Home რუბრიკები ბლოგი ქართული „8 მილიმეტრი“

ქართული „8 მილიმეტრი“

818

გაუპატიურების ვიდეოკადრების გავრცელებამ ყოველი ქართველი შეგვძრა და, ამავდროულად, მთელი ერი შეგვარცხვინა. წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, რას ვილაპარაკებდით მათზე. თუმცა, იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს საშინელებები ჩაიდინეს, ძნელია რომელიმე ერის ნაწილი უწოდო. ისინი უვარგის ნიადაგზე, უჯიშო თესლიდან არიან აღმოცენებულნი, რომელთაც ეროვნება არ გააჩნიათ. მსგავსი არაადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხეში მოიძებნებიან…

ეს საზარელი ამბავი, ზოგადად, „ნაციონალური“ რეჟიმის მიერ შექმნილ „სისტემას“ მივაწერეთ და გაუპატიურებები, ერთმნიშვნელოვნად, სასურველი ჩვენების მისაცემ „წამებად“ ჩავთვალეთ. დასჯილი კი, მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანია. არ გვსმენია დაესაჯოთ შუა და ქვედა „რგოლის“ მონაწილენი, – იმიტომ ხომ არა, რომ ისინი დღესაც იგივე თანამდებობებს იკავებენ?

მაგრამ, მოდით, ამ უბედურებას ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ. განსაკუთრებით ბოლო ვიდეოკადრების გავრცელებამ, ძალაუნებურად, ორი რამ გამახსენა – 1999 წელს გადაღებული ამერიკული ფილმი „8 მილიმეტრი“ და რამდენიმე წლის წინ გერმანიის ტელევიზიის მიერ მომზადებული სკანდალური სიუჟეტი.

ვისაც მხატვრული ფილმი „8 მილიმეტრი“ გინახავთ, ადვილად მიხვდებოდით, რას გულისხმობს სტატიის სათაური. ფილმში მთავარ როლს გენიალური მსახიობი ნიკოლას კეიჯი ასრულებს. სიუჟეტის მიხედვით, ხანდაზმული ქალბატონი, რომელსაც ფრიად შეძლებული მეუღლე ახალი გარდაცვლილი ჰყავს, სეიფში აღმოაჩენს ვიდეოფირს, რომელზედაც ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაა აღბეჭდილი. ვიდეო, რომელიც სამოყვარულო, 8 მილიმეტრიანი ფირითაა გადაღებული, იწყება როგორც იაფფასიანი პორნოგრაფია და მთავრდება მკვლელობით. ქალბატონი ქირაობს კერძო დეტექტივს, რათა მან გამოიძიოს, რამდენად შეესაბამება ფირზე აღბეჭდილი კადრები სიმართლეს. ნიკოლას კეიჯის გმირი გულისყურით მოეკიდება საქმეს, თუმცა ფიქრობს, რომ ფირზე აღბეჭდილი სცენა დადგმულია, ხოლო გოგონა – ცოცხალი. გამოძიების მსვლელობისას დეტექტივი შოკისმომგვრელ აღმოჩენამდე მიდის…

დროებით შევეშვათ კინოს და დავუბრუნდეთ რეალობას.

რამდენიმე წლის წინ, გერმანიის ერთ-ერთმა ტელევიზიამ სკანდალური სიუჟეტი მოამზადა, რომელმაც მთელი გერმანია შეძრა. საქმე ბავშვების გაუპატიურებას და ბავშვების რიტუალურ მკვლელობებს ეხება. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს სიუჟეტიდან.

მოვუსმინოთ, რას ლაპარაკობს პედოფილების მიერ გატაცებული მსხვერპლი: „ბავშვების სექსუალური მიზნით გამოყენება მხოლოდ „უწყინარი“ რამაა… ჩვენ გვკოჭავდნენ და გვცემდნენ ფეხის ტერფებიდან დაწყებული სასქესო ორგანოთი დამთავრებული. მათთვის ეს სექსუალურად აღგზნების საშუალება იყო. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მადლობა ღმერთს, რომ მარტო გვირტყამდნენ და გვაუპატიურებდნენ… თუ ფიქრობთ, რომ არ შეიძლება იყოს ამ მწამებლურ გარყვნილებაზე უარესი, ცდებით – ხდება ისეთებიც, რისი მოსმენის შემდეგ შეიძლება ადამიანებში რწმენა დაკარგოთ“.

იგივე სიუჟეტი, ლაპარაკობს ყოფილი სატანისტი: „შავებში ჩაცმული ქალი გამოვიდა წინ და ხელში ახალშობილი ეჭირა. თავიდან არ მეგონა, რომ ახალშობილი ცოცხალი იყო. ქალმა იგი საკურთხეველზე დადო. ბავშვი სუნთქავდა, თუმცა არ ტიროდა. მას ყელი გამოჭრეს და სისხლის ნაკადს თასი შეუშვირეს. ამ მომენტში მე ცუდად გავხდი და გული ამერია“.

ლაპარაკობს ოკულტიზმის ექსპერტი: „არსებობენ სატანისტური ჯგუფები, სადაც დედებს უბრძანებენ სატანას მსხვერპლად შესწირონ საკუთარი შვილი. სავარაუდოდ, ქალებს სპეციალურად აფეხმძიმებენ ამ რიტუალის ჩასატარებლად“.

დევიდ უილშერი, ბრიტანეთის პარლამენტის წევრი: „სატანიზმი არსებობს ჩვენს ქვეყანაში (ბრიტანეთში) ზუსტად ისე, როგორც სხვა ქვეყნებში. რიტუალების დროს ხდება ბავშვთა მკვლელობები – ამას უნდა ვებრძოლოთ!“.

ნაწყვეტი 15 წლის დებორას ინტერვიუდან: „ჩვენ, ბავშვები, ვფიქრობდით, რომ ყოველივე ჩვენი ბრალია, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე… იქ იდგა მაგიდა, რომლის გარშემო ენთო სანთლები. იქვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მაუპატიურებდნენ. მათ ცოცხალ ბავშვს ელექტრო დანით მოაჭრეს ტერფი და სანამ არ მოკვდებოდა, აუპატიურებდნენ“.

ექსპერტი განგვიმარტავს: „რაზედაც მსხვერპლნი ლაპარაკობენ, ეს ე.წ. „სნაფ ვიდეოა“ (მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც ასახულია ნამდვილი მკვლელობა ყოველგვარი სპეცეფექტების გარეშე, წინდაწინ მსხვერპლის გაუპატიურებით და დამცირებით. როგორც წესი, მსხვერპლი ბავშვია ან ქალი). ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ იყიდონ მსგავსი ვიდეო, ძალიან მდიდრები არიან. რომ უყურონ, როგორ კვდება ბავშვი, ეს ადამიანები 25 ათასიდან ერთ მილიონ ევრომდე იხდიან. ეს ფილმები განკუთვნილია პარალელურად არსებული ბაზრისთვის, რომელიც ძალიან მდიდარი პუბლიკის წყალობით არსებობს“.

ვინ არიან ისინი?!

ნოემი (გაუპატიურების მსხვერპლი 5 წლის მანძილზე): „ცერემონიები ერთმანეთის მსგავსად ტარდებოდა. იდგა მაგიდა, მის გარშემო „მღვდლები“ დადიოდნენ და მღეროდნენ. მათ გრძელი, მუქი წითელი ფერის სამოსი ეცვათ. მაგიდაზე ამავე ფერის ნაჭერში შეხვეული რაღაც დადეს… ეს იყო ბავშვი. ბიძაჩემმა ის ხელში აყვანილი მოიყვანა. ჩემი ძმა მის გვერდით იდგა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ისინი ოთახიდან გავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ხორცის ჭამა დაიწყეს. ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ ის ადამიანის ხორცი იყო. ჩემი ისტორია არის მტკიცებულება იმისა, რომ არსებობს პედოფილების დიდი ქსელი, რომელთა მიზანია ბავშვების გაუპატიურება და მკვლელობა, ვიდეოფირების გამოშვება და გაყიდვა. ისინი არ არიან პორნოინდუსტრიის რიგითი წარმომადგენლები, ან ვიღაც შეშლილები, რომელთაც სურთ საკუთარი ვნების დაკმაყოფილება ბავშვების მკვლელობით, – მათ პროფესიონალურად გამართული, ძლიერი ქსელი აქვთ. ნებისმიერი ბავშვი შეიძლება აღმოჩნდეს მოტაცებული და გაუპატიურებული“.

მსხვერპლი: „მე არასოდეს ვყოფილვარ სკოლაში. ჩვენ დაბურულმინიანი მანქანებით დავყავდით და გვყიდიდნენ სხვადასხვა გარყვნილებზე. ხშირად გვახვევდნენ ხალიჩებში და ასე მივყავდით სასტუმროებში… მოგვიანებით, როცა თავისუფლებაში აღმოვჩნდით, ამოვიცანით ეს ადამიანები, ვუყურებდით რა ტელევიზორს! „ეს პოლიტიკოსია, ეს – დიპლომატი, – ისინი ხომ ჩვენ გვაუპატიურებდნენ!“ მათ ყველაზე მაღალი თანამდებობები უკავიათ. ისინი სხვადასხვა სფეროდან არიან, მათ შორის – ეკლესიიდან. ხოლო მათი წინასაარჩევნო პლაკატები ჩემთვის როგორც საშინელებათა ფილმი, ისე იყო. ადრე ყოველ მათგანს სახეზე ვიცნობდი, ახლა კი, მათ სახელებსაც ვგებულობდი…“

ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი გერმანული ტელეკომპანიის მიერ მომზადებული გადაცემიდან. თუ დაგაინტერესათ, შეგიძლიათ მთლიანად უყუროთ, თუმცა თუკი სუსტი ნერვები გაქვთ, მინდა გაგაფრთხილოთ, საკმაოდ მძიმე საყურებელია (სიუჟეტი 31-ე წუთიდან იწყება).

ახლა ჩვენს, ქართულ რეალობას და „ნაციონალური“ მმართველობის დროს გადაღებულ გაუპატიურების კადრებს დავუბრუნდეთ. რა კავშირია ყოველივე ზემოთ თქმულსა და „კასრებში აღმოჩენილ“ კადრებს შორის? შეიძლება არც არაფერი… თუმცა, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ყოველგვარი სიბინძურის და საშინელების გაყიდვა შესაძლებელია.

არსებობს რამდენიმე კითხვა, რაზეც პასუხი ბუნდოვანია, ან საერთოდ არ არის. მაგალითად: რატომ იღებდნენ გაუპატიურებას ვიდეოზე; რატომ ინახავდნენ ვიდეომასალას კასრებში (და არა სეიფში); და, საერთოდ, ერთმნიშვნელოვნად რატომ ვთვლით, რომ გაუპატიურება წამების საუკეთესო ფორმაა? სასურველი ჩვენების მოსაპოვებლად ადამიანის გონებას ხომ უფრო ეფექტური წამების მეთოდებიც მოუგონია.

იქნებ გვაქვს საფუძველი ვიქონიოთ „გონივრული ეჭვი“, რომ ვიდეოკადრები შავი ბაზრისთვის იყო განკუთვნილი? თუკი ასეა, ამ შემთხვევაში დამნაშავეთა მთავარი რგოლი მაშინდელი ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა შორის უნდა ვეძებოთ, რადგან ამ ბაზარს სულ სხვა კავშირები სჭირდება.

P.S. დღევანდელ რეალობაში, პორნოინდუსტრია მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი დარგია, რომელსაც ყოველწლიურად 100 მილიარდამდე შემოსავალი მოაქვს. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში, ყოველ ერთ წამში პორნოზე იხარჯება 3075 დოლარი, ხოლო ყოველ 39 წუთში აშშ-ში გამოდის ახალი პორნოგრაფიული ფილმი. იყიდება ყველაფერი, ყოველგვარი ამაზრზენი… და როგორც ვხედავთ, ისეთ ვიდეოკადრებს, რომელიც კანონთან არათავსებადია, გაცილებით მაღალი ფასი აქვს…

ლევან ზანგურაშვილი

1 COMMENT

  1. ნაცები აუცილებლად უნდა გასამართლდნენ , ეს უნდა იყოს უკანასკნელი გაბრთხილება ,ყველა პოლიტიკაში მოსასვლელი ძალისათვის, ამიტომ პარლამენტმა იგი კანონით უნდა უზრუნველყოს

  2. ყველა უბედურეება კაპიტალიზმს მოაქვს. დაწყებული კოლონიური მოპყრობისგან ადამიანის ყოველგვარი ექსპლუატაციის ჩათვლით, მათ შორის გარყვნილების სხვა და სხვა სახეობა. არ მიყვარს არ მომწონს და არ მინდა კაპიტალიზმი…

  3. ეს ყველაფერი არის, ადამიანის განვითარების, ჩამოყალიბებისა და უფალთან მიახლოვების გზაზე აფეთქებული ატომური იარაღი, რომლის ფუნქციაც, ადამიანთა მოდგმის ფიზიკური მოსპობა კი არა, მათი სულიერი გაღრწნა-განადგურებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here