Home რუბრიკები პოლიტიკა “რუსთავი 2”-ის წილების 60 % ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდება

“რუსთავი 2”-ის წილების 60 % ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდება

475

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის წილების 60 პროცენტი _ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40% კი მის შპსპანორამასდაუბრუნდება

ტელეკომპანიის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილება 3 ნოემბერს გამოაცხადა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ “რუსთავი 2”-ის  ადვოკატებმა, ერთის გარდა, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის სხვა მოთხოვნებს, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა არხის საავტორო უფლებების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე. როგორც ცნობილია, ქიბარ ხალვაში ზიანის ანაზღაურების მიზნით 18 მილიონ დოლარს ითხოვდა. ამასთანავე, მოსამართლემ ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებები ბათილად გამოაცხადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here