტრაქტატში შესატანად.

მეფე სოლომონმა დიდი აღფრთოვანებით მიპასუხა, რომ სურვილი აქვს დაიწყოს ომი არა მხოლოდ ამ მოწინააღმდეგესთან, არამედ გამოუცხადოს ომი საკუთარი ქვეყნის არაკეთილმოსურნე თავადებს, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, რადგან ეს თავადები ბევრნი არიან, რომლებიც კი დაიმორჩილა, თუმცა სანდონი არ არიან. ეეჭვება, რომ მის წინააღმდეგ გაილაშქრონ და ხელი შეუშალონ ამ ღვთისნიერ საქმიანობაში. თუ მისი უმაღლესი იმპერატორების დიდებულობა მოისურვებს დამხმარე ჯარით მისი, სოლომონის, გაძლიერებას, მაშინ იგი შეძლებს თავის სამფლობელოში შეაგროვოს ოც ათასამდე მებრძოლი და ჩაებას ამ ომში. იმედოვნებს, რომ მეზობელ თურქ ხანებს დაიპყრობს და თავის ქვეშევრდომებად მოაქცევს.

ჩემი ჩამოსვლის ამბის შესატყობინებლად და კომისიის დავალებათა გადასაცემად მან ერეკლეს გაუგზავნა თავისი წერილი მინისტრის წერილის თანდართვით, რისთვისაც საგანგებოდ მიავლინა თავადი ბორის ბარათოვი. ამასთანავე, შეატყობინა, რომ მე მასთან, ერეკლე მეფესთან, ექვსი დღე-ღამის შემდეგ ჩავალ. 26 მარტს მართლაც გამამგზავრა თბილისს თავად მაჩაბლოვის თანხლებით. მაგრამ იმის გამო, რომ თბილისში იმყოფებოდნენ თურქი ხანების ქვეშევრდომთა წარმომადგენლები, რომლებიც თხოვდნენ მეფე ერეკლეს, სრულიად რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთს შორის მიმდინარე ომში არ ჩართულიყო, მაჩაბელოვის სამფლობელოს რომ მივაღწიეთ, აპრილის შვიდს, იქ გავჩერდით, საიდანაც მიწერა მეფე ერეკლეს ჩემი ჩასვლის შესახებ. პასუხად მიიღო ბრძანება, რომ მე და ჩემი ორი თანმხლები ქართულ ტანსაცმელში გამოვეწყვეთ და ფარულად მივეყვანეთ თბილისში.

როგორც კი თბილისს მივუახლოვდით, ფორშტატში (ქალაქის გარეთ დასახლებაში) ბინად დამაყენეს. თურქმა ელჩებმა, რომლებმაც, არ ვიცი, როგორ შეიტყვეს ჩვენი ვინაობა, ბინას თვალთვალი დაუწყეს.

როგორც კი მეფე ერეკლეს ამის შესახებ მოახსენეს, მიიწვია ის ელჩები და მრისხანებით გააძევა თბილისიდან, მე კი შემიყვანეს თბილისში, ბინით უზრუნველმყვეს. აპრილის 11-ს, საღამოს, მიმიწვიეს ერეკლე მეფესთან, გადავეცი წერილი, რომელიც მან დიდი სიხარულით მიიღო და შემდეგ დამიწყო იმის ახსნა, რომ ცხოვრებაში პირველად თავს ბედნიერად გრძნობს. განსაკუთრებული სიხარულით აღივსო, როცა მისი ბრწყინვალების, იმპერატორების დიდებულების მინისტრის წერილიდან შეიტყო სიტყვით აღუწერელი, და მთელ საქართველოზე ესოდენ გაბრწყინებული იმპერატორის მოწყალება, რაიც მის წინაპრებს ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ მიუღიათ. თქვენი წერილიდან შეიტყო, რომ აღჭურვილი ვარ უფლებით სიტყვიერად გადავცე მას სათქმელი და მთხოვა, იმის შესრულება, რაც ნაბრძანები მაქვს.

მე დავინახე მისი დიდი სიხარული, განვუცხადე ის, რაც მეფე სოლომონს. მან თქვა, რომ დიდად მონდომებულია, ჩაერთოს ომში თურქების წინააღმდეგ და დაიწყებს საამისოდ მზადებას. და თუმცა მინისტრის წერილში ხედავს მისი იმპერატორების დიდებულების კეთილ ნებას, მაგრამ, ამასთანავე, სურს, მიიღოს მონარქის მოწყალება, რომელიც მისი საიმპერატორო დიდებულების კარის მიერ იქნება გაცემული, რათა მან ატაროს ტიტული მისი საიმპერატორო დიდებულების ნიშნად, რათა თავს მიიჩნევდეს რუსეთის საიმპერატორო კარის მფარველობის ქვეშ. ამ მოწყალების სანაცვლოდ, იგი მზად არის, თუ ნაბრძანები ექნება, ადგილობრივი ჯარის მცირედ დახმარების შემთხვევაშიც კი დაიპყროს თურქეთის ოლქის მრავალი ქალაქი, სამეფო ქალაქის ჩათვლით. რუსული ჯარის საქართველოში ჩამოსვლა უფრო იმიტომაა საჭირო, რომ საქართველოში მათმა შემოსვლამ შეაშინოს არა მხოლოდ თურქები, სპარსები, არამედ ადგილობრივ ყველა, რათა მათ იგრძნონ, რომ მას, ერეკლე მეფეს, მიღებული აქვს მისი საიმპერატორო დიდებულების მფარველობა…

ამასობაში თბილისში ელოდნენ იმერეთის მეფის სოლომონის ჩამოსვლას, რომელიც მეფე ერეკლეს წერდა, რომ მალევე ეწვევა თბილისს. მაგრამ იმიტომ, რომ მეფე სოლომონი დაყოვნდა ზემოთ ნახსენებ თავადთან ბრძოლის გამო და თბილისში არ ჩამოვიდა, ერეკლე მეფე და მე იძულებული გავხდით, მასთან გაგვეგზავნა ჩვენი ხალხი თხოვნით, სასწრაფოდ ჩამოსულიყო. მაგრამ, თუ იგი თბილისში ჩამოსვლას ვერ შეძლებდა, ერეკლე მეფე სთხოვდა, ეცნობებინა, დაესახელებინა ადგილი, სადაც მას თვითონაც სურდა ჩასვლა. სოლომონმა მოგვწერა, რომ აუცილებლად იქნება თბილისში, და თავად ერისთოვის დამორჩილების შემდეგ, 21 მაისს, მართლაც ჩამოვიდა თბილისში, სადაც შეხვდა კიდეც ერეკლე მეფეს. მოილაპარაკეს, დაეწყოთ ომი თურქეთის წინააღმდეგ და ამ საომარ ვითარებაში ერთგულად ემსახურონ იმპერატრიცას.

ამასთანავე, ერეკლე მეფეს სურს:

1. გაძლიერდეს თუნდაც ხუთი პოლკით, რომლებსაც თავის ხარჯზე მოამარაგებს;

2. თურქებთან მშვიდობის დამყარების შემდეგ რუსეთის იმპერიის მფარველობა ჩაწერილი იქნას ტრაქტატში;

3. უზრუნველყოფილი იყოს იმპერატრიცის წყალობის ნიშნით.

და როცა ასეთი წყალობა მიღებული იქნება, იგი არა მხოლოდ თავისი ქვეშევრდომებით ჩაერთვება თურქების წინააღმდეგ ომში, არამედ მოიხმობს ლეკებსაც, რომლებიც იხვეწებიან, რათა მისცენ თურქეთის პროვინციებზე თავდასხმისა და მათი გაძარცვის შესაძლებლობა”.

დოკუმენტში მეორდება, რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ერეკლე მეორე რუსეთის ძალების საქართველოში გამოჩენას მეზობლების, უწინარესად, ლეკების დასაშინებლად. ადგილობრივი ხალხები დარწმუნდებიან, რომ იგი, ერეკლე მისი იმპერატორების დიდებულების პროტექციის ქვეშ იმყოფება.

მეფე სოლომონმაც ისურვა, რომ ისიც გაეძლიერებინათ ჯარით, რადგან დარწმუნებული არ არის თავისი თავადების ერთგულებაში და თურქებთან ომის დროს ყოფილი მოღალატეების იმედი არ აქვს. რადგან, მისმა ქვეშევრდომმა თავადებმა, რომელთა შორის არის თავადი ერისთოვი, მას, მეფე სოლომონს, შფოთი და უბედურება განაცდევინეს, აიძულეს, სხვადასხვა ადგილისთვის შეეფარებინა თავი. ბოლოს ისინი დაიმორჩილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თურქების წინააღმდეგ ომის დაწყების ეშინია, რადგან თავადებმა მისი (სოლომონის) განზრახვის საწინააღმდეგოდ შეიძლება გამოიწვიონ შიდა არეულობა, რისი აღკვეთის შესაძლებლობა მას არ აქვს.

თუმცა თბილისიდან გამგზავრების შემდეგ მან საიდუმლოდ დაიწყო ომისთვის მზადება.

მეფე ერეკლემ იმპერატორის კარზე თავის წარმომადგენლად დანიშნა თავადი არტამონ ანდრონიკოვი. სოლომონ მეფე კი გაემგზავრა იმერეთს, საიდანაც განზრახული აქვს მეფის კარზე წარმომადგენლად წარგზავნოს დავით კვენიხიძევი (კვინიხიძე), ვისი თბილისში გამოგზავნაც ადრე სურდა…

შემდგომ ამისა, წერილის ავტორი მეფე ერეკლეს საიდუმლო წერილით სოლომონ მეფისადმი და ერეკლეს ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელთან ერთად გაემგზავრება იმერეთს. ერეკლე მეფე მათ ქალაქ მცხინვალამდე (ცხინვალამდე) გააცილებს, სადაც დაბანაკდება. იმერეთში ჩასულ გრიგოლ ხვაბულოვს სოლომონ მეფე განუცხადებს, რომ სრულად ენდობა მეფე ერეკლეს: “მეფე ერეკლემ ეს რომ შეიტყო, ფრიად გაიხარა”. ორივე იწყებს გზის გაწმენდას, რომლითაც რუსეთის ჯარმა უნდა გაიაროს. პორუჩიკი ხვაბულოვი (ქვაბულაშვილი) კი ჩადის ყაზლარში. თბილისურ პერიპეტიებს ამატებს ცნობას იმის შესახებ, რომ მეფე ერეკლე მზად არის თურქების წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის დაიყოლიოს “არარატელი სომხები”, თუ მიიღებს სათანადო დახმარებას, და “მათი მხრიდან დაიწყოს მოძრაობა თურქეთის ქალაქებისკენ”.

მეფე ერეკლეს მიერ მისი რუსეთის იმპერატორის კარზე გაგზავნილ თავად არტამონს დავალებული აქვს, სიტყვიერად განუცხადოს გრაფ ნიკიტა ივანეს ძე პანინს, რომ მას, მეფე ერეკლეს, დაბადებიდანვე სურდა ყოფილიყო უმოწყალესი მფარველობის ქვეშ. იგულისხმება ქართლ-კახეთის მართლმადიდებელი მეფეების გათავისუფლება ოსმანთა იმპერიისა და სპარსეთის (ირანის) მუსლიმი მმართველების მორჩილებისგან, აგრეთვე, დაღესტნისა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მუდმივი თარეშისა და აწიოკებისგან საქართველოს მიწების დაცვა. ამასთანავე, ერეკლე II მოითხოვდა:

1. როგორც კი მისი საიმპერატორო დიდებულება მოისურვებს სპარსეთის წინააღმდეგ იარაღის აღმართვას, ისიც შეძლებს ამ ომში ჩაბმას.

2. თურქებთან ომის დროს სპარსეთი მშვიდად რომ იყოს და ეჭვიც არ შეეპაროს, რომ იგი, ერეკლე მეფე, არ აპირებს სპარსეთის წინააღმდეგ გალაშქრებას, საჭირო იქნებაიმპერატრიცას კარმა გაუგზავნოს სპარსეთის უფროსს წერილობითი შეტყობინება”.

3. “საქართველოში არის უამრავი ადგილი, სადაც მოიპოვება ოქრო, ვერცხლი და სხვა მადანი. ერეკლე ითხოვს, რომ დამხმარე ჯართან ერთად გამოგზავნონ ოსტატები, “რომლებიც უამრავ განძს იპოვნიან იქ”.

“საქართველოში, კახეთსა და იმერეთში, არც შიდა არეულობა, არც გარე ხალხების თავდასხმები არ შეიმჩნევა, არის სიმშვიდე და სიმყუდროვე. იმერეთში მეფე სოლომონის მიმართ მტრულად განწყობილი თავადები მოთოკილი და დამორჩილებული არიან.

ორივე მეფე, ქართლისა და კახეთის _ ერეკლე და იმერეთის _ სოლომონი, განსაკუთრებით კი _ ერეკლე, მზად არიან, ემსახურონ რუსეთის იმპერატრიცას, უდიდესი მონდომებით აღასრულონ ყველაფერი, რასაც კი მონარქი განუცხადებს. და რადგან სმენიათ იმ გამარჯვებათა შესახებ, რომლებიც თურქებზე მოუპოვებიათ რუსეთის ჯარებს, დიდად გახარებიათ, გახარებულია მთელი ხალხი, ხოლო მეფეთა ბრძანებით, ორსავე სამფლობელოს წმინდა ეკლესიებში აღვლენილ ლოცვებში შესთხოვენ ღმერთს, თურქებზე გამარჯვება მოუვლინოს სრულიად რუსეთის საიმპერატორო კარს. მღვდელმსახურებიც მიმართავენ მრევლს, შესთხოვონ ღმერთს დახმარება რუსეთის სახელმწიფოსთვის.

მეფე ერეკლეს იმედი აქვს, რომ თავის ქვეშევრდომთაგან ქართლსა და კახეთში, აგრეთვე, არარატელი სომხებისგან და სხვა, მისდამი კეთილგანწყობილი ხალხებისგან შეძლებს შეკრიბოს და შეაიარაღოს ორმოცდაათი ათასი კაცი.

არსებული ცნობებით, თურქეთის მხარეში, ყველა მის სამფლობელოში, დიდი შიმშილობაა და სიძვირე, შინაბრძოლები, ამბოხები და მკვლელობებია. ამასთანავე, იქაურ ადგილებში ვრცელდება დიდი შიში რუსეთისა და ოსმანთა იმპერიებს შორის დაწყებული ომის გამო; განსჯიან და დაუფარავად აცხადებენ, რომ დადგა დრო, თურქებს ჩამოერთვას ყველა ადგილი, და სასოწარკვეთილები არიან. ამის შესახებ იმერეთში, განსაკუთრებით კი, მეფე ერეკლესთან მოდის არა მხოლოდ ზეპირი, არამედ წერილობითი ცნობები.

თბილისში ჩემი ჩასვლის შემდეგ, როცა მეფე ერეკლემ გასცა განკარგულება ყველა ეკლესიაში აღავლინონ რუსეთის იმპერიისთვის თურქებზე გამარჯვების მინიჭების ლოცვა, ზოგიერთმა თავადმა, ვისაც იმთავითვე სძულდა თურქები, მისი ნებართვის გარეშე გაილაშქრა თურქების ხუთასკომლიანი სოფლის წინააღმდეგ, რომელსაც ეწოდება პახეთა (შენიშვნებში მითითებულია, რომ შესაძლებელია იგულისხმებოდეს ჯავახეთი_რედ), დაარბიეს იგი, მრავალი პირუტყვი და სხვა ალაფი წამოიღეს. მოკლეს რამდენიმე ადამიანი. ამის გამო ახალციხის ხანმა მეფე ერეკლესთან გამოგზავნა მოციქულები პროტესტის გამოსახატად. მეფე ერეკლე მათ დასანახად განრისხდა და განაცხადა, რომ დასჯიდა თავის თავადებს. მაგრამ გულში უხაროდა და არავითარი რისხვა თავადებისთვის არ დაუტეხია.

1769 წლის 24 ივლისი.

პორუჩიკი გრიგორი ხვაბულოვი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here