Home რუბრიკები პოლიტიკა მაკკეინი სააკაშვილს: რა რევოლუციას იწყებდი, ბიჭო?

მაკკეინი სააკაშვილს: რა რევოლუციას იწყებდი, ბიჭო?

524

უკრაინულივიკილიკსისენატორ ჯონ მაკკეინისა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის მიმოწერას აქვეყნებს. როგორც დადგინდა, მიხეილ სააკაშვილი  (ვიბერ)-ის რუსულენოვან ვერსიას იყენებს.

ჯონ მაკკეინი: _ გამარჯობა. ბევრჯერ დაგირეკავს, ვერ გიპასუხე, მაგრამ გეტყვი, რომ სერიოზული შეცდომები დაუშვი, არააკურატულად მუშაობ. მე გაგაფრთხილე, რომ ტელევიზიის მიმართ სისხლიანი სცენარი გამორიცხულია. რა რევოლუციას იწყებდი, ბიჭო?

მიხეილ სააკაშვილი: _ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ რჩებოდა. “რუსთავი 2” რომ დავკარგოთ, საქართველოზე გავლენის ბერკეტი დაიკარგება.

ჯონ მაკკეინი: _ მე ზომები მივიღე, შენს ბიჭებს ხელს არ ახლებენ, გამოძიება დაიხურება. ეშტონმა ყველა გააფრთხილა. ელჩი აქტიურად მუშაობს. ივანიშვილი დაპატიმრების საკითხს არ დააყენებს, თუ არადა, ყველა მის ანგარიშს დავბლოკავთ, მაგრამ შენზე ყველა აღრენილია. 10 ნოემბრის შემდეგ სენატორთა ჯგუფთან ერთად ვაპირებთ საქართველოში ჩასვლას.

მიხეილ სააკაშვილი:  _ დიდი მადლობა, ბატონ კრტ-ს დაველაპარაკები, სენატორების ჩამოსვლა იქნებ დააჩქაროთ, თორემ სასამართლომ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს.

ჯონ მაკკეინი: _ სასამართლო პროცესი უნდა გააჭიანუროთ, შენი ბიჭები საქმეში ჩაერთნენ და მათ ძალიან აქებენ, ინფორმაცია კი გაიპარა, მაგრამ ყველაფერი ძალაში რჩება. ავაკოვმა ყველაფერი გამოგზავნა. ყველაფერს კამერაზე დააფიქსირებენ, როგორც კი სათანადო ფონი შეიქმნება, საკითხის გადაწყვეტა განახლდება და გემები წამოვა. potus-ი (აშშ-ის პრეზიდენტი) ამოქმედდა. ჩვენი სპეცრაზმი უკვე ქურთისტანშია. მოამზადე მეორე ჯგუფი.

მიხეილ სააკაშვილი: _ ეს კარგი ამბავია, ბიჭებმა ფიცი დადეს და ყველაფერს გააკეთებენ. შემიძლია, გავაგზავნო კარგად მომზადებული პროფესიონალი 20 კაცი. ერთ კვირაში “ილიჩოვსკი” შეძლებს, მიიღოს ყველა ტიპის გემი.

ჯონ მაკკეინი: _  yatt-ისგან დაგირეკავენ და ბიჭებს წაიყვანენ, მხარდაჭერა უზრუნველყავი. საქართველოს შემდეგ, შეიძლება, კიევში ჩამოვიდე.

მიხეილ სააკაშვილი: _ ყველაფერს გავაკეთებთ. ასე რომ, გელოდებით.

ჯონ მაკკეინი: _ ო’კ

მიხეილ სააკაშვილი: _ მადლობა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here