Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია

ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია

514

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგასთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე ესტონელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე პასუხისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია და მისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის.

“მე არ ვაპირებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატირებას და ამ თემაზე არ ვაპირებდი აქ საუბარს… მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციურ გადატრიალებას აპირებდა და ამის დამადასტურებელი ჩანაწერები დაიდო კიდეც უკრაინულ საიტზე. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. მე რომ მკითხოთ, მისი ადგილია ციხეშია”, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here